იტალიის სერია A-ში „ფროზინონე“ სტუმრად „ჯენოას“ ეთამაშება და პირველი ტაიმის შემდეგ გიორგი კვერნაძის მიერ გატანილი ბურთით 1:0 ამარცხებს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა.
ჭდე: ფროზინონე
კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
გიორგი კვერნაძემ „ვენეციასთან“ შეხვედრაში „ფროზინონეს“ გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველი მარცხენა გარემარბის გუნდი 21-ე წუთზე დაწინაურდა – ანტონიო რაიმონდომ გახსნა ანგარიში. მანვე 39-ე წუთზე მეორეც შეაგდო, მაგრამ შესვენების შემდეგ 66-ე და 74-ე წუთებზე ვენეციელებმა – ეკვადორელმა ჯონ იებოამ და ბელგიელმა რიჩი საგრადომ – ჩამორჩენა აღმოფხვრეს. „ფროზინონესთვის“, რომელმაც წინა ტურში ფლორენციაში „ფიორენტინას“ 100 წლის იუბილე ჩაუმწარა (3:0)...
კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
„ფიორენტინას“ შინ, „არტემიო ფრანკიზე“ ზედიზედ ცხრა თამაში არ ჰქონდა წაგებული, მაგრამ კლუბის დაარსებიდან 100 წლისთავზე ჩავიდნენ გიორგი კვერნაძე და მისი თანაგუნდელები და კოშმარი მოუწყვეს – 3:0. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი სწორედ კვერნაძემ შექმნა, როდესაც მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შევიდა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ცოტათი ააცილა მიზანს. შემდეგ, მასპინძლების ცნობილ მეკარეს, ესპანელ დავიდ დე ხეას უკვე...
რას ნიშნავდა ოსიმენის საქციელი?
„ნაპოლიმ” კიდევ ერთი წარუმატებელი თამაში უნდა დაივიწყოს — გუნდმა, რომელიც ჯერ კიდევ მაღალ მიზნებს ისახავს, შინ ვერ მოუგო „ფროზინონეს”, 2:2. ჩოჩარელებთან შეხვედრამ „ნაპოლის” ყველა ნაკლი ერთად წარმოაჩინა. დაცვა დაცვად და „აძურიმ” რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან. ყველაზე მეტად ვიქტორ ოსიმენი სცოდავდა. მან განსაკუთრებით პირველ ტაიმში გააცუდა შესაძლებლობები. „ფროზინონეს” მეკარემ სტეფანო ტურატიმ სულ მცირე ორჯერ...
შეფასებები: კვარა კარში დარტყმის მანიით არის შეპყრობილი
„ნაპოლიმ” რომელიც ევროთასზე გამსვლელი ადგილისთვის იბრძვის, ერთ-ერთ აუტსაიდერ „ფროზინონეს” ვერ მოუგო — 2:2. სეზონის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე „აძურის” 49 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ასეთი შეფასებები მიიღო: calciomercato — 6 ჩვეულებრივზე ნაკლებ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. მეტი ჩართულობისთვის, რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტაც შედიოდა შუაში და მართლაც უფრო...
მსაჯების ორმაგი შეცდომა ნაპოლის წინააღმდეგ
იტალიის თასზე „ნაპოლის” საშინაო მარცხს „ფროზინონესთან” (0:4) არავინ ამართლებს, მაგრამ გავლენიანმა რომაულმა გამოცემამ „კორიერე დელო სპორტმა” მკითხველის ყურადღება შეხვედრის ერთ ეპიზოდზე გაამახვილა. მოგეხსენებათ, სანამ ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, მასპინძლებმა გოლი გაიტანეს, ეს ჯოვანი სიმეონემ გააკეთა. VAR-მა ეპიზოდი გადაახვია და მსაჯ როსარიო აბისოს მისი მონიტორზე ნახვისკენ მოუწოდა. არბიტრმა მომენტის ჩანაწერი შეამოწმა და ჩათვლილი გოლი გააუქმა,...
ოთხი ვარსკვლავი შევიდა და გუნდმა ოთხი გოლი გაუშვა
იტალიის თასის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” გიორგი კვერნაძის „ფროზინონესთან” შინ 0:4 წააგო. შეხვედრა ქართველებისთვის დიდად იღბლიანი არ გამოდგა. კვერნაძემ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, შესვენების დროს კი გამოცვალეს — ანგარიში ჯერ 0:0 იყო. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და „ნაპოლიმ” ამის მერე გაუშვა ოთხი გოლი. მოედანზე ხვიჩასთან ერთად შევიდა ვიქტორ ოსიმენიც. მანამდე...
კვერნაძე ითამაშებს, კვარაცხელია დაისვენებს
„ნაპოლის” კალენდარი გადატვირთულია. გუნდმა სერია A-ს ბოლო ტურში „მარადონაზე” 2:1 დაამარცხა „კალიარი”, — გაიმარჯვა შინ, რაც მთელი ორი თვე ვერ მოეხერხებინა — მაგრამ სიხარულის დრო არ აქვს, დღეს იტალიის თასის მერვედფინალში „ფროზინონეს” ხვდება. „ფროზინონეში” გიორგი კვერნაძე თამაშობს. ის დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნება. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, ეუსებიო დი ფრანჩესკო იტალიის ჩემპიონის წინააღმდეგ გადახალისებულ...
ქართველები ერთმანეთს დაერივნენ
იტალიის თასზე ქართველების გუნდები ერთმანეთს დაერივნენ: გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ” საბა საზონოვის „ტორინო” მეთექვსმეტედფინალში 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უნდა შეხვდეს. ტურინელებმა საზონოვი არ ათამაშეს, კვერნაძემ კი მოედანზე 61 წუთი დაჰყო. მისი ყველაზე გამორჩეული მომენტი 49-ე წუთზე იყო, როდესაც გიორგიმ ძლიერად დაარტყა კარისკენ, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა. შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა 1:1, დამატებითში კი...
ფროზინონეს ორი გულშემატკივარი ნეაპოლელის ცემისთვის დასაჯეს
როგორც ირკვევა, სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას, რომელშიც „ნაპოლიმ” „ფროზინონეს” 3:1 მოუგო, მაყურებელთა ხულიგნური გამოცდომებიც ახლდა. შეხვედრა ფროზინონეში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გულშემატკივრები ნეაპოლელებს აგრესიულად დახვდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ იტალიის ჩემპიონის ბევრმა გულშემატკივარმა იჩივლა, რომ მას თავს დაესხნენ. Italy24 სულაც ფროზინონეს სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქის კასინოს მკვიდრი ოჯახის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც იმანაც ვერ უშველა, რომ ერთ-ერთ...
![Kvernadze-G კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/09/Kvernadze-G-360x360.jpg)








