ჭდე: ლოთარ მათეუსი

Home ლოთარ მათეუსი
ბაიერნი პროვოკაციებს აწყობს
ჩანაწერი

ბაიერნი პროვოკაციებს აწყობს

ეს სიტყვები კატალონიურმა „მუნდო დეპორტივომ“ სათაურად გამოიტანა. საქმე ეხება ორი ვეტერანი გერმანელი ვარსკვლავის, „ბარიერნის“ აღმასრულებელი შეფის კარლ-ჰაინც რუმენიგესა და ლოთარ მათეუსის გამონათქვამებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ. მოგეხსენებათ, ლიგის მეოთხედფინალში წილისყრამ სწორედ „ბაიერნი“ და „ბარსელონა“ შეახვედრა ერთმანეთს. კერძოდ, რუმენიგემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ორივე გუნდის კარს გერმანელი იცავს — „ბაიერნისას“ მანუელ ნოიერი, ხოლო „ბარსელონასას“ მარკ-ანდრე...

კი მაგრამ, სანჩო? ჩანი? ვისტელი?
ჩანაწერი

კი მაგრამ, სანჩო? ჩანი? ვისტელი?

„ბაიერნმა” „დორტმუნდს” სტუმრად მოუგო 1:0. ამრიგად, გერმანიის ჩემპიონის ვინაობა სავარაუდოდ გარკვეულია. მასპინძლებს რომ ეჯობნათ გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულა იქნებოდა, ახლა კი შვიდია და ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტური დარჩა. რაღამ უნდა დააბრკოლოს მიუნხენის გუნდი, რომელიც ყველა მეტოქეს სჯობს? ბუნდესლიგის მთავარ შეხვედრაში დორტმუნდელთა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა ჯეიდონ სანჩო, რაც არა მარტო ქომაგების,...

კარიუსს ყოველთვის წამოაძახებენ
ჩანაწერი

კარიუსს ყოველთვის წამოაძახებენ

ოლივერ კანი შიშობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ „ლივერპულის” 24 წლის მეკარეს, მის თანამემამულეს, გერმანელ ლორის კარიუსს შეიძლება კარიერა დაუნგრიოს. ვეტერანმა გოლკიპერმა ZDF-თან ინტერვიუში თქვა: „სიტყვებიც კი ვერ შემირჩევია. არ მაგონდება მეკარეს იმაზე დიდი კოშმარი გადახდენოდეს, კარიუსს რომ გადახდა ამ ფინალში. ერთმა ასეთმა საღამომ შეიძლება მთელი კარიერა დაამსხვრიოს”. მართლაც, ლორის კარიუსმა ისეთი...

თუ ვინმეს უნდა, გაყიდეთ!
ჩანაწერი

თუ ვინმეს უნდა, გაყიდეთ!

წარსულში დიდმა გერმანელმა ვარსკვლავმა ლოთარ მათეუსმა „შპორტ ბილდისთვის” მიცემულ ინტერვიუში „ბაიერნის” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა გააკრიტიკა. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა რეკორდმაისტერს მისი გაყიდვაც კი ურჩია. „ერთი ხანია მნიშვნელოვან შეხვედრებში ტიაგო საკვანძო როლს ვეღარ თამაშობს. მისი თამაში მაინც მომწონს, მაგრამ ესპანელი იმის აჩრდილია, რაც ადრე იყო. ბოლო კვირების განმავლობაში კი მან ძალიან გამიცრუა იმედი. არ ვიცი სად...

რა უნდათ გიოტცეს და შურლეს ნაკრებში?
ჩანაწერი

რა უნდათ გიოტცეს და შურლეს ნაკრებში?

გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონმა, „იუვენტუსის” ნახევარმცველმა  სამი ხედირამ მონდიალზე წასაყვანი 23 კაცის შერჩევისა და ამ სიაში მოხვედრის სირთულეებზე ილაპარაკა. „ამოცანა მხოლოდ 23 საუკეთესო მოთამაშის შერჩევა კი არ არის, ასევე მნიშვნელოვანია ერთმანეთს მათი ხასიათები და ამპლუები შეუხამო. დღეს გერმანელებს შეგვიძლია მაღალი დონის ფეხბურთელების ფართო სია ჩამოვწეროთ, მაგრამ ამ სიიდან რამდენიმე ღირსეულს ბოლოს აუცილებლად დაწყდება გული. ოთხი წელიწადი ფეხბურთში...

რა კარგია როცა ტრავმას მიიღებ
ჩანაწერი

რა კარგია როცა ტრავმას მიიღებ

„შპორტბილდი” წერს, რომ 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ლოთარ მათეუსმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი პერ მერტესაკერი „მირორში” გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკა. მერტესაკერმა, რომელიც 2011 წლიდან „არსენალშია”, წლეულს კარიერას ამთავრებს და ლონდონის კლუბში ახალგაზრდების მწვრთნელად აპირებს მუშაობას, თქვა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრება ნიადაგ სტრესისგან შედგება. „ფეხბურთელობა ფიზიკური და მენტალური სტრესია. გართობა არ არსებობს. ყველაფერი „თუ”-ს და „მაგრამ”-ის...

finito Gigi
ჩანაწერი

finito Gigi

ლეგენდა დამთავრდა! შვედეთთან ვერმოგებული პლეი ოფის საპასუხო შეხვედრის შემდეგ იტალიის ნაკრების უდიადესი მეკარის ჯან ლუიჯი ბუფონის სანაკრებო კარიერა დამთავრდა! „ ეს ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩი იყო. ძალიან სამწუხაროა“, – შვედეთთან მატჩის შემდეგვე თქვა ჯიჯი ბუფონმა. არადა, რა ახლოს იყო მისთვის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი. ჩემპიონატი, რის შემდეგაც ის გერმანელი ლოთარ მათეუსისა და მექსიკელი ანტონიო კარბახალის რეკორდს...