საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, სლოვაკურ მედიასთან ისაუბრა და საქართველოში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.
„ფინალამდე ძლიერი ემოციები იყო, სტადიონისკენ მიმავალ გზაზე სამჯერ ვიტირე. ნაკრების ავტობუსს 50.000-მდე ადამიანი აცილებდა. ეს წაგება ამის გამოც უფრო საწყენი იყო. ვფიქრობ, ქართველები კიდევ უფრო განვითარდებიან და უფრო თავდაუზოგავად ითამაშებენ. მათ ეს თვისება აქვთ, მაგრამ დისციპლინა აკლდათ. ფაქტია, 2016 წელს ესპანეთს სტუმრად მოვუგეთ, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან პრობლემა შეგვექმნა. ქართველებს საკუთარი ძალის ბოლომდე არ სჯერათ. იქ მუშაობა ადვილი არ არის“, – თქვა ვაისმა.
შეგახსენებთ, ვაისმა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა და გადამწყვეტი თამაში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
