ვიქტორ ოსიმენის მომავალი „ნაპოლისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია — მასზე დიდად არის დამოკიდებული, როგორ „აძურის” ვნახავთ მომავალ სეზონში. გადაწყდა, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და ფეხბურთელის აგენტი რობერტო კალენდა რამდენიმე დღეში შეხვდებიან ერთმანეთს და ორ საკითხს გაარკვევენ: „ნაპოლის” მოთხოვნებს და სატრანსფერო შემოთავაზებებს.
ამის შესახებ „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ პროგრამა Calciomercato l’Originale-ში ილაპარაკა. მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაირკვეს, რა თანხებზეა საერთოდ ლაპარაკი. თუკი დე ლაურენტისი ოსიმენში 150 მილიონ ევროს ითხოვს, მან უნდა იცოდეს, რომ ნიგერიელს ბევრი მთხოვნელი არ ეყოლება. და კიდევ:
„პრეზიდენტმა ჯერ თავად უნდა გაარკვიოს რა დაუჯდება ოსიმენთან კონტრაქტის გაგრძელება. რად უნდა ლაპარაკი, რომ ფეხბურთელის ჯამაგირი დე ლაურენტისის გაზრდილი მოთხოვნის პროპორციული უნდა იყოს”, — თქვა დი მარციომ.
ოსიმენის ახლანდელ ხელშეკრულებას 2025 წლამდე აქვს ძალა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/10/2026 | 11:15მამარდა მათ მოსაწონს ვერაფერს აკეთებს
სიახლეები07/10/2026 | 09:23ჟეზუშმა რონალდუ ტყუილად არბენინა
მთავარი ამბავი07/10/2026 | 07:20დამშვიდობება დიადთან
სიახლეები06/10/2026 | 08:49უნგრეთს გაუმართლა
