„ბენფიკას“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ანხელ დი მარია გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ლოთარ მათეუსის განცხადებას გამოეხმაურა, ვინაც განაცხადა, რომ ლიონელ მესი „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებდა. მანამდე მათეუსმა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას ფარსი უწოდა. მისი თქმით, „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა ჯილდო მესიზე მეტად დაიმსახურა. „წადი სხვაგან იტირე”, – უპასუხა დი მარიამ გერმანელს სოციალურ...
ჭდე: ლოთარ მათეუსი
მესის გამარჯვება ფარსია
გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი 2022/23 წლების სეზონის ბოლოს „ოქროს ბურთის“ მიღებას უფრო იმსახურებდა, ვიდრე მაიამის „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი. „ჰოლანდი მთელი სეზონის განმავლობაში მესიზე უკეთესი იყო. ეს ჯილდო დაუმსახურებელია და ადასტურებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის ჰოლანდზე უკეთესი ბოლო 12...
იმედგაცრუება: რონალდუ და მსაჯობა
„მარკას” აზრით ლოთარ მათეუსი ყოველთვის მიზანში არტყამს; პირდაპირი კაცია. გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ამჯერად კრიშტიანუ რონალდუს „დაუმიზნა”. საერთოდ, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი კრიტიკულ განცხადებებს არ ერიდება. „რონალდუს ისეთი დიდი ეგო აქვს, რომ გუნდიც დააზიანა და თავიც, — თქვა მათეუსმა „ბილდთან” ყატარში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემიონატზე მსჯელობისას, — იმაში, რომ ის დიდი ფეხბურთელი იყო ორი აზრი არ...
ორჯერ მეტი გასამრჯელო არ უნდოდა
გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა თქვა, რომ ნიკლას ზულემ „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადასვლაზე უარი თქვა. ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც სეზონის ბოლოს „ბაიერნთან“ თანამშრომლობის ვადა გაუდის, „დორტმუნდთან“ წინასწარ კონტრაქტს მოაწერა ხელი. არადა, მას შეეძლო არაბული ფულით გამდიდრებული „კაჭკაჭებისგან“ ორჯერ მეტი გასამრჯელო მიეღო, ვიდრე დორტმუნდში გადაუხდიან. ზულეს გადაბირებით „ჩელსი“ და „ბარსელონაც“ იყვნენ დაინტერესებულები. რამდენადაც ცნობილია „ბაიერნიც“ ცდილობდა ფეხბურთელთან ახალი...
ჰასან, ეს ჩემი საქმეა
ლოთარ მათეუსმა „ბაიერნის“ უკანა ხაზის ფეხბურთელები გააკრიტიკა, „ბოხუმთან“ რაც გააკეთეს (მიუნხენელებმა 2:4 წააგეს), ასე თამაში არ შეიძლებაო. ლეგენდარული მათეუსი საფეხბურთო ექსპერტია და პირველად არ გაუკრიტიკებია მიუხენელები… მათეუსის სიტყვები კი „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს არ ესიამოვნა და მოკლედ მოჭრა: „ჩემთვის სულერთია, ის რას იტყვის“. მათეუსმა კი ახსნა: „თამაშის შეფასება ჩემი, როგორც ჟურნალისტის, საქმეა. ჰასან, ნაგელსმანი...
პაიჭაძიდან კალაძემდე
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა. ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის. IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება. ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა...
ფლიკი სალიჰამიჯიჩის წინააღმდეგ
„ბაიერნში” სერიოზული საკითხი წამოიჭრა — ჰანსი ფლიკის მომავალი. ვითარებას 56 წლის მწვრთნელისა და 44 წლის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის ცუდი ურთიერთობა ამწვავებს. ამ ორ ადამიანს ერთად მუშაობა უჭირს და ბავარიულ კლუბში ამას ვეღარ მალავენ. დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ გულშემატკივრის უმრავლესობა ფლიკის მხარესაა. გერმანული ფეხბურთის ვეტერანმა ლოთარ მათეუსმა „სქაის” საიტზე ბლოგი დაწერა, სადაც პირდაპირ თქვა,...
მათეუსი: ბაიერნს ძლიერი ფეხბურთელები აკლია
გერმანული პრესა თანხმდება, რომ ჩემპიონთა ლიგაში, „ბაიერნისა” და „პარი სენ ჟერმენის” პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, ბავარიელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კილიან მბაპესა და ნეიმარის მწვავე კონტრშეტევებს ვერაფერი მოუხერხეს და წააგეს – 2:3. „ბაიერნის” ყოფილი ვარსკვლავი, გერმანიის ნაკრებში სარეკორდო 150 თამაშის მონაწილე ლოთარ მათეუსი თავისი ყოფილი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ ეს უკვე იმის ბრალია, რომ...
ტელეფონის ხარჯი მაინც გადაეხადა…
რამდენიმე დღეა, რაც ლოთარ მათეუსის გვარ-სახელს გერმანიაში გაუჩერებლად აბრუნებენ. მიზეზი: მეჰმეთ შოლმა „ბილდთან” ლაპარაკში თქვა, რომ კარგი იქნება თუკი ის იოაჰიმ ლიოვის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში. „მის მხარესაა ცოდნა, სიმშვიდე და გამოცდილება, — თქვა შოლმა, — მას შეუძლია ეს ყველაფერი ფეხბურთელებს გადასცეს”. 59 წლის ლოთარ მაათეუსი გახლავთ ვეტერანი, რომელმაც გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში სარეკორდო რაოდენობის...
ისევ!
„ისევ ვერ მოვიგეთ!” — ასე იწყებს თავის მიმოხილვას „შპორტბილდი”. წუხელ, კიოლნში, მთელ რიგ პოზიციებზე ახლებურად დაკომპლექტებულმა გერმანიის ნაკრებმა თურქეთის ეროვნულ გუნდთან 3:3 ითამაშა. პირველი ტაიმი გერმანელებმა 1:0 მოიგეს, მეორეში კი თურქეთმა გაათანაბრა და გახურდა აქეთ-იქით თითოს შეგდება, სანამ 3:3 არ გახდა. თურქებმა ბოლო გოლი 90+4 წუთზე გაიტანეს. „ჩვენ თურქებს გოლის გასატანად ვეპატიჟებოდით, — გაწბილებული იყო...









