თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა სერბმა სპეციალისტმა დეიან სტანოევიჩმა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ოთხი წელი იმუშავა. სტანოევიჩის ნაცვლად ახალი სეზონიდან „დინამოს“ ბერძენი სპეცილისტი საკის კეჩაგიასი უხელმძღვანელებს. კეჩაგიასი გამოცდილი სპეციალისტია, ის საბერძნეთის ახალგაზრდული და ეროვნულ ნაკრებების წვრთნიდა, ასევე მუშაობდა რუმინეთის ეროვნულ გუნდსა და გერმანულ „შპანდაუში“....
ჭდე: დეიან სტანოევიჩი
დინამო თბილისის იმედად დარჩა
თბილისის „დინამოს“ წყალბურთის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ევროთასზე გადაინაცვლა და მარცხიანი სერია გააგრძელა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა მერვედფინალში სტუმრად ხორვატიის „პრიმორიესთან“ 7:8 წააგო. თუმცა, შანსი ჯერ არ დაუკარგავთ, რადგან 23 მარტს საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართება. ხორვატიაში ორი ბურთი გიორგი მაგრაქველიძემ შეაგდო, ხოლო თითო უროშ კალინიჩმა, არტიომ ძიხწიარენკამ, საბა ტყეშელაშვილმა, ბორის ვაპენსკიმა და ნიკოლა გიგამ...
საქართველომ მოსაგები ვერ მოიგო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პროგრამა მინიმუმი ვერ შეასრულა და საუკეთესო რვა გუნდს მიღმა დარჩა. მეოთხედფინალში გასასვლელი მატჩი დეიან სტანოიევიჩის გუნდმა რუმინეთთან 11:18 წააგო. მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც რუმინელებმა 5:1 მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებამდე უპირატესობა ექვს ბურთამდე გაზარდეს. საქართველოს ნაკრებს არაფერი გამოსდიოდა. განსაკუთრებით გვიჭირდა შეტევაში, მაშინაც კი, როდესაც მეტობაში ვიყავით. ვითარება არ...
მეკვლე ხორვატიაში…
2024 წელს მეკვლე გუნდურ სახეობებში წყალბურთელთა ნაკრები გამოდგა. კარგია, რომ სპორტში არ არიან სხვის ფეხზე თუ წყალზე დამოკიდებულნი და იმედია, თავიანთ საქმეს წლეულს იმაზე უკეთ გააკეთებენ, ვიდრე დეიან სტანოიევიჩის გუნდმა დაიწყო. ხორვატიაში დაწყებული ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველო იტალიასთან 5:22 განადგურდა. გასაგებია, ძლიერი მეტოქეა, მაგარი გუნდი, მაგრამ მაინც მტკივნეული მარცხია. ჯგუფში წინ კიდევ ორი მატჩია...
დინამომ ლიგაში ზედიზედ მეორედ მოიგო
თბილისის „დინამომ“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში 8 მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი აარიდა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა შინ სერბული „რადნიჩკი“ მიიღო და 13:8 დაამარცხა. მატჩის ბედი პირველ მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ქართველებმა 4:0 მოიგეს. შემდეგი მეოთხედები თანაბრად წარიმართა – მეორე და მესამე ფრედ დასრულდა, ბოლოს „დინამომ“ უპირატესობას ერთი გოლიც დაამატა და...
არის, დინამომ მოიგო!
წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის მე-9 ტურში თბილისის „დინამომ“ ნანატრი გამარჯვება იზეიმა. აქამდე უქულოდ და ბოლო ადგილზე მყოფმა დეიან სტანოიევიჩის შეგირდებმა სტუმრად „ჰანოვერი“ 10:8 დაამარცხეს. თითქოს „დინამო“ აქაც უქულოდ უნდა დარჩენილიყო – ტაიმის ბოლოს 4:8 ჩამორჩა, თუმცა დარჩენილ დროში ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს გოლი არ გაატანინეს, საპასუხოდ ექვსი შეაგდეს და გაიმარჯვეს კიდეც. 3-3 გოლი ბესო ახვლედიანმა და სტეფან...
უქულოებში ჰანოვერმა მოიგო
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ისევ უქულოდ არის. არადა, დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი შინ უშუალო კონკურენტ „ჰანოვერს“ დაუხვდა და დამარცხდა. ორივე გუნდი 5-5 წაგებით შეხვდა მატჩს. მატჩის ბედი ჩვენი გუნდის პირველ მეოთხედში დაშვებულმა შეცდომებმა გადაწყვიტა. „დინამომ“ პირველ მეოთხედში ექვსჯერ ვერ გამოიყენა მეტობა, საპასუხოდ სამი ბურთი გაუშვა და სოლიდურად ჩამორჩა – 0:3. თამაში ამის მერე...
საქართველო დაირაზმა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაემგზავრა, სადაც 29 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდში საქართველოც არის. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში იტალიის, ჩერნოგორიისა და სლოვაკეთის ნაკრებებთან მოხვდა. სხვა ჯგუფებში გუნდები ასე გადანაწილდნენ: B ჯგუფი: საბერძნეთი, მალტა, საფრანგეთი, ხორვატია C ჯგუფი: რუმინეთი, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები D ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, ისრაელი, სლოვენია ჯგუფიდან...
საქართველო ხორვატიაზე გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ტურში უნგრეთთან 14:18 წააგო… არადა, ჩვენებმა თამაში კარგად დაიწყე და პირველი მეოთხედი 3:1 დაწინაურდნენ. თუმცა, მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, ხოლო ტაიმის დასარულს უკვე 10:6 იგებდნენ. სწორედ ეს მონაკვეთი გამოდგა გადამწყვეტი, რადგან დარჩენილი დრო გუნდებმა ისევ თანაბრად ითამაშეს. შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და ფლეი ოფში...
გართულებული ფლეი ოფი
ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და მცირე სენსაციასთან ახლოს იყო. დეიან სტანოევიჩის გუნდი ჩერნოგორიას ეთამაშა და 9:10 დამარცხდა. მეტოქე უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და პირველი მეოთხედის შემდეგ სოლიდურადაც იგებდა 4:1. მეორე მეოთხედში ყველაფერი საჩვენოდ იყო – მეკარე, ძელი, ღმერთი და ანგარიშიც გათანაბრდა – 4:4. საქართველოს ნაკრების მეკარე ნიკოლოზ შუბლაძემ ყველაფერი მოიგერია,...









