ჭდე: რუმინეთი

Home რუმინეთი
250-ე – ტრიუმფალურ თაღზე
ჩანაწერი

250-ე – ტრიუმფალურ თაღზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების საიუბილეო, 250-ე მატჩი წესით „დინამო არენაზე“ რუსების წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში ისეთი ომი გააჩაღა, რომ რაგბისგან კი არა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან მოიკვეთა. „დათვები“ ყველა ტურნირიდან ხომ მოიხსნენ, დარჩენილ მატჩებში კი მათ ვაჟთა ნაკრებს წაგებები ჩაეთვალათ. ჰოდა, ქართველებს იუბილეს გამართვა გაცილებით მშვიდობიან ხალხში მოუწევთ. 12 მარტს, თბილისის დროით 19:30-ზე ბუქარესტის ახალთახალ...

ჯაბას გარეშე ერთი დებიუტანტით
ჩანაწერი

ჯაბას გარეშე ერთი დებიუტანტით

2 ივნისს და 6 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამხანაგური მატჩები ელის. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ჯერ რუმინეთს ეწვევა, შემდეგ – ნიდერლანდებს. სანიოლმა ამ მატჩებისთვის 36 ფეხბურთელი გამოიძახა და გუნდის მოსამზადებლად დროც ბევრი აქვს. ნაკრები შეკერებაზე 24 მაისს გადავა და 1 ივნისს რუმინეთში გაემგზავრება. ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდება გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა. გამოძახებულთა შორის ერთი დებიუტანტიც...

რუსეთი საქართველოსგან ძალიან შორსაა
ჩანაწერი

რუსეთი საქართველოსგან ძალიან შორსაა

ესეც ასე! „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის გასვლითი ნაწილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მაჟორული აკორდით დააგვირგვინა – რუსეთს რუსეთშივე 23:6 მოუგო, თან სამი უპასუხო ლელო დაუდო და შედეგად ბონუს-ქულაც მოიპოვა. ეს ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნებმა მორიგი ტიტულისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს, რადგან წინ თბილისში რუმინეთთან და ბელგია-ნიდერლანდებს შორის უძლიერესთან შეხვედრებიღა რჩება. რუსებს რომ ყველგან მოვუგებდით,...

მორარიუს ვნებანი
ჩანაწერი

მორარიუს ვნებანი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დაამარცხა რუსი „დათვები“ და პირველი ადგილი დაიკავა 2020 წლის ჩემპიონატში, რაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო გარკვეული. რუსეთი მე-5 ადგილზე გავიდა, მეორეზე – ესპანეთი, რომელმაც დასკვნით ტურში პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლა და 25:11 დაამარცხა. „ლობუში“ მე-4 საფეხურამდე ჩამოქვეითდა. და ვინ გაუსწრო პორტუგალიელებს? გაგიკვირდებათ და, რუმინეთის ყოვლად სამარცხვინო ნაკრებმა, რომელიც ბოლო ტურამდე სატურნირო...

ლადოს ბიჭი
ჩანაწერი

ლადოს ბიჭი

დაახლოებით ორი თვეა ლადო ახალაიამ მილანის „ინტერთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მართალია, ჯერ „ინტერის“ სამატჩო განაცხადში ვერ ხვდება, მაგრამ დიდ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ინტერელთა 18 წლის თავდამსხმელი ქართველი ფეხბურთელის, ლადო ახალაიას შვილი და მოლდოვის და კიშინიოვის ზიმბრუს ყოფილი ნახევარმცველის ალექსანდრუ სპირიდონის შვილიშვილია. იქნებ გახსოვთ, 2000-2002 წლებში უფროსი ახალაია სწორედ კიშინიოვის „ზიმბრუში“ თამაშობდა, სადაც ცოლად მაშინდელი მთავარი...

… არადა, რევანშის შანსია
ჩანაწერი

… არადა, რევანშის შანსია

საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ 2021 წლის 2 ივნისს ამ ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში გაიმართება. მატჩი რუმინეთში ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. რუმინეთთან მატჩამდე ჩვენი ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ შეხვედრას გამართავს: 25 მარტს შვედეთთან (სტუმრად), 28 მარტს ესპანეთთან...

ჩანაწერი

საქართველო-რუსეთი: ახლა თებერვალიო

გასაკვირი იქნება, თუ ეს მატჩი ოდესმე შედგება. ჯერ იყო და, მას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ბორჯღალოსნებისთვის, რადგან მარტში ქართველები რუსებს უკვე ევროპის ჩემპიონების რანგში ხვდებოდნენ. მაგრამ ის თამაში მატჩის წინა დღისთვის გადაიდო… მერე გადაწყდა, რომ თამაში შემოდგომის ტესტების პერიოდში გაიმართებოდა – 1 ნოემბერს, მაგრამ ბოლო მომენტში „რაგბი ევროპის“ მამებმა ეს მატჩიც გადადეს. ამ შემთხვევაში ხსენებულ...

მისამართი შეიცვალა…
ჩანაწერი

მისამართი შეიცვალა…

წუხელ, რეიკიავიკში გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ნიდერლანდებთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან ითამაშებს. ორი მატჩი ბუქარესტში გაიმართება, ერთიც ამსტერდამში, ნიდერნალდებთან. და რა შუაშია რეიკიავიკი? სწორედ ისლანდიაში დათმო თავის საფლეიოფო მატჩი რუმინეთის ნაკრებმა, რომლის შედეგზეც იყო დამოკიდებული C და F ჯგუფებში მეოთხე გუნდების ვინაობა. რუმინეთი, ცხადია, წარმატების შემთხვევაში, ბუქარესტის 55-ათასიან „არენა ნაციონალზე“...

ქართული ლეგიონი – ყოფილიდან მომავლამდე
ჩანაწერი

ქართული ლეგიონი – ყოფილიდან მომავლამდე

ისე მოხდა, რომ გასულ უქმეებზე ქართველ ლეგიონერთა მიერ გატანილი ორი ლელოდან ერთი ჩვენი ნაკრების ყოფილმა წევრმა გაიტანა, ხოლო მეორე – მომავალმა ბორჯღალოსანმა. ვეტერანით დავიწყოთ: ირაკლი მირცხულავა 31 წლისაა და ბორჯღალოსანთა შორის რამდენიმე მატჩი აქვს გამართული. ფოთელი მარჯვენა ბურჯი დღესდღეობით ფრანგულ პრო დ 2-ში მოასპარეზე „ოიონას“ ღირსებას აგერ უკვე მეოთხე სეზონია იცავს და მთელი ეს ხანი...