ჭდე: ზამთრის ოლიმპიადა

Home ზამთრის ოლიმპიადა
კალმარის თამაშები
ჩანაწერი

კალმარის თამაშები

4 თებერვალს პეკინში ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნება. ენაკვიმატმა ადამიანებმა ამ თამაშებს უკვე უწოდეს „კალმარის თამაში“, პოპულარული სერიალის ანალოგიით, რაკიღა ოლიმპიადიდან სპორტსენებმა გავარდმა უკვე დაიწყეს. მიზეზი, მიხვდებოდით, კოვიდია. მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩინეთის ხელისუფლება კოვიდრეგულაციებისადმი ზესიმკაცრეს იჩენს და საჭიროების შემთხვევაში მთელ ქალაქებსაც კეტავს. რისკების მინიმალიზაციისთვის ჩინეთმა ოლიმპიადაზე ჩასულ ყველა პირს გადაადგილება შეუზღუდა – აეროპორტი, ოლიმპიური სოფელი, ვარჯიშის და...

სენსაციასთან ერთ ბურთში…
ჩანაწერი

სენსაციასთან ერთ ბურთში…

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი დაიწყო. დეიან სტანოევიჩის ჩვენი გუნდი დიდ სენსაციასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ… ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს საბერძნეთთან ჰქონდა, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი მოწინავეა და ამ მატჩშიც უდავო ფავორიტებად ითვლებოდა. მატჩის დაწყებამდე ბუქმეიქერები ბერძენთა 10-ბურთიან მოგებას ვარაუდობდნენ. თუმცა, ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა და მოგებასთანაც ახლოს იყო,...

მინსკი ჩვენი სიხარულისა…
ჩანაწერი

მინსკი ჩვენი სიხარულისა…

ზაფხულსა თუ ზამთარში, გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების საუკეთესო შედეგი 2008 წლის პეკინის თამაშების 28-ე ადგილი გახლდათ. ცხადია, მინსკში ჩატარებული ტურნირი მასშტაბით მხოლოდ ევროპას მოიცავდა, თუმცა დაფიქსირებული შედეგი მაინც სასიხარულოა და საამაყოა. ბელარუსის დედაქალაქში 50 ქვეყნის 4 000-ზე მეტი სპორტსმენი ჩავიდა. მაშინ, როდესაც მასპინძლებსა და ევროპის ბობოლა სახელმწიფოებს 200-ზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდათ, საქართველოს მოკრძალებულ დელეგაციას მინსკში...

ნახევარჰოკეი
ჩანაწერი

ნახევარჰოკეი

ყურადღებას მიაქცევდით, ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების გაშუქებისას ყინულის სახეობათა მეფეზე დღემდე კრინტი არ დაგვიძრავს. მე, თქვენ, ჰოკეის ყველა ქომაგი, შარშან, 3 აპრილს გავბრაზდით და ოლიმპიადაზე შაიბიანი ჰოკეის მხურვალე საქომაგო გულით და მაქსიმალური ყურადღებით ჭვრეტის სურვილი გაგვინახევრდა. ბევრი იმსჯელეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ყინულის ჰოკეისა საერთაშორისო ფედერაციისა და ნაციონალური ჰოკეის ლიგის, იგივე ენ-ეიჩ-ელის ფუნქციონერებმა ამ უკანასკნელში მოთამაშე...

ფურკად-სამოსანი
ჩანაწერი

ფურკად-სამოსანი

  მარტინ ფურკადმა კიდევ ერთხელ, საფრანგეთის დროშით ხელში, რონინით გადალახა ფინიში და საფრანგეთის ნაკრებს პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბიათლონის შერეული ესტაფეტის ოქროს მედალი მოუტანა. იგი აღარ ჰგავდა იმ ფურკადს, რომელმაც ორიოდე დღის წინ, ვაჟთა მას-სტარტზე მხოლოდ ფოტოფინიშით გაუსწრო გერმანელ სიმონ შემპს და პიონგჩანგის თოვლს თხილამურის ჯოხი ბრაზით უთაქა. ფურკადი ბედნიერად იღიმოდა, რადგან: 1. ეს მისი...

