ჰასან, ეს ჩემი საქმეა

Home აქეთურ-იქითური ჰასან, ეს ჩემი საქმეა
ჰასან, ეს ჩემი საქმეა

Mateus kritikuje Salihamidžića: Nema te nigdeლოთარ მათეუსმა „ბაიერნის“ უკანა ხაზის ფეხბურთელები გააკრიტიკა, „ბოხუმთან“ რაც გააკეთეს (მიუნხენელებმა 2:4 წააგეს), ასე თამაში არ შეიძლებაო.

ლეგენდარული მათეუსი საფეხბურთო ექსპერტია და პირველად არ გაუკრიტიკებია მიუხენელები… მათეუსის სიტყვები კი „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს არ ესიამოვნა და მოკლედ მოჭრა:

„ჩემთვის სულერთია, ის რას იტყვის“.

მათეუსმა კი ახსნა:

„თამაშის შეფასება ჩემი, როგორც ჟურნალისტის, საქმეა. ჰასან, ნაგელსმანი და კიმიხიც ამბობდნენ, რომ გუნდმა „ბოხუმთან“ ცუდად ითამაშა. ჰასანის ასეთი რეაქცია ცხადყოფს, რომ კრიტიკა მას აწუხებს და სიმართლეს ვერ იტანს. მან იცის, რომ სიმართლე ვთქვი“.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