ერთა ლიგის C დონის მეოთხე ჯგუფში დღეს ორი თამაშია: ბულგარეთი-საქართველო და გიბრალტარი-ჩრდილოეთ მაკედონია. ყველა გუნდს თითო შეხვედრა აქვს ჩატარებული. ბულგარელებმა მეზობელ მაკედონიელებთან 1:1 ითამაშეს, ხოლო ქართველებმა შინ მოუგეს გიბრალტარს 4:0.
ბულგარელთა და ჩრდილოეთ მაკედონიელთა შეხვედრაზე უკვე ვწერდით, ახლა კი ინფორმაცია ერთი დეტალითაც გვინდა შევავსოთ: მაკედონიურმა sportmedia.mk-მ დაწერა, რომ რაზგრადის სტადიონზე ბულგარელ გულშემატკივარს ნაცისტური დროშა ჰქონდა გადმოფენილი, რაც უეფას ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. ლაპარაკია შავ ფონზე გამოსახულ თეთრ ედელვაისზე.
ბულგარულმა წყაროებმა მეზობლების დაბეჭდილი ცნობა ცხადია მყისვე გადაბეჭდეს და ერთგვარი ირონიით მიაწერეს, რომ ის რაც ჩრდილოეთ მაკედონიელებს ნაცისტური ჰგონიათ სინამდვილეში ბულგარეთის ტურისტული კავშირის ემბლემაა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/10/2026 | 12:21ირლანდია vs ისრაელი: ფურთხება სერბეთში
სიახლეები05/10/2026 | 08:21ბელფასტ ტელეგრაფი: სვანაძეს ჯერ კიდევ იმედი აქვს
ინტერვიუ05/10/2026 | 06:45ილია ბერიაშვილი: როდესაც შენი ქვეყანა გიყურებს ეს უკვე ფეხბურთზე მეტია
აქეთურ-იქითური04/10/2026 | 08:47ესპანეთის ნაკრებს ფაბიან რუისიც გამოაკლდა