სლავური კლუბი – ყველას მინუს რუსეთი
ჩანაწერი

სლავური კლუბი – ყველას მინუს რუსეთი

კვირის დასკვნითი დღეები პიონგჩანგის ზამთრს ოლიმპიადაზე სლავური შეფერილობის გახლდათ. პირველი ოქროს მედლები მოიპოვეს პოლონეთმა (კამილ შტოხი, ტრამპლინიდან ხტომა), ჩეხეთმა (ესტერ ლედეცკა, სუპერგიგანტი), სლოვაკეთმა (ანასტასია კუზმინა, ბიათლონი), უკრაინამ (ოლექსანდრ აბრამენკო, ფრისტაილი), ბელარუსმა (ჰანა ჰუსკოვა, ფრისტაილი). ოქროს მედალს სლავთაგან მხოლოდ სახელ-, დროშა- და ჰიმნწაგვრილი რუსეთი ვერ შესწვდა ვერაფრით. ბოლო ოლიმპიური კვირისთვის ოლიმპიურმა ათლეტებმა რუსეთიდან უკვე 3 ვერცხლის...

იწექით, ოქრო მოგივათ!
ჩანაწერი

იწექით, ოქრო მოგივათ!

  ოთხშაბათს პიონგჩანგში ქარი ქროდა და ოლიმპიელებს დგომელა სრიალის ხალისს აცლიდა, ხოლო ბიათლონში საერთოდაც, ქარი – სპორტსმენის მტერია, რადგან ტყვიებს სიზუსტეს აცლის. ზოგიერთი შეჯიბრი სულაც გადაიდო, ამიტომ დღევანდელ მიმოხილვაში მთავარ მახვილებს ჯდომელა და წოლელა სასრიალო სპორტის სახეობებზე დავსვამთ. ჯერ ორგანიზაციულზე – ზამთრის სპორტის მოყვარული დამაჯერებლად ახსნის, თხილამურობასა და სამთოთხილამურობას ერთი ორგანიზაცია რად მართავს (FIS –...

ბიო-ბიო: დაიბრუნეთ გამარჯვების გემო!
ჩანაწერი

ბიო-ბიო: დაიბრუნეთ გამარჯვების გემო!

პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე ამბებით მდიდარმა მორიგმა დღეებმა ჩაიქროლა და სპორტის რიგ სახეობებში თავიდან მორიდებული ფავორიტებიც მოცოცხლდენენ. ჩაგდებული სპრინტის შემდეგ საბიათლონე კლანჭები გამოაჩინა ფრანგმა მარტინ ფურკადმა, რომელმაც 12,5 კილომეტრზე გამოდევნებით რბოლა მოიგო. ბიათლონის ეს დისციპლინა, რომელსაც სიმარტივისთვის პასიუტსაც უხმობენ, შედარებით ახალია და შედარებით ახირებული წესები აქვს. მასში წინა ეტაპზე ჩატარებული სპრინტის (ხანდახან ინდივიდუალური რბოლის და მას-სტარტის)...

დღე პირველი, დღე მეორე…
ჩანაწერი

დღე პირველი, დღე მეორე…

  პიონგჩანგის ზამთრის ოლიმიადაზე ორივე სამედლო დღე მოვლენებით დახუნძლული გამოვიდა. სნოუბორდში ჯერ მხოლოდ საკვალიფიკაციო შეჯიბრი გაიმართა, მაგრამ იაპონელი იური ოკუბოს მძიმე დახეთქებამ ქომაგის გული შეძრა. საბედნიეროდ, უბედურება არ დატრიალდა, სპორტსმენი შედარებით ადვილად გადარჩა. ოლიმპიური მედლების ათვლა თხილამურობაში დაიწყო, სადაც 10 თებერვალი შვედი შარლოტ კალას დღე გამოდგა. 2017-18 წლების მსოფლიო თასის ოდინდელი ლიდერი, რომელიც მომდევნო ეტაპების...