„რაი სპორტის” ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ჩირო ვენერატომ გადაცემა La Domenica Sportiva Estate-ში „ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის მომავალზე ილაპარაკა: „გასულ პარასკევს ჩვენ ვთქვით, რომ რომში გაიმართა აურელიო დე ლაურენტისის პირველი შეხვედრა აგენტ რობერტო კანდელასთან, რომელსაც ფეხბურთელი მეორე მამად მიიჩნევს. ეს შეხვედრა FilmAuro-ში შედგა და ორი საათი გაგრძელდა. მის შესახებ ყველამ დაწერა. როგორც ოსიმენის...
ჭდე: ვიქტორ ოსიმენი
ბეტო მომავალი ოსიმენი?
სატრანსფერო სეზონზე „ნაპოლი” შემადგენლობის რევოლუციურ გარდაქმნას არ აპირებს, მაგრამ უკვე ბევრჯერ დაიწერა, რომ სარფიანი წინადადების შემთხვევაში იტალიის ჩემპიონისგან ამა თუ იმ წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა არ უნდა გაგვიკვირდეს. გუნდის მშენებლობა თუ ბიზნესი? ამ საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება კლუბის მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული, თუმცა პრეზიდენტი რომ უპირველეს ყოვლისა ძლიერი შემადგენლობის შენარჩუნებას აპირებს, ესეც ცნობილია. ბოლო...
ექვსი მილიონი ოსიმენისთვის ცოტაა
„სქაი სპორტის”-ს ცნობით, ვიქტორ ოსიმენისა და „ნაპოლის” ურთიერთობაში სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. ასეთია ფეხბურთელის აგენტის რობერტო კალენდასა და „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის შეხვედრის შედეგი. მანამდე დე ლაურენტისს ნათქვამი ჰქონდა, რომ თავდამსხმელის გაყიდვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდებოდა, თუ 150 მილიონ ევროს შესთავაზებდნენ. ახლა ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული დე ლაურენტისმა ეს თანხა გაზარდის, რითაც ტრანსფერი შეუძლებელი...
ამ დღეებში დიდ ფულს შესთავაზებენ
გუშინ, „ნაპოლის” გულშემატკივართათვის საინტერესო ამბავი გავრცელდა ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით. როგორც spazionapli წერს, არ არის გამორიცხული ბევრი რამ შეიცვალოს. 31 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირმა ბუნებრივია მსხვილი ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთი ამ კლუბთაგანი გახლავთ „პარი სენ ჟერმენი” რომელმაც ლეო მესი აშშ-ის „ინტერ მაიამიში” გაუშვა და ახლა ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. „პარკ დე პრენსის” ბოსებმა თვალი ოსიმენს...
დე ლაურენტისი და ოსიმენის აგენტი ორ საკითხს გაარკვევენ
ვიქტორ ოსიმენის მომავალი „ნაპოლისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია — მასზე დიდად არის დამოკიდებული, როგორ „აძურის” ვნახავთ მომავალ სეზონში. გადაწყდა, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და ფეხბურთელის აგენტი რობერტო კალენდა რამდენიმე დღეში შეხვდებიან ერთმანეთს და ორ საკითხს გაარკვევენ: „ნაპოლის” მოთხოვნებს და სატრანსფერო შემოთავაზებებს. ამის შესახებ „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ პროგრამა Calciomercato l’Originale-ში ილაპარაკა. მისი თქმით,...
იტალიურ პრესაში გაჟონა: ოსიმენს გალტიეზე უთქვამს…
ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის” ხელმძღვანელობას კრისტოფ გალტიეს მწვრთნელად დანიშვნა არ ურჩია. ეს ინფორმაცია იტალიურმა პორტალმა Foot Mercato-მ გაავრცელა. ცხადია, ლაპარაკია კულუარულ ამბავზე, თორემ ნიგერიელს ფრანგის წინააღმდეგ საჯაროდ არსად არაფერი უთქვამს. მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. მას მერე, რაც გუნდი ლუჩანო სპალეტიმ დატოვა, მედიაში ათასი გვარი ტრიალებს. „აძურის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ახალ...
ხვიჩა სეზონის სიმბოლურში
ESPN-მა სერია A-ს სიმბოლურ ნაკრები შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. რა გასაკვირია, რომ რჩეულთა შორის უმეტესობა (5 ფეხბურთელი) ჩემპიონი გუნდიდან გახლავთ. „ნაპოლიდან“ ხვიჩას გარდა სიმბოლურში ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ-ჯე, სტანისლავ ლობოტკა და ვიკტორ ოსიმენი მოხვდნენ, საუკეთესო მწვრთნელად კი ნეაპოლელთა დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი დასახელდა. სერია A-ს სიმბოლრი ნაკრები ESPN-ის მიხედვით: მეკარე: ივან...
პრეზიდენტი ოსმენის ხელფასზე ფიქრობს
„ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება სურს. მის სახელს ასევე პსჟ-ს, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ უკავშირებენ. ნეაპოლელები ნიგერიელთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას შეეცდებიან. კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, ოსიმენთან უკეთესი პირობებით ხელშეკრულების გაგრძელების ვარიანტს რამდენიმე დღეა ინტენსიურად განიხილავს. ახლა ოსიმენი „ნაპოლიში“ ხელფასად წელიწადში 4,5 მილიონ ევროს იღებს. გარდა ამისა, დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტში გასაყიდ ფასად...
კიდევ ერთი ოსიმენი
ნეაპოლში ვიქტორ ოსიმენს ახალი მურალი უძღვნეს. ის მხატვარმა რაფო არტმა იმ დასახლებაში შეასრულა, რომელსაც ბაკოლის უწოდებენ და ცენტრიდან 15 კილომეტრშია. ნიგერიელი ნეაპოლელი გულშემატკივრის კერპია, რომელმაც საჩემპიონო სეზონში „სტადიო დიეგო მარადონაზე” ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. კედელზე ოსიმენი ვეზუვის ფონზეა გამოსახული. კომპოზიციას რასაკვირველია ამშვენებს ფარი ციფრით სამი, რაც „აძურის” მიერ მოგებული სკუდეტოების რაოდენობას ნიშნავს. რაფო არტმა ერთი...
რა გინდოდა ვიქტორ ბერლინში?
გუშინ დილით ვიქტორ ოსიმენი ბერლინში ნახეს. რას ნიშნავს ეს? საერთოდ, როდესაც ოსიმენს და გერმანიას ერთად ახსენებენ, „ბაიერნს” გულისხმობენ. არ არის გამორიცხული, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი გერმანიის დედაქალაქში მიუნხენელებთან მოსალაპარაკებლად ჩასულიყო, თუმცა „ბილდი” წერს, რომ მან შესაძლოა უბრალოდ გაისეირნა. საინტერესო ფაქტია, რომ ვიქტორის პარტნიორი სტეფანი ვოლფსბურგელია და ცდილობს თავისი შეყვარებული საცხოვრებლად გერმანიაში გადაიყვანოს, სადაც მშობლებთან ახლოს იქნება....









