თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ისევ უქულოდ არის. არადა, დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი შინ უშუალო კონკურენტ „ჰანოვერს“ დაუხვდა და დამარცხდა.
ორივე გუნდი 5-5 წაგებით შეხვდა მატჩს. მატჩის ბედი ჩვენი გუნდის პირველ მეოთხედში დაშვებულმა შეცდომებმა გადაწყვიტა.
„დინამომ“ პირველ მეოთხედში ექვსჯერ ვერ გამოიყენა მეტობა, საპასუხოდ სამი ბურთი გაუშვა და სოლიდურად ჩამორჩა – 0:3.
თამაში ამის მერე თანაბრად გაგრძელდა და მატჩის ბოლოსაც სხვაობა ზუსტად ის სამი ბურთი იყო – 11:14.
„დინამოს“ მომდევნო მატჩი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, იტალიურ პრო რეკოსთან ელის – 7 თებერვალს, თბილისში.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
