მძაფრსიუჟეტიანი ფილმივით ფინალია – ბოლო წუთია, გუნდი მინიმალური სხვაობით აგებს და ჯარიმის უფლებას იღებს… მეკარე მეტოქის საჯარიმოსკენ გარბის, ჩაწოდება და გოოოოლ… რა თქმა უნდა, ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა და კიდევ ბევრჯერ მოხდება მაგრამ, ალბათ სხვაგან და სხვა სტადიონებზე, ოღონდ არა ჩვენთან, არა თბილისში, არა ქუთაისში, არც ბათუმში…ასეთი რამ შეიძლებოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან საბედისწერო თბილისურ ფინალში მომხდარიყო მაგრამ იდეალურ სცენარს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დააკლდა – გიორგი ლორიას არ ჩაურბენია მაკედონიელთა საჯარიმოში.
… დამატებული ოთხი წუთიდან 90 წამია დარჩენილი, დავითაშვილის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმისას ლორია აჩქარებით დაიძრა მეტოქის საჯარიმოსკენ და იგი გააჩერეს… ლორია თავისი, ნაკრების და თითოეული ჩვენთაგანისთვის ჰაერივით მნიშვნელივანი მატჩის გადასარჩენად დაიძრა, გაიქცა, მაგრამ გააჩერეს…
რატომ?..
რატომ?..
0:2 არ უნდა წაეგო საქართველოს ნაკრებს???
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
