ჭდე: ფროზინონე

Home ფროზინონე
ხუთი განსხვავება გარსიასა და სპალეტის ნაპოლის შორის
ჩანაწერი

ხუთი განსხვავება გარსიასა და სპალეტის ნაპოლის შორის

ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ” ფროზინონეში „ნაპოლის” 3:1 გამარჯვების შემდეგ გამოაქვეყნა წერილი, სადაც რუდი გასიასა და ლუჩანო სპალეტის გუნდებს შორის შემჩნეული ხუთი განსხვავების შესახებ ილაპარაკა. შეიძლება ერთი ტურის შემდეგ დაბეჯითებით მსჯელობა ჯერ ადრეა, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტების თვალით დანახული იტალიის ჩემპიონის ახალი სახე მაინც საინტერესოა. გარსიას 4-3-3 უფრო პოზიციური იყო. ეს შეიძლება შემადგენლობაში, ყველა რგოლში არსებულმა ცვლილებებმა...

დი ფრანჩესკო: თქვენ ყველანი ოსიმენზე ლაპარაკობთ, მე კი…
ჩანაწერი

დი ფრანჩესკო: თქვენ ყველანი ოსიმენზე ლაპარაკობთ, მე კი…

„ფროზინონემ” „ნაპოლისთან” კარგად დაიწყო, პენალტით ანგარიშიც გახსნა, მაგრამ ჯამში იტალიის ჩემპიონმა სერია A-ს დებიუტანტს ყველაფერში აჯობა და 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში შედგა ქართველი გარემარბის გიორგი კვერნაძის დებიუტი იტალიური ფეხბურთის უმაღლეს დონეზე. გიორგი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. მატჩის შემდეგ, „ფროზინონეს” მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ნეაპოლელთა გამარჯვების მთავარ ფაქტორად პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ჟელინსკი დაასახელა. „ყველა ოსიმენზე ლაპარაკობს,...

გარსია ფროზინონესთან გამარჯვების შემდეგ
ჩანაწერი

გარსია ფროზინონესთან გამარჯვების შემდეგ

სერია A დაიწყო. ჩემპიონმა „ნაპოლიმ” სტუმრად დაამარცხა „ფროზინონე” 3:1. მე-7 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა პენალტით გახსნეს, გოლი მაროკოელმა ნახევარმცველმა აბდუ ჰარუიმ გაიტანა. 24-ე წუთზე მატეო პოლიტანომ ანგარიში გაქვითა, ხოლო 42-ე და 79-ე წუთებზე ვიქტორ ოსიმენმა კიდევ ორჯერ შეაგდო და ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ მოხვდა მას-მედიის პირველ გვერდებზე. ეს გახლდათ ფრანგი მწვრთნელის რუდი გარსიას დებიუტი „პარტენოპეელთა” თავკაცის რანგში....

პირველ ტურში კვარაცხელია არ ითამაშებს
ჩანაწერი

პირველ ტურში კვარაცხელია არ ითამაშებს

ხვალ სერია A-ში „ფროზინონე” „ნაპოლის” მასპინძლობს. დღეს რუდი გარსიამ ფეხბურთელები დილის ვარჯიშზე გაიყვანა. გახურების შემდეგ გუნდი ორად გაიყო და პატარა ზომის მოედანზე იბურთავა. ვარჯიში ტაქტიკურ საკითხებს დაეთმო. ჯანლუკა გაეტანო დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ქართველმა გარემარბმა თავიდან გუნდთან ერთად იმუშავა, შემდეგ კი, როგორც „ნაპოლის” ოფიციალურ განცხადებაში წერია, გადაძაბვის...

ქართველების დაპირისპირება მაროკოელის ტრანსფერის ფონზე
ჩანაწერი

ქართველების დაპირისპირება მაროკოელის ტრანსფერის ფონზე

ხვალ იტალიის ჩემპიონატი იწყება. სერია A-ს პირველი ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. „ნაპოლი” სეზონის პირველ შეხვედრაში ტრადიციულად წარმატებას აღწევს. მან ბოლო ექვსი სეზონი მოგებით დაიწყო. საინტერესოა, რომ „აძურისა” და „ჯალაძურის” ახალი თავკაცები რუდი გარსია და ეუსებიო დი ფრანჩესკო კარიერაში ადრეც დაპირისპირებიან ერთმანეთს. სტატისტიკა ფრანგის სასარგებლოდაა: ორი მოგება და სამი ფრე. სხვა სიტყვებით...

კვერნაძე და ფროზინონე მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ
ჩანაწერი

კვერნაძე და ფროზინონე მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ” იტალიის თასის 1/32 ფინალში „პიზას” 1:0 მოუგო და შეჯიბრებას აგრძელებს. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე სიმონე კანესტრელიმ თავის კარში გაიტანა. პირველ ტაიმში მეტოქეს „ფროზინონე” სჯობდა, შესვენების შემდეგ კი „პიზამ” ანგარიშის გასათანაბრებლად ძალები მოიკრიბა — მომენტები ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. გიორგი კვერნაძე მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა. ქართველი მარცხენაფლანგელი თამაშში კარგად ჩაერთო, რამდენჯერმე...

პირველ ტურში კვარაცხელია VS კვერნაძე
ჩანაწერი

პირველ ტურში კვარაცხელია VS კვერნაძე

გიორგი კვერნაძის გუნდს „ფროზინონეს” სერია A-ში პირველივე შეხვედრა ჩემპიონ „ნაპოლისთან” უწევს. ამრიგად, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენთვის იტალიური სეზონი ქართული დერბით დაიწყოს: ხვიჩა კვარაცხელია კვერნაძის წინააღმდეგ. 2023-24 წლების კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ „ფროზინონეს” პრეზიდენტმა მაურიციო სტრიპემ თქვა: „რასაკვირველია დადებითი განცდა დამეუფლა, ჩვენ ხომ იტალიური ფეხბურთის უდიდეს შეჯიბრებას დავუბრუნდით. ამან მასტიმულირებლად უნდა იმოქმედოს. საბრძოლველად უნდა განვეწყოთ. ყველაფერი...

ფროზინონე და კვერნაძე
ჩანაწერი

ფროზინონე და კვერნაძე

ავტორიტეტიანი იტალიური გამოცემა Corriere dello sport-ის ინფორმაციით, სერია A-ში დაწინაურებული „ფროზინონე“ ახალი სეზონისთვის ემზადება და სატრანსფერო ბაზარზეც აქტიურობს. გამოცემის ინფორმაციით, კლუბი ბათუმის „დინამოსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს გიორგი კვერნაძის ტრანსფერთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, მალე გარიგება ოფიციალურადაც დადასტურდება. „20 წლის კვერნაძე იტალიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავა, ერთი წლის შემდეგ კი „ფროზინონეს“ ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ კვერნაძის...