საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი დაიწყო. დეიან სტანოევიჩის ჩვენი გუნდი დიდ სენსაციასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ…
ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს საბერძნეთთან ჰქონდა, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი მოწინავეა და ამ მატჩშიც უდავო ფავორიტებად ითვლებოდა. მატჩის დაწყებამდე ბუქმეიქერები ბერძენთა 10-ბურთიან მოგებას ვარაუდობდნენ. თუმცა, ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა და მოგებასთანაც ახლოს იყო, ფრესთან უფრო ახლოს…
მესამე მეოთხედი რომ დასრულდა, ანგარიში თანაბარი იყო – 10:10. მეოთხე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა გოლი ვერ გაიტანა. არადა, წინ გასვლის შანსი რამდენჯერმე მიეცა, მაგრამ მაინც ჩამორჩა. ქართველებს სულ ბოლო შეტევაში რომ ევარგათ, ბერძნებს ქულასაც აწაპნიდნენ, მაგრამ არ გამოვიდა. საბოლოოდ, საქქართველო 10:11 დამარცხდა.
წავაგეთ, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს. მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრებს თურქეთის გუნდთან უნდა ჰქონდეს, მაგრამ შესაძლოა ეს თამაში არ შედგეს. როგორც გაირკვა, თურქეთის გუნდის 4 წყალბურთელს Covid 19 დაუდასტურდა. ისიც უცნობია, ითამაშებენ თუ არა თურქები დღეს ჩერნოგორიასთან – ტურნირის ორგანიზატორებს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ჩვენს ჯგუფში ზემოთ ნახსენები გუნდების გარდა ბრაზილია და კანადაა…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
