21 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ და თასის მფლობელი „გაგრა“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და ეს იქნება ახალი სეზონის პირველი თამაში. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.
სხვათა შორის, „მესხზე“ ამ დღეებში ახალი სანათები დაამონტაჟეს და ახლა განათების სიმძლავრე 1800 ლუქსია.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი კი 27 თებერვალს გაიხსნება თბილისის „დინამოსა“ და დებიუტანტ წყალტუბოს „სამგურალის“ შეხვედრით (ასევე 18 საათზე).
პირველი ტურში ითამაშებენ
27 თებერვალი დინამო – სამგურალი, ტორპედო – ბათუმი
28 თებერვალი დილა – შუქურა, თელავი – სამტრედია
1 მარტი საბურთალო – ლოკომოტივი
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
