„ნაპოლი” ვიქტორ ოსიმენთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს კასტელ დი სანგროში გააგრძელებს. გაირკვა, რომ ნიგერიელს ხელმოწერის გაჯანჯლება მეგობრებმა და ნათესავემბა ურჩიეს. მათ მიაჩნიათ, რომ ის გაცილებით დიდი ხელფასის ღირსია და შეუძლია კიდეც გადავიდეს კლუბში, სადაც მეტს გადაუხდიან. ფაქტია, რომ „პარი სენ ჟერმენს” „ნაპოლისთვის” ოსიმენთან დაკავშირებით არ მიუმართავს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პარიზელებმა „პარტენოპეელთა” ზურგსუკან თავად ნიგერიელს...
ჭდე: ვიქტორ ოსიმენი
ოსიმენის, ლობოტკას და მარიო რუის ჯანმრთელობის შესახებ
გუშინ „ნაპოლიმ” დიმაროში ბოლო ვარჯიში ჩაატარა და შინ დაბრუნდა. ორდღიანი დასვენების შემდეგ ფეხბურთელები 28 ივლისს კვლავ შეიკრიბებიან და კასტელ დი სანგროს მიაშურებენ. როგორც ავღნიშნეთ, „სპალთან” თამაშის შემდეგ დილას, ნეაპოლში გამგზავრებამდე, გუნდმა რუდი გარსიას ხელმძღვანელობით ივარჯიშა. ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ამ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ვიქტორ ოსიმენს. ის მოედნის კიდესთან იჯდა და მარცხენა ბარძაყზე ყინული...
ოსიმენს შეუძლია წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს
„ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შეიძლება კიდევ ერთი ჯილდოთი გამდიდრდეს. მოგეხსენებათ, მან გასულ სეზონში გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, პირადად კი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირისა და თავდამსხმელისთვის განკუთვნილი პრიზები მიიღო. და აი, ნეაპოლელთა კერპი საფეხბურთო საზოგადოება 433-ის მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზეა წარდგენილი. მას შვიდი კონკურენტი ჰყავს: „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი, „ჩელსის“ ენცო ფერნანდესი,...
დე ლაურენტისი 12 აგვისტოს იტყვის, რას უნდა ველოდოთ ამ სეზონში
დიმაროში, სადაც „ნაპოლი” სეზონისწინა შეკრებას გადის, 2023-24 წლების გუნდის ოფიციალურ პრეზენტაციაზე ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. აღტყიბენულმა ფანებმა პატარა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფეხბურთელებს ემოციური შეხვედრა მოუწყვეს. საღამო ცნობილ დიჯეის დეჩიბელ ბელინის მიჰყავდა. მან ნამდვილი საფესტივალო განწყობა შექმნა. მომენტი, რომელსაც ქომაგები მოუთმენლად ელოდნენ სცენაზე ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას ასვლა იყო. ფრანგმა სპეციალისტმა გულთბილი შეხვედრისთვის მადლობა გადაიხადა და დასძინა:...
ოსიმენი და ბიჭები ჩავიდნენ
დიმაროში „ნაპოლი” სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ, იტალიურმა საიტებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ „აძურის” ვიქტორ ოსიმენი შეუერთდა. ნიგერიელს ლეგიონერთა მცირე ჯგუფის მსგავსად, ძირითად ბირთვთან შედარებით რამდენიმე დღით მეტი დასვენების უფლება მისცეს. იმავე დღეს, თავდამსხმელის აგენტი რობერტო კალენდა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. სანამ ისინი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირისა და თავდამსხმელის მომავალზე მსჯელობდნენ, ნიგერიელს ასობით გულშემატკივარმა გულითადი...
ოსიმენს თვით მოურინიუ გამოელაპარაკა
ნიგერიულ Soccernet-თან ინტერვიუში „ნაპოლის” თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „რომას” წინააღმდეგ 29 იანვარს ჩატარებული შეხვედრა და ჟოზე მოურინიუსთან გამოლაპარაკება გაიხსენა. შეხვედრა 2:1 დასრულდა. ნეაპოლელთაგან გოლები გაიტანეს ოსიმენმა (ხვიჩა კვარაცხელიას პასით) და ჯოვანი სიმეონემ (პიოტრ ჟელინსკის პასით), ხოლო „ჯალოროსის” გოლი სტეფან ქარიმ ელ შაარავიმ ჟელინსკის თანამემამულის ნიკოლა ზალევსკის პასით შეაგდო. „უცებ ვიღაცამ მაჯაში ჩამავლო ხელი, კინაღამ მომტეხა. ეს...
ტიტულომანი ყოველ დილით ღიმილით იღვიძებს
ნიგერიის ნაკრებისა და „ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი Soccernet.ng-ს თავის ამბიციებზე და 2022-23 წლების საოცარ სეზონზე ელაპარაკა. 24 წლის ფორვარდმა ნეაპოლელთა საჩემპიონო სეზონში, სერია A-ში 26 გოლი გაიტანა. ყველა შეჯიბრებაში ერთად მან 31-ჯერ შეაგდო. ის დაასახელეს სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად. როგორც ნიგერიული პორტალი წერს განსაკუთრებით საამაყოა, რომ Transfermarkt-მა ის 120 მილიონ ევროდ შეაფასა, რაც იმას ნიშნავს, რომ...
ორასიმენი
დღე არ გავა იტალიურ მედიაში ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით რამე ახალი ან გადამღერებული ძველი არ დაიწეროს. ცალკე თემაა „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მადა. ამასთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია გუშინ „სქაი სპორტმა” გაავრცელა. მან თქვა, რომ დე ლაურენტისისა და ოსიმენის აგენტის რობერტო კალენდას ბოლო შეხვედრისას „პარტენოპეელთა” მეპატრონემ 200(!) მილიონი ევრო მოითხოვა. მიაქცევდით ყურადღებას, რომ ეს თანხა ადრე...
რატომ აღარ უნდა ბაიერნს ოსიმენი
გერმანელმა ჟურნალისტმა და DAZN-ის კომენტატორმა კარსტენ ფუსმა areanapoli-ს უამბო: „ბაიერნი” „ტოტენჰემისგან” ჰარი კეინის ყიდვას აპირებს. გერმანული კლუბის მენეჯმენტი ჯერ ინგლისელი თავდამსხმელის მამასა და ძმას, შემდეგ კი თავად ფორვარდს შეუთანხმდა. კეინმა თქვა, რომ ბუნდესლიგაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ტრანსფერი რომ შედგეს, კლუბებს შორის შეთანხმებაა საჭირო. მიუნხენელთა პირველ შეთავაზებაზე ლონდონელებმა უარი თქვეს და ახლა მეორე, გაუმჯობესებულ წინადადებას...
დე ლაურენტისის ახალი იდეა
„ნაპოლიში” ცხელი დღეებია. ახლოვდება ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის პერიოდი და კლუბი ცდილობს ახალ მწვრთნელს რუდი გარსიას რაც შეიძლება კარგი შემადგენლობა მოუკრიბოს. თუმცა, პირველი, რაც ნეაპოლელთა სატრანსფერო აქტივობაში გამოიკვეთა, ყიდვა კი არა, გაყიდვაა. კორეელი ცენტრალური მცველი კიმ მინ-ჯაე სავარაუდოდ „ბაიერნში” გადადის. მიუნხენის კლუბი მზად არის მის გამოსასყიდად დაწესებული 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ცნობისათვის, კიმის გამოსასყიდი თანხა 15...









