14 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებს უეფას ერთა C ლიგის მეორე ჯგუფის მე-4 ტურის მატჩი ელის სკოპიეში, „ტოშე პროესკი“ არენაზე, ჩრდილო მაკედონიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. ეს ტოშე ცნობილი მომღერალი ყოფილა და 2007 წელს გარდაცვლილა ავტოკატასტროფაში. ასე ვთქვათ, მაკედონიის ჯონ ლენონია. ეს ფეხბურთთან რა შუაში იყო, მაგრამ მაინც. მატჩი კი მართლაც ერთობ მნიშვნელოვანია. ერთმანეთს ჯგუფის ორი ფავორიტი ხვდება. ...
ჭდე: ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები
გადავინაცვლეთ კალათბურთიდან ფეხბურთში
ქართველები და მაკედონიელები აქამდე კალათბურთში არკვევდნენ ურთიერთობას, სულ გადამწყვეტი თამაშები გამოდიოდა ხოლმე, დრამატული და ბოლო წამებზე გამრკვევი… ახლა ფეხბურთის დრო მოვიდა. გარდა იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ახლა ერთა ლიგაზეა მეტოქე, ასევე პოტენციური მეტოქეა ევრო 2020-ზე გამსვლელ ფინალშიც. ოღონდ იქამდე თუ საქართველომ ბელარუსი გამოთიშა და მაკედონიელები კოსოვოს გაივლიან… ასე რომ, ამ შემოდგომაზე შესაძლოა, სამი ურთიერთშეხვედრაც შედგეს....
ინატრე და აგიხდება
ვიდრე შვეიცარიელი ფილიპ სენდეროსი ერთა ლიგის წილისყრისას C ლიგის საუკეთესო ოთხეულს გაანაწილებდა, მეორე ჯგუფში მოხვედრა ვინატრე. ისე ყველაფერი კარგად აგიხდეთ. ჩვენი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი იქნებიან. ის ჯგუფია, სადაც პირველობას სენსაციად არავინ ჩაგვითვლის, მაგრამ ჯერ რა დროს „ოპლაა“?! ახლა კი ოთხივე ლიგის ყველა ჯგუფს მივყვეთ. ლიგა A. I ჯგუფი 1. ჰოლანდია 2. იტალია...
ადგილამდე დრო
დროის ათვლა დაიწყო. უფრო სწორად, 2020 წლის მარტისადმი განსაკუთრებული მოლოდინი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D ჯგუფი ერთი ამოსუნთქვით მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, საიდანად ევრო 2020 უფრო კარგად მოჩანს. ქომაგების პულსიც სწორედ ამის შემდეგ აჩქარდა, თუმცა წინ კიდევ კლასიკური შესარჩევი ეტაპი იყო და იოტისოდენა, მაგრამ მაინც...



