ჭდე: ვიქტორ ოსიმენი

Home ვიქტორ ოსიმენი
მილანში უხარიათ…
ჩანაწერი

მილანში უხარიათ…

სანაკრებო პაუზის დროს „ნაპოლისთვის“ კარგი ამბავი ვერ მოხდა – ნიგერიის ნაკრების შეკრებიდან ნეაპოლელთა მთავარი დამრტყმელი ძალა ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებული დაბრუნდა და შესაძლოა, „მილანთან“ სამივე მატჩი (ერთი სერია A-ში, ორი ჩემპიონთა ლიგაში) გამოტოვოს. ნიგერიელმა ფორვარდმა სანაკრებო შეკრების დროს კუნთი დაიზიანა, ტრავმის სიმძმე ზუსტად მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, როდესაც მას საფუძვლიანად გამოიკვლევენ, მანამდე კი ლუჩანო სპალეტის გუნდს...

კაპელო ნაპოლისა და მილანის მოახლოებულ სამ დაპირისპირებაზე
ჩანაწერი

კაპელო ნაპოლისა და მილანის მოახლოებულ სამ დაპირისპირებაზე

„მილანის”, „რომას”, „იუვენტუსის” და „რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ „ნაპოლისა” და „მილანის” მოახლოებულ სამ დაპირისპირებაზე ილაპარაკა. „ჩემპიონთა ლიგის მატჩები სერია A-ს შეხვედრისგან განსხვავებული იქნება. ისინი ორივე გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სერა A-ს თამაში, რადგან იტალიის ჩემპიონატი დამთავრებულია: „ნაპოლის” შეუძლია წამყვანი ფეხბურთელები დაასვენოს კიდეც. ლიგაში კი ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი: ბრაზი, თავდადება, შემდეგ ეტაპზე გასვლის წყურვილი....

ნეაპოლში ყველგან ფეხბურთია
ჩანაწერი

ნეაპოლში ყველგან ფეხბურთია

ნეაპოლში სიგიჟე იწყება. უფრო სწორედ დაიწყო და ეს ყველაფერში იგრძნობა. საქმე იქამდეა მისული, რომ მოსახლეობა ჩვეულებრივ ლატარეაში, რომელსაც ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს, ფეხბურთელების ნომრებს წერს (თუ ხაზავს). ყველაზე პოპულარული რიცხვები რომლებია? ამას რა დიდი მიხვედრა უნდა: 9 და 77 — ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ნომრები. თუმცა, მათ არც „ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს...

ოსიმენმა ვენგერს უარი უთხრა
ჩანაწერი

ოსიმენმა ვენგერს უარი უთხრა

ახლოვდება ზაფხული ანუ სატრანსფერო სეზონი და ნეაპოლელ გულშემატკივარს შიში იპყრობს — ვიქტორ ოსიმენი არავინ წაართვას. არადა ფაქტია, რომ ნიგერიელი თავდამსხმელის გადაბირებას უამრავი კლუბი შეეცდება და „ნაპოლის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს დიდი ცდუნებების გაძლება მოუწევს. ამასობაში ოსიმენმა, რომელიც ეროვნული გუნდის შეკრებაზეა, გაიხსენა 2017 წელი, გერმანულ „ვოლფსბურგში” გადასვლის წინა პერიოდი: „2017-ში, გერმანიაში გამგზავრების წინ „არსენალი” მეპატიჟებოდა. პირადად არსენ...

ოსიმენმა ნიგერიელებს კვარაცხელიას გვარის სწორად გამოთქმა ასწავლა
ჩანაწერი

ოსიმენმა ნიგერიელებს კვარაცხელიას გვარის სწორად გამოთქმა ასწავლა

დღეს უკვე მთელს მსოფლიოს აინტერესებს ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. გამონაკლისი არც ნიგერიაა, რომლის ნაკრებშიც ქართველი გარემარბის თანაგუნდელი და საუკეთესო პარტნიორი ვიქტორ ოსიმენი თამაშობს. და რა უნდა ეკითხათ უცხოელებს ხვიჩას შესახებ უპირველეს ყოვლისა თუ არა მისი გვარის სწორი გამოთქმა. ქვემოთ, ვიდეოში, ვიქტორ ოსიმენი თანამემამულეებს უხსნის, რომ ხვიჩას გვარი სინამდვილეში არის კვარაცხელია, მაგრამ გუნდში მას კვარას ეძახიან....

