საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და თბილისური „ბაბლის“ პირველ დღეს სერბეთთან 66:92 განადგურდა. მართალია, საქართველოს ნაკრები არ იყო უძლიერესი შემადგენლობით, მაგრამ სერბებსაც ბევრი ვარსკვლავი აკლდათ, ამიტომაც ასეთი ანგარიშით მოგებას თავადაც ვერ წარმოიდგენდნენ. არადა, თამაში რომ დაიწყო, დიდი ხანი თითქმის თანაბარი ბრძოლა მიდოდა, მაგრამ გუნდებს ქულების მოხვეჭა უჭირდათ. მეორე პერიოდის მესამე წუთის ბოლოს...
ჭდე: საქართველო
ძალა წყალსაც ხნავს
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩერნოგორიასთან გამართა და 9:11 დამარცხდა. ეს იყო ჯგუფური ეტაპის ყველაზე რთული მატჩი – ჩერნოგორია საკმაოდ ძლიერი გუნდია და ეტყობოდა კიდეც, როგორ უჭირდა დეიან სტანოიევიჩის შეგირდებს თამაშის მიმდინარეობისას. განსაკუთრებით შეტევით ფაზაში, რადგან ჩერნოგორიელები სწორი ტაქტიკით ახერხებდნენ ჩვენების მცდელობის ჩახშობას. პირველი მეოთხედი ფრედ, 3:3 დასრულდა,...
საქართველომ ბრაზილიაც ჩაძირა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიის ნაკრებიც (12:8) დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი გაინაღდა. დეაინ სტანოევიჩის გუნდს ჯგუფში კიდევ ერთი თამაში დარჩა – ხვალ, ჩერნოგორიასთან. არ არის გამორიცხული, საქართველომ გამარჯვების შემთხვევაში საერთოდ პირველი ადგილი დაიკავოს, მაგრამ ეს ურთულესი საქმე იქნება, რადგან ჩერნოგორიას საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს. ბრაზილიასთან მატჩი კი ჩვენების უპირატესობით მიმდინარეობდა...
სენსაციასთან ერთ ბურთში…
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი დაიწყო. დეიან სტანოევიჩის ჩვენი გუნდი დიდ სენსაციასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ… ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს საბერძნეთთან ჰქონდა, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი მოწინავეა და ამ მატჩშიც უდავო ფავორიტებად ითვლებოდა. მატჩის დაწყებამდე ბუქმეიქერები ბერძენთა 10-ბურთიან მოგებას ვარაუდობდნენ. თუმცა, ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა და მოგებასთანაც ახლოს იყო,...
საქართველოს ახალი ამერიკელი
ის ამერიკის 17-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა და გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ბოლო სამი წელიწადია ევროპაში თამაშობს: ევროპული კარიერა ბულგარეთში დაიწყო, გააგრძელა საბერძნეთში და ახლა ესპანეთშია და იქაური უმაღლესი ლიგის გუნდის ბომბარდირია. მისი საშუალო მონაგარი ასეთია: 16.5 ქულა (48.7% ორქულიანი, 37.9% სამქულიანი, 86.5 საჯარიმო), 3.8 პასი, 2.4 მოხსნა. მოკლედ: ესპანეთის „უკამ მურსიას“ ამერიკელმა გამთამაშებელმა კონერ ფრენკამპმა...
მორარიუს ვნებანი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დაამარცხა რუსი „დათვები“ და პირველი ადგილი დაიკავა 2020 წლის ჩემპიონატში, რაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო გარკვეული. რუსეთი მე-5 ადგილზე გავიდა, მეორეზე – ესპანეთი, რომელმაც დასკვნით ტურში პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლა და 25:11 დაამარცხა. „ლობუში“ მე-4 საფეხურამდე ჩამოქვეითდა. და ვინ გაუსწრო პორტუგალიელებს? გაგიკვირდებათ და, რუმინეთის ყოვლად სამარცხვინო ნაკრებმა, რომელიც ბოლო ტურამდე სატურნირო...
როდის შერცხვებათ რუსებს ჩამოსვლა…
ლევან მაისაშვილმა 36-კაციან გაფართოებულ რაზმში 10 ახალბედა კი მოიწვია, რაც შევუქეთ კიდეც, მაგრამ საბოლოო სარუსეთო განაცხადში მხოლოდ ერთი შეიყვანა. მაინც რუსეთია, რომელთანაც გამარჯვებათა სერია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს! გამარჯვებათა სერიაო, ვახსენეთ და განვმარტავთ, რომ 2003 წლიდან მოყოლებული ბორჯღალოსნებისა და „დათვების“ უკლებლივ ყველა ჯახი ჩვენებურთა გამარჯვებით მთავრდება. და რა იყო მანამდე? რუსებისთვის სანუგეშო არც არაფერი. 2002-ში თბილისში...
… არადა, რევანშის შანსია
საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ 2021 წლის 2 ივნისს ამ ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში გაიმართება. მატჩი რუმინეთში ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. რუმინეთთან მატჩამდე ჩვენი ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ შეხვედრას გამართავს: 25 მარტს შვედეთთან (სტუმრად), 28 მარტს ესპანეთთან...
რუსეთი 0:4
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევ მატჩში შინ რუსეთს დაუხვდა და 0:4 დამარცხა. მეტოქე თბილისს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის რანგში ესტუმრა და მძიმე თამაში რომ იქნებოდა, შეხვედრის დაწყებამდეც ნათელი იყო. თავიდან რუსები მცირე უპირატესობას ფლობდნენ და მეხუთე წუთზე გოლშიც გარდასახეს. ჩვენს კართან კუთხური დაინიშნა, რუსებმა დამუშავებული კომბინაცია გაათამაშეს და რომულომ ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს...
ახლებით რუსებთან…
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გამოაქვეყნა იმ 36 მორაგბის სია, რომლებიც რუსეთის ნაკრებთან 7 თებერვლის მატჩისთვის მოემზადებიან. მითითებულ სიაში არ არიან აღიარებული ლიდერები, სამაგიეროდ 10 ახალი სახეა. გარდა ამისა, გაფართოებულ შემადგენლობაშია გამოცდილი ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელმაც ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ბოლოს 2019 წლის მარტში სწორედ „დათვების“ წინააღმდეგ ითამაშა. შერკინება ზურაბ ჟვანია (40 მატჩი, 55 ქულა), უშანგი ჭეიშვილი...









