ჩრდილოეთ მაკედონიისა და ესპანური „რაიო ვალეკანოს” მეკარე სტოლე დიმიტრევსკი დღეს სკოპიეში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. სანამ მწვრთნელი ბლაგოია მილევსკი დანარჩენი ათი მოთამაშის სწორედ შერჩევასა და მათთვის დავალებების მიცემაზე ფიქრობს, დიმიტრევსკი ამბობს, რომ მან გოლი არ უნდა გაუშვას, რადგან თუ საქართველო გოლს ვერ გაიტანს, მაკედონია აუცილებლად მოიგებს. „როდესაც შინ ვთამაშობთ, ბედნიერი ვარ. შენი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლა...
ჭდე: ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები
მილევსკი: ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ…
დღეს სკოპიეში, 2007 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპული 26 წლის პოპ მომღერლის ტოდორ, იგივე ტოშე პროესკის სახელობის სტადიონზე ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოს უმასპინძლებს. თამაში საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. წინა საღამოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მასპინძლების მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ თქვა: „ჩვენ საქართველოს ნაკრები გავაანალიზეთ. მათ ბულგარელებთან დიდებულად ითამაშეს, მაგრამ ყველა...
რისტოვსკი: ჟინი, ბრძოლა, აგრესია…
ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებების ხვალინდელი შეხვედრის შესახებ „ფოცხვერების” თავდამსხმელმა, სლოვაკური „სპარტაკ ტრნავას” 24 წლის თავდამსხმელმა მილან რისტოვსკიმ ილაპარაკა. მან ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს გაუტანა გოლი. ჩრდილოეთ მაკედონიელებმა ბულგარელებთან 1:1 ითამაშეს, გიბრალტარში კი 2:0 მოიგეს. „პირველ ორ შეხვედრაში ჩვენი ოსტატობა ვაჩვენეთ, — თქვა რისტოვსკიმ, — მაგრამ...
ჩურლინოვი: თუ მწვრთნელს დავუჯერებთ, პრობლემები არ გვექნება
ხვალ, სკოპიეში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს ხვდება. ეს არის ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის მესამე ტურის მატჩი. ორი თამაშიდან 6 ქულით პირველ ადგილზე საქართველოა, მაკედონია მას 4 ქულით მოსდევს. მოახლოვებულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ მაკედონიელთა და მეორე ბუნდესლიგის კლუბ „შალკე 04″-ის გარემარბმა, 21 წლის დარკო ჩურლინოვმა ილაპარაკა. ჩურლინოვი ბუნდესლიგაში მე-15 ადგილზე გასულ კლუბს...
კონკურენტი ბულგარეთი გვეგონა
9 ივნისს საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფში მესამე თამაში უწევს სტუმრად, ჩრდილოეთ მაკედონიასთან. მაკედონიელებმა პირველი ორი შეხვედრა სტუმრად ჩაატარეს — ჯერ ბულგარეთში 1:1 ითამაშეს, შემდეგ კი გიბრალტარს მოუგეს 2:0 და ცხრილში 4 ქულით საქართველოს ნაკრების შემდეგ მეორე ადგილზე არიან. საქართველოს 6 ქულა აქვს. გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობა — 9:2. როგორი განწყობაა...
ბულგარელთა ნაციზმი ან… ტურიზმი
ერთა ლიგის C დონის მეოთხე ჯგუფში დღეს ორი თამაშია: ბულგარეთი-საქართველო და გიბრალტარი-ჩრდილოეთ მაკედონია. ყველა გუნდს თითო შეხვედრა აქვს ჩატარებული. ბულგარელებმა მეზობელ მაკედონიელებთან 1:1 ითამაშეს, ხოლო ქართველებმა შინ მოუგეს გიბრალტარს 4:0. ბულგარელთა და ჩრდილოეთ მაკედონიელთა შეხვედრაზე უკვე ვწერდით, ახლა კი ინფორმაცია ერთი დეტალითაც გვინდა შევავსოთ: მაკედონიურმა sportmedia.mk-მ დაწერა, რომ რაზგრადის სტადიონზე ბულგარელ გულშემატკივარს ნაცისტური დროშა ჰქონდა...
აქ, სალაპარაკო არაფერია: საქართველოს უნდა მოვუგოთ!
„ერთა ლიგის” C დონის მე-4 ჯგუფის შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და ვერ მოუგო — 1:1. შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოს ნაკრების ჯგუფია. ვილი სანიოლის გუნდს 5 ივნისს სწორედ ბულგარელებთან უწევს სტუმრობა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრის შემდეგ ბულგარელების 53 წლის მწვრთნელმა იასენ პეტროვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარს ორი გამოცემის, 24 Часа-ს და 7 sport-ის ვერსიით....
მაკედონიელთა მწვრთნელისთვის მეორე ტაიმი სრულყოფილი იყო
საქართველოს ნაკრების თანაჯგუფელებმა, ბულგარეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა 1:1 ითამაშეს. ეს გახლდათ ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფის შეხვედრა. „ლომებმა” — ასე ეძახიან ბულგარელები თავიანთ საფეხბურთო ნაკრებს — რაზგრადის „ჰუვეფარმა არენაზე” ანგარიში მე-13 წუთზევე გახსნეს, მაგრამ მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე სტუმრებმა გაათანაბრეს. გთავაზობთ, ბულგარული „7 სპორტის” დანახულ თამაშს: „შეხვედრის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ხელსაყრელი მომენტი შექმნა...
იტალიის დამარცხება თბილისში დაიწყო
ვინ იცის, 2020 წლის 12 ნოემბერს იმ ხალხს, ვინც მიტინგებზე ადამიანთა უკონტროლო შეჯგუფების წინააღმდეგ მაინც ვერაფერს ხდებოდა, თბილისის სტადიონის კარი რომ გაეღო და ტრიბუნაზე დატესტილი გულშემატკივარი თუნდაც შეზღუდული რაოდენობით, სოციალური დისტანციის დაცვით დაესვა, განვითარების ახალ საფეხურზე ჩრდილო მაკედონიის კი არა, საქართველოს ნაკრები გადასულიყო. ერთი ფაქტია, რომ იმ, ჩვენთვის მწარედ მოსაგონარი ფინალის შემდეგ (რომელიც ფეხბურთის ღმერთებმა...
ვლადიმირ ვაისმა დისციპლინა დაგვიწუნა
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, სლოვაკურ მედიასთან ისაუბრა და საქართველოში ყოფნის პერიოდი გაიხსენა. „ფინალამდე ძლიერი ემოციები იყო, სტადიონისკენ მიმავალ გზაზე სამჯერ ვიტირე. ნაკრების ავტობუსს 50.000-მდე ადამიანი აცილებდა. ეს წაგება ამის გამოც უფრო საწყენი იყო. ვფიქრობ, ქართველები კიდევ უფრო განვითარდებიან და უფრო თავდაუზოგავად ითამაშებენ. მათ ეს თვისება აქვთ, მაგრამ დისციპლინა აკლდათ. ფაქტია, 2016 წელს ესპანეთს...









