იტალიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის წინააღმდეგ — კვირას „მარადონაზე” „ნაპოლი” – „ინტერია”. ლუჩანო სპალეტის „აძური”, რომელმაც ტრიკოლორი სეზონის დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე შემოიხვია, ეთამაშება სიმონე ინძაგის „ნერაძურის”, რომელმაც სამშაბათს ნახევარფინალში „მილანი” დაამარცხა. „ილ მატინო” წერს, რომ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, კვირის შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა მხოლოდ მილანელებისთვის აქვს — ფინალში „მანჩესტერ სიტისთან” წაგების შემთხვევაში ხომ უნდა მოიპოვონ...
ჭდე: ვიქტორ ოსიმენი
ეტყობოდა, რომ წაგებას ვერ ეგუებოდა
„ნუთუ გუშინდელს მერე არავის გაგიჩნდათ „ნაპოლისთვის” ლოცვის სურვილი? ეს გუნდი ხომ ბოლო დროს ამუხრუჭებს და ამუხრუჭებს. მონცაში იტალიის ჩემპიონი გაზარმაცებული და უზუსტო იყო. თუმცა, როგორ გინდა არ გშთანთქას იმ კლიმატმა, რომელიც გარშემო მეფობს. მერედა, თავად თამაში იყო იმდენად არაფრისმომცემი, რომ სპალეტიმ მეორე შემადგენლობის ფეხბურთელებს დაუთმო ასპარეზი” — წერს ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო”, მაგრამ იქვე დასძენს,...
რეკორდს რეკორდზე ამხობს
„ნაპოლიმ” „ფიორენტინას” ვიქტორ ოსიმენის გატანილი პენალტის წყალობით მოუგო, მაგრამ ამ შემთხვევაში გვინდა თქვენი ყურადღება გუნდზე კი არა, ფეხბურთელზე გავამახვილოთ. ნიგერიელმა ახალი რეკორდი დაამყარა. მან ლეგენდარულ ჯორჯ ვეას, ამჟამად ლიბერიის პრეზიდენტს აჯობა — სერია A-ში ამდენი გოლი სხვა აფრიკელ ფეხბურთელს არ გაუტანია. 24 წლის თავდამსხმელს „აძურის” ფორმით ჩატარებულ 79 შეხვედრაში 47 გოლი აქვს გატანილი. ვეას რეკორდი 23...
ოსიმენმა ჟელინსკის პენალტი სთხოვა
ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ში ოცდამესამე გოლი გაიტანა. ეს მოხდა „ფიორენტინასთან” შეხვედრაში, პენალტით, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დაინიშნა. ნიგერიელის დარტყმამ „ნაპოლის” გამარჯვება მოუტანა, თუმცა მანამდე ოსიმენს კიდევ ჰქონდა ერთი გოლის გატანის შესაძლებლობა, ისიც პენალტით, რომელიც ფლორენციელთა მეკარემ პიეტრო ტერაჩიანომ მოიგერია. „ჟელინსკის ვთხოვე მეორე პენალტის დარტყმა ჩემთვის დაეთმო. მინდოდა შეცდომა გამომესწორებინა, — თქვა ოსიმენმა, შემდეგ კი დასძინა,...
გამოუშვით ინტერი
„მილანის“ მცველმა ფიკაიო ტომორიმ, გუნდის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა. გუშინ, 18 აპრილს, ტურნირის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მილანმა“ და „ნაპოლიმ“ ფრედ ითამაშეს (1:1). ტომორის გუნდმა ჯამში 2:1 გაიმარჯვა. „ისეთი დაღლილი ვარ, ხვალინდელ „ინტერ“ – „ბენფიკას“ მეოთხედფინალს დივანზე მაღლა ფეხებდაწყობილი ვუყურებ. გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით. ახლა შეგვიძლია დავისვენოთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა „ინტერთან“...
ოსიმენი ბაიერნში?
„ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენი, შესაძლოა, ამ ზაფხულს მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდეს. „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა 24 წლის თავდამსხმელით აღფრთოვანებულია და ამის შესახებ ფეხბურთელის წარმომადგენლებმა და თავად ოსიმენმაც იციან. ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა მომდევნო რამდენიმე კვირაში დაიწყოს. გადასვლას მხოლოდ ნიგერიელის მაღალი ფასი და „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის სურვილი თუ შეუშლის ხელს. ოსიმენმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა...
კვარას ცენტრალურ თავდამსხმელად ვარაუდობენ
ვიქტორ ოსიმენის ჯანმრთელობა ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. ლუჩანო სპალეტის გეგმა „ბ” აქვს მოსაფიქრებელი. ფაქტია, რომ „მილანთან” შეხვედრისთვის ნიგერიელი გუნდთან ერთად არ მომზადებულა, მოედანზე თუ დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. მორიგი ტრავმისგან თავის დაზღვევის მიზნით ინდივიდუალურად ვარჯიშობდა ახლახან გამოჯანმრთელებული ჯაკომო რასპადორიც, ჯოვანი სიმეონე კი თერაპიული მკურნალობის კურსს გადის და ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ნამდვილად ვერ ითამაშებს. ამრიგად, „ლა...
ოსიმენი: ლიგისთვის მზად ვიქნები
ვიქტორ ოსიმენი ამბობს, რომ „ნაპოლიდან” წასვლა არ უნდა. ამის შესახებ მან Tg5-ის მიკროფონების წინაშე ილაპარაკა. იმავე ინტერვიუში ნიგერიელმა ტრავმაც ახსენა. „ნაპოლის” გულშემატკივართა დამშვიდება სცადა. „სერიოზული არაფერია. შევეცდები 10-12 დღე ჯანმრთელობის აღსადგენად საუკეთესოდ გამოვიყენო. იმედი მაქვს და საკუთარ თავსაც ვარწმუნებ, რომ „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის მზად ვიქნები”, — თქვა თავდამსხმელმა. ოსიმენს სკუდეტოც უხსენეს. მან უპასუხა: „ყველა...
პარი სენ ჟერმენმა ოსიმენს შეუტია
„პარი სენ ჟერმენს” ვიქტორ ოსიმენის ყიდვა სერიოზულად ჰქონია გადაწყვეტილი. თურმე, პარიზული კლუბის წარმომადგენლები ნიგერიელის აგენტებს უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ, მაგრამ მთავარი დაბრკოლება „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისია, რომელიც თავდამსხმელს თუ გაყიდის, 100 მილიონ ევროს ცენტს არ დააკლებს. ამის შესახებ RMC Sport წერს და მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ ზოგიერთ დეტალსაც ხდის ფარდას. „პარი სენ ჟერმენის” პირველი ნაბიჯი თავად ფეხბურთელის...
დე ლაურენტისი: კვარაცხელია? ნუ ჩავეფლობით ფულის ვულგარულ ჭაობში
დღეს, „ნაპოლის” პრეზიდენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ნიგერიელი თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის ტრავმაა და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მემარჯვენე სახალხო პარტიის „ლეგას” თავყრილობიდან გამოსულ აურელიო დე ლაურენტისს ჟურნალისტებმა უპირველეს ყოვლისა მის შესახებ ჰკითხეს. დე ლაურენტისმა უპასუხა: „ოსიმენი შესაძლოა რამდენიმე კვირით გამოგვაკლდეს. თუმცა, უკეთესის იმედით ვიყოთ”. „აძურის” პრეზიდენტს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებაზეც ჰკითხეს. მისი პასუხი აცდენილი იყო იმასთან,...









