არის, რომ დაწერის სურვილი არ გაქვს, მაგრამ თავისით გეწერინება. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 28 მარტს ესპანეთთან 15 ათასი კაცი მაინც უქომაგებს – დაახლოებით სიგარეტისა და მზესუმზირის გადაწოდების მანძილზე დასხდომის უფლება მაინც გვექნება. მერედა, რა ნარჩევი ბიჭები ჩამოვლენ?! ეს თქვენ ამხანაგურობა არ გეგონოთ – ესპანეთი საომრად მოდის და ამ დროს 15 ათასი...
ჭდე: ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები
ტაშკენტის ოქრო – ნაშთი ძველი დიდებისა
სადღეგრძელოები გვიყვარს ქართველებს – გორგასალი რომ გოლიათი იყო… თამარის დროს რვა მილიონი რომ ვიყავით… სააკაძის ხმალი რომ 24 კილოს იწონიდა… ესეც სადღეგრძელოა, მაგრამ მითად ქცეული კი არა, სტატისტიკაში სამუდამოდ დარჩენილი – სსრკ-ის ჩემპიონატს საკავშირო კი ერქვა, მაგრამ თითქმის 30 წელი ქვეყნის საფეხბურთო ოლიმპს მოსკოვურის გარდა არც ერთი გუნდი არ გააკარეს. ნავსი მხოლოდ 1961 წელს გატყდა,...
თქვენ კი რა ქენით? ადექით და სომხეთთან…
სომხეთთან როგორ წააგეთ, ბიჭო?.. მეგობრებთან ერთად ვუყურე საქართველო – ჩრდ. მაკედონიას. რეგულაციებს დავემორჩილეთ და რაკიღა საგანგებო მდგომარეობას ემთხვეოდა მატჩი, იქვე დარჩენა გადავწყვიტეთ. ასეთი მნიშვნელობის თამაშისას უერთმანეთოდ ვერ ვიქნებოდით, გვსურდა დიდი ემოცია თანაბრად გაგვენაწილებინა და ტრიუმფი გაგვეზიარებინა… თვალებს ვერ ვუსწორებდით ნამატჩევს ერთმანეთს, თუმც ერთად ყოფნით ერთმანეთს ეს ტკივილი თუ ვერ გადავატანინეთ, შევუმსუბუქეთ მაინც და ასე იყო...
დიდხანს გვემახსოვრები…
ის, რაც „დინამო არენაზე“ მოხდა, დიდი ხანი არ დაგვავიწყდება. მიზეზი მარტივია – ასეთი შანსი ჩვენ დიდი ხანი აღარ გვექნება და გასახსენებლადაც 2020 წლის 12 ნოემბერი დაგვრჩება. არც თუ კარგ გასახსენებლად… ყველაფერი 1994 წლის 7 სექტემბერს დაიწყო, მოლდოვასთან მატჩი 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის იყო. უიღბლოდ დაიწყო – მოსაგები წავაგეთ და ევროპირველობაზე გასვლის შანსი პირველივე...
ერთი შეკითხვა ყველას: რატომ არ გაუშვეს ლორია მეტოქის საჯარიმოში?
მძაფრსიუჟეტიანი ფილმივით ფინალია – ბოლო წუთია, გუნდი მინიმალური სხვაობით აგებს და ჯარიმის უფლებას იღებს… მეკარე მეტოქის საჯარიმოსკენ გარბის, ჩაწოდება და გოოოოლ… რა თქმა უნდა, ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა და კიდევ ბევრჯერ მოხდება მაგრამ, ალბათ სხვაგან და სხვა სტადიონებზე, ოღონდ არა ჩვენთან, არა თბილისში, არა ქუთაისში, არც ბათუმში… ასეთი რამ შეიძლებოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან საბედისწერო თბილისურ ფინალში...
დაბნეულის ჩანაწერი
შესავლის გარეშე ვთქვათ, 88-ე და 90+2 წუთებზე ფეხბურთელების შეცვლა ჯანდაბას, კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ დრო გაგვყავდა, მაგრამ… თუმცა, არა კაცო, რას ვლაპარაკობ. პირიქით, დრო იმათ გაჰყავდათ 89-ე წუთზე ორი ფეხბურთელი რომ შეცვალეს. ისინი იგებდნენ და… დაიცა, ერთი წუთით, კარგად დავფიქრდე. ესე იგი, ისინი იგებდნენ. ანუ, უნდოდათ, რომ თამაში მალე დამთავრებულიყო. ანუ, დრო იმათ გაჰყავდათ. კი...
კორონა საქართველოს ნაკრებში
ცუდი ამბავი საქართველოს ნაკრებიდან. ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ეროვნულ გუნდს გამოაკლდნენ ხვიჩა კვარცხელია და ლევან შენგელია. დღევანდელი კოვიდ-ტესტებისას ორივე ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ისინი იზოლაციაში გადავიდნენ… აქვე, უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას: „საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად...
29 საქართველოსთვის
ერთი კვირა დარჩა საქართველოს ნაკრებს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მატჩამდე. 12 ნოემბერს ჩვენები „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდებიან. სასწორზე ევრო 2020-ის საგზური დევს. ამ მატჩის გარდა ვლადიმირ ვაისის გუნდი კიდევ 2 მატჩს გამართავს: 15 ნოემბერს სომხეთს დაუხვდება, 18 ში – ესტონეთს. ეს ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩებია, სადაც საქართველო ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის. C დივიზიონის მატჩების გამართვა ბათუმის...
ანგელოვსკი თბილისში ორასით მოდის
12 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ გუნდს უმნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან. თუმცა ნაკლებად ისტორიულად მიიჩნევს ჩვენთან დაპირისპირებას მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი და სჯერა, რომ მისი გუნდი წარმატებას მიაღწევს. „თბილისში მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. 200 %-ით დავიხარჯებით, რათა ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით გავახაროთ. შედეგთან ერთ ნაბიჯში ვართ. ვერ ვიტყოდი, რომ ვღელავ ან ვნერვიულობ – უფრო...
პარადოქსი და ვაისი
გულდასაწყვეტიაო, რომ ვთქვათ, არაფერი გამოვა ნათქვამი. ზედიზედ მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრები მოსაგებს ბოლო სამ წუთში ატანს ქარს. შეიძლება მსაჯობაზე საუბარი, მაგრამ აქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე. მით უმეტეს, კაცნაკლულ მეტოქესთან. ვლადიმირ ვაისმა მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ ისედაც ბევრ კითხვას გასული ერთი კვირის განმავლობაში ძახილის ნიშანი დაუსვა. სამი შეხვედრა. სამი მეტოქე. სამივე ანტიფეხბურთის კი არადა, საერთოდ ვერ...









