ჭდე: საქართველო

Home საქართველო
62
ჩანაწერი

62

25 მარტს საქართველოს ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს. იწყებს უხასიათოდ, რადგან სულ ახლახან ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უნიკალური შანსი გაუშვა ხელიდან, რომლის მსგავსიც, არ გვქონია და გულზე ხელი დავიდოთ – ალბათ, აღარასდროს გვექნება. მაგრამ ეს მაინც გუშინდელი ამბავია და წინ უნდა ვიყუროთ, წინ კი 25 მარტი და სტოკჰოლმური მატჩია. 25 მარტამდე 62 დღეა. 62 დღე ბევრი...

რუსეთი 7 თებერვალს…
ჩანაწერი

რუსეთი 7 თებერვალს…

„რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი 7 თებერვალს გაიმართება – საქართველო თბილისში რუსეთს უმასპინძლებს. მატჩის დაწყების ზუსტი დრო და ადგილი განისაზღვრება უახლოეს დღეებში. შეგახსენებთ, რომ თამაში ბორჯღალოსნებსა  და „დათვებსა“ შორის უნდა ჩატარებულიყო 14 მარტს, შემდეგ 1 ნოემბერს, მაგრამ ორივეჯერ გადაიდო კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო.  

ჩანაწერი

მსოფლიო იცინის…

14 დეკემბერს, პარიზში გაიმართა რაგბის ისტორიაში რიგით მეათე მსოფლიო თასის წილისყრა. მთელი რიგი ქვეყნებისა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასის ერთ ჯგუფში იყვნენ, ერთმანეთს საფრანგეთშიც დაუპირისპირდება. მაგალითად, ირლანდია და შოტლანდია, ინგლისი და არგენტინა. მაგრამ ის, რაც C ჯგუფის დაკომპლექტებისას მოხდა, ზე-დამთხვევაა. კენჭისყრის ორგანიზატორები იცინოდნენ, როცა უელსი, ავსტრალია და ფიჯი კვლავ ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს არ...

ჩანაწერი

ბელარუსი მაინც წინაა

გარდა მუდმიმოქმედი ე.წ. „მცოცავი“ რეიტინგისა, ფიფა ყოველწლიურ რეიტინგებსაც აქვეყნებს. 2020 წელს საქართველოს ნაკრებმა 1267 ქულა გამოიმუშავა და მსოფლიოში 89-ე პოზიცია დაიკავა. ჩვენზე 2 ქულით მეტი აქვს და ერთი საფეხურით გვისწრებს ბელარუსი, რომელმაც ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსთან კი წააგო, მაგრამ შესარჩევი ციკლი უფრო წარმატებულად გაიარა. ზედიზედ მესამე წელიწელიწადია საუკეთესო გუნდი ბელგიის ეროვნული ნაკრები ხდება.  ათეული კი...

ჩანაწერი

ოცნებას კაცი არ მოუკლავს…

უეფას შტაბ-ბინაში გამართული მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის წილისყრა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. არავითარი მოწვეული სტუმრები, ონლაინ რეჟიმი და ორად ორი გამონაკლისი – დანიელე დე როსი და რაფაელ ვან დერ ვაარტი უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ცერემონიაში. ახლა რაც შეგვეხება ჩვენ: ალბათ თითოეული ჩვენგანი ადგენდა ყველაზე სასურველი ქვეჯგუფის ვერსიას და ყველა კალათიდან თითქმის უმჯობესი გუნდი კი გვერგო. დეტალურად...

საქართველო არ ჩერდება
ჩანაწერი

საქართველო არ ჩერდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისევ მოიგო. ილიას ზუროსის შეგირდებმა ამჯერად შვეიცარიას მოუგეს – 91:84. ჩვენები ოთხიდან ოთხი მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობენ ჯგუფს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებს ევროპის ჩემპიონატის საგზური ჯიბეში უდევთ და ბერძენი მწვრთნელიც ფინეთში, ფაქტობრივად, დუბლშემადგენლობით იყო ჩასული, მაინც მოახერხა ორი გამარჯვების მოპოვება. ახლა წინ დასკვნითი „ბაბლია“, რომელიც თბილისში უნდა გაიმართოს. ჩვენები ფინეთსა და სერბეთს უმასპინძლებენ....

23:10 – ირლანდიამ მოიგო, საქართველომ ისარგებლა
ჩანაწერი

23:10 – ირლანდიამ მოიგო, საქართველომ ისარგებლა

შემოდგომის ერთა თასის დაწყებამდე ლევან მაისაშვილი პირობას დებდა, ყოველ მომდევნო მატჩში უკეთ და უკეთ ვითამაშებთო და ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა სიტყვა უკვე შეასრულა. რომ შევადაროთ საქართველოს ნაკრები ოქტომბრის ბოლოს შოტლანდიელებთან მატჩში და  ის გუნდი, რომელმაც 29 ნოემბერს დუბლინის „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა, ცხადია, რომ ბორჯღალოსნებმა უდიდესი პროგრესი განიცადეს. 23:10 – ასეთია ირლანდიელთა და...

საქართველომ ფინეთში მოიგო
ჩანაწერი

საქართველომ ფინეთში მოიგო

მოვიგეთ… ამ თვეში გუნდურად არ გვიმარჯვია და იმ ცუდად გასასხენებელი მატჩების ფონზე საკალათბურთო ნაკრებმა გაგვახარა. არადა, არ ჭირდებოდათ, მაგრამ გავიდნენ მოედანზე და მოიგეს… ესპოოში ფინეთს 91:85 აჯობეს… საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მონაწილეობა დაბევებული აქვს – თანამასპინძელია, მაგრამ ილიას ზუროსი ახალ გუნდს აშენებს. აკი თქვა კიდეც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, პიკში 2022 წელს ვიქნებითო. ზუროსი გეგმას მიყვება. ჯგუფში „პირტიტველა“...

ცუდი ხმა – ნაკრებში კორონაა
ჩანაწერი

ცუდი ხმა – ნაკრებში კორონაა

კულუარულად შევიტყვეთ, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელ თად მაკფადენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცხადია, იმ პრობლემების ფონზე, რაც ნაკრებს ფინეთში გამგზავრებამდე ჰქონდა, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დანაკლისია, მაგრამ კიდევ უფრო საეჭვო ის არის, საერთოდ ითამაშებს თუ არა ნაკრები ფინეთთან და შვეიცარიასთან. საქმე ისაა, რომ მაკფადენმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და თანაგუნდელებთან კონტაქტი ჰქონდა. იმედს ვიტოვებთ, რომ მაკფადენიდან სხვა კალათბურთელები...

საქართველო ფინეთში ვარჯიშობს
ჩანაწერი

საქართველო ფინეთში ვარჯიშობს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 28 ნოემბერს ფინეთს ეთამაშება, ხოლო 30-ში – შვეიცარიას. გუნდი უკვე ფინეთშია. ჰელსინკიში საქართველოდან სუპერლიგაში მოთამაშე 8 კალათბურთელი ჩავიდა: მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ბულაშვილი და ილია ლონდარიძე, ხოლო ლეგიონერები – გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, გიორგი კორსანტია და გიორგი...