ოსიმენი მღერის და ქველმოქმედებას ეწევა
ჩანაწერი

ოსიმენი მღერის და ქველმოქმედებას ეწევა

ვიქტორ ოსიმენი ნიგერიის ნაკრებშია, სადაც მთელი წელიწადი არ ყოფილა. „სუპერ არწივებს” აფრიკის თასის ორი შესარჩევი თამაში ელით გვინეა ბისაუსთან, 24 მარტს შინ და 27 მარტს სტუმრად. გულშემატკივრები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თავდამსხმელს გოლების იმედით შეჰყურებენ, მაგრამ „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი თავისი ერის წინაშე სხვა მოვალეობებსაც გრძნობს. მას დიდი პროექტი აქვს ჩაფიქრებული, რომლის ხორცშესხმას სამშობლოდან იწყებს. ნიგერიულ...

ვიქტორ ოსიმენის ასკეტური ცხოვრება ნეაპოლში
ჩანაწერი

ვიქტორ ოსიმენის ასკეტური ცხოვრება ნეაპოლში

„ქალაქი ნიღბებში”, — ასე ჰქვია Sportweek-ის რეპორტაჟს ნეაპოლიდან. „ლა გაძეტა დელო სპორტის” ყოველკვირეული დამატება „ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ჩვეულებრივ დღეზე გვიყვება — სად ცხოვრობს, ყველაზე ხშირად რომელ რესტორანში დადის, ვინ არის მისი დალაქი. ქალაქში მას მურალი მიუძღვნეს. ოსიმენი თავის პარტნიორ სტეფანისა და ქალიშვილ ჰეილისთან ერთად პოსილიპოს გორაზე, ვიალე კოსტაში ცხოვრობს. ეს არის წყნარი, მწვანეში...

გოლი+პასი და პირველი, დიეგოს შემდეგ…
ჩანაწერი

გოლი+პასი და პირველი, დიეგოს შემდეგ…

სერია A-ში მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა „ნაპოლიმ“, რომელმაც სტუმრად „ტორინოს“ 4:0 მოუგო. ხვიჩამ მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა – გაიტანა მის მიერვე მოპოვებული პენალტი, დიდი როლი ითამაშა ოსიმენის მეორე გოლში (ქუსლით შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ოლივერას, ვის პასსაც ოსიმენის გოლი მოჰყვა), ბოლოს კი კვარამ ტანგი ნდომბელესაც გაატანინა. ხვიჩას სერია A-ში 12 გოლი და 10 საგოლე პასი დაუგროვდა,...

ახალი მურალი ნეაპოლში: კვარა და ოსი
ჩანაწერი

ახალი მურალი ნეაპოლში: კვარა და ოსი

მურალი: კედლის მხატვრობა, ფრესკა; მონუმენტური ფერწერა — ასე წერია უცხო სიტყვათა ლექსიკონში. მურალი აერთიანებს ფრესკას, გრაფიტის, მოზაიკას და სხვას. ჩვენთვის, ქართველებისთვის ფრესკა ისტორიულად არის ცნობილი, ტაძრებში ჯერ კიდევ როდინდელი შედევრები გვაქვს, კედლის მხატვრობის სხვა ფორმები კი ახლა იმკვიდრებს ფეხს. ნეაპოლში ასე არ არის. ნეაპოლი აგერ უკვე 30 წელზე მეტია დიეგო მარადონას მურალებით არის გადავსებული და...

ოსიმენი მომავალზე ალაპარაკდა
ჩანაწერი

ოსიმენი მომავალზე ალაპარაკდა

„ნაპოლის” ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, ნეაპოლიტანურ კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ შეხვდება საკუთარ აგენტებს, ასევე კლუბის ხელმძღვანელობას და ერთად გამონახავენ საუკეთესო გამოსავალს. შეგახსენებთ, რომ იტალიელებთან ვიქტორის მოქმედ კონტრაქს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება. „არ ვიცი, რა მელის მომავალში. სეზონის ბოლოს შევხვდები ჩემს წარმომადგენლებს და განვიხილავ ყველაფერს. ასევე ვაპირებ კლუბის უფროსობასთან საუბარს. „ნაპოლის” დიდად...