საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ 2021 წლის 2 ივნისს ამ ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში გაიმართება. მატჩი რუმინეთში ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რუმინეთთან მატჩამდე ჩვენი ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ შეხვედრას გამართავს: 25 მარტს შვედეთთან (სტუმრად), 28 მარტს ესპანეთთან (შინ) და 31 მარტს საბერძნეთთან (სტუმრად).
საინტერსოა, რომ ნოემბერში, ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ, ჩვენი ეროვნული გუნდი კვლავაც უმთავარმწვრთნელოდაა.
საქართველო – რუმინეთს აქამდე ერთმანეთში 7-ჯერ უთამაშიათ. ორი მატჩი ფრედ მორჩა, 5-ჯერ რუმინელებმა იმარჯვეს, მათ შორის ერთხელ 5:0 და მეორედ 5:1. ასევე იყო 3:0, 2:0, 2:1.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
