ჭდე: ვიქტორ ოსიმენი

Home ვიქტორ ოსიმენი
დე ლაურენტისი ხელმომჭირნე კაცია
ჩანაწერი

დე ლაურენტისი ხელმომჭირნე კაცია

იტალიის ჩემპიონმა „ნაპოლიმ” გასულ ზაფხულს თავისი ფეხბურთელების სია დიდად არ შეცვალა და ლოზუნგით „ერთს გავუშვებ, ერთს მოვიყვან” სახელფასო ფინდი არათუ შეინარჩუნა, არამედ ამ მომენტისთვის შემცირებულიც კი აქვს. ასეთი გახლავთ კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისისა და მისი დამხმარეების, „სატრანსფერო ბაზრის” უსტაბაშის მიქელისა და ახალი დირექტორის მელუსოს პოლიტიკა. მნიშვნელოვანი იყო კიმისა და ლოსანოს გაყიდვა. ნდომბელეს და ბერეშინსკის...

ოსიმენს ანტი-იუვეს უმატებენ, კვარას საქმე კი გასარკვევია
ჩანაწერი

ოსიმენს ანტი-იუვეს უმატებენ, კვარას საქმე კი გასარკვევია

„ნაპოლის” გუნდის დაკომპლექტების პერიოდი უდგას. ბოლო დღეებში საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა დანიელი იესპერ ლინდსტრომი, რომელიც „აძურიმ” „აინტრახტისგან” იყიდა. იმავდროულად კლუბი „ეინდჰოვენში” ყიდის ირვინგ ლოსანოს და ამ აჟიოტაჟში თითქოს ყველას გადაავიწყდა, რომ ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტს წერტილის დასმა სჭირდება. „ილ მატინო” წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ნიგერიელ თავდამსხმელს გამზადებულ ხელშეკრულებაში ახალი პუნქტის შეტანა მოსთხოვა. მთავარი ანუ ხელფასის...

ოსიმენი ევრობომბარდირთა ლიდერია
ჩანაწერი

ოსიმენი ევრობომბარდირთა ლიდერია

ვიქტორ ოსიმენმა ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში „ფროზინონეს” კარში ორი გოლი გაიტანა. ასეთი ეფექტური სტარტი ევროპის ხუთ ტოპ-ლიგაში შეიძლება ითქვას, რომ თავდამსხმელთაგან არავის ჰქონია. ნიგერიელმა, რომელიც ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო მას-მედიის მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო, კვლავ აალაპარაკა ხალხი. ოსიმენმა „ნაპოლის” პირველ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და ინდივიდუალური შედეგითაც ბრწყინავს. სანამ „ძურისთან” ახალ კონტრაქტს ელოდება, სერია...

ოსიმენს 10 მილიონს გადაუხდიან
ჩანაწერი

ოსიმენს 10 მილიონს გადაუხდიან

ამჯერად ყველაფერი თანხმდება — ვიქტორ ოსიმენი და „ნაპოლი” ხელშეკრულების განახლებასთან ერთ ნაბიჯში არიან. რომაული „კორიერე დელო სპორტის” ცნობით გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელი „პარტენოპეელებთან” 2026 წლის ზაფხულამდე ითანამშრომლებს, ხელფასი კი მნიშვნელოვნად გაეზრდება — სეზონში 10 მილიონ ევროს გადაუხდიან. კონტრაქტში შეიტანენ გამოსყიდვის პუნქტსაც. ერთადერთი, რაც სადღეისოდ შეთანხმებას აკლია, ოფიციალური სახის მიცემაა და ესეც ერთ-ორ დღეში...

ნაპოლის ბოლო ამხანაგური თამაში
ჩანაწერი

ნაპოლის ბოლო ამხანაგური თამაში

„ნაპოლიმ” ზაფხულის ბოლო ამხანაგური შეხვედრაც მოიგო — კვიპროსის „აპოლონთან”, 2:0. გოლები მეორე ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი სიმეონემ გაიტანეს. მატჩის შემდეგ მეორე გოლის ავტორმა, სოციალურად აქტიურმა სიმეონემ ინსტაგრამზე დაწერა: „პრე-სეზონი დასრულდა, ჩვენ მზად ვართ!!! მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში დაგვეხმარა! Forza Napoli Sempre”. მოედანს დაუბრუნდა „ჟირონასთან” დაშავებული ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც არც გოლი გაუტანია და არც...

ორსი: თუ ოსიმენი დარჩება, ნაპოლი ფავორიტი იქნება
ჩანაწერი

ორსი: თუ ოსიმენი დარჩება, ნაპოლი ფავორიტი იქნება

ფერნანდო, იგივე ნანდო ორსი ყოფილი მეკარეა, რომელიც 20 წლის განმავლობაში იცავდა „სიენას”, „პარმას”, „ლაციოს” (ორჯერ, სხვადასხვა დროს) და „არეცოს” კარს. მან Radio Marte-ს მისცა ინტერვიუ, სადაც „ნაპოლის” შესახებ ილაპარაკა. კითხვაზე, რას ფიქრობს იტალიის ჩემპიონთა ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას შესახებ, ორსიმ უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, რომ მან იგრძნო — გასახდელში მთლად კარგად არ არის საქმე. სატრანსფერო ვითარება ფერებს კიდევ...

ოსიმენი ისევ სამკურნალოა
ჩანაწერი

ოსიმენი ისევ სამკურნალოა

ამ ზაფხულს „ნაპოლის” არ უმართლებს — იტალიის ჩემპიონის რიგებში ხშირი ტრავმიანობაა. ვიქტორ ოსიმენი უკვე მეორედ დაშავდა. რამდენიმე დღის წინ 24 წლის ნიგერიელი კუნთს ტრავმას მკურნალობდა, რის გამოც „აუგსბურგთან” ამხანაგური თამაში გამოტოვა, გუშინ კი მარჯვენა კოჭთან მყესები დაიზიანა. ოსიმენმა ფეხი „აძურის” ახალ შენაძენთან, ბრაზილიელ ნატანთან შეჯახების გამო მიიღო. ეს ორმხრივი თამაშის დროს მოხდა. ფორვარდმა, რომელიც საუდელ...

ნიგერიიდან აფეთქების ხმა გაისმა
ჩანაწერი

ნიგერიიდან აფეთქების ხმა გაისმა

არაბული სირენები მთელს ევროპაში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის. მრავალმილიონიანი კონტრაქტები მხოლოდ კარიერის ბოლოში გასულ ფეხბურთელებს არ ხიბლავთ, ის საუკეთესო წლებში მყოფ ტოპ-მოთამაშეებსაც აცდუნებს. ამჯერად ვიქტორ ოსიმენზე მოგახსენებთ, რომელიც დე ლაურენტისმა ერთი თვის წინ თითქოს მიახრახნა თავის კლუბს, როდესაც თქვა, რომ 200 მილიონ ევროზე ნაკლებ შემოთავაზებას ყურსაც არ დაუგდებდა. ამ თანხაზე კი ერთი ევროპული...

გიჟური წინადადება საუდის არაბეთიდან
ჩანაწერი

გიჟური წინადადება საუდის არაბეთიდან

ინფორმაცია, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო ფრანგულმა „ეკიპმა” გაავრცელა, შემდეგ კი იგივე თავის წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანულმა „სქაი სპორტმაც” თქვა: საუდის არაბეთის კლუბი „ალ ჰილალი” მზად არის ვიქტორ ოსიმენს სეზონში 60 მილიონი ევრო შესთავაზოს, რაც ინგლისელების ენაზე, დაახლოებით კვირაში ერთი მილიონი გირვანქაა. იმავდროულად, ხსენებული გამოცემები დასძენენ, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელს 150 მილიონზე ნაკლებად არსად...

ოსიმენი ყველაზე დიდ ხელფასს დათანხმდა
ჩანაწერი

ოსიმენი ყველაზე დიდ ხელფასს დათანხმდა

ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან” შეთანხმებას მიაღწია. როგორც Areanapoli.it-ის სარედაქციო საბჭომ შეიტყო, საკითხი გუშინ საღამოს მოგვარდა. ნიგერიელი თანახმაა გააგრძელოს თანამშრომლობა კლუბთან, რომლის წყალობითაც ის მსოფლიოში ცნობილ ფორვარდად იქცა. „პარტენოპეელთა” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის საკითხზე საგანგებო ჯგუფთან და კონტრაქტების სპეციალისტ ანდრეა კიაველისთან ერთად მუშაობდა. ფეხბურთელის მხარეს აგენტი რობერტო კალენდა ხელმძღვანელობდა. ოფიციალური ინფორმაცია ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ჯერ არ...