ამ ზაფხულს „ნაპოლის” არ უმართლებს — იტალიის ჩემპიონის რიგებში ხშირი ტრავმიანობაა. ვიქტორ ოსიმენი უკვე მეორედ დაშავდა. რამდენიმე დღის წინ 24 წლის ნიგერიელი კუნთს ტრავმას მკურნალობდა, რის გამოც „აუგსბურგთან” ამხანაგური თამაში გამოტოვა, გუშინ კი მარჯვენა კოჭთან მყესები დაიზიანა.
ოსიმენმა ფეხი „აძურის” ახალ შენაძენთან, ბრაზილიელ ნატანთან შეჯახების გამო მიიღო. ეს ორმხრივი თამაშის დროს მოხდა.
ფორვარდმა, რომელიც საუდელ არაბთა კლუბის „ალ ჰილალის” რადარებშია და მათთან გადასვლის შემთხვევაში დიდძალ ხელფასს მიიღებს, თამაში შეწყვიტა, ნატკენ კოჭზე ყინული დაიდო და ექიმების ფუსფუსის ობიექტი გახდა.
საბედნიეროდ, „ნაპოლის” სამედიცინო სტაფი იტყობინება, რომ გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელს მხოლოდ რამდენიმე დღე გაუცდება. პირველი ტურის შეხვედრაში „ფროზინონესთან” ის ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/10/2026 | 08:47ესპანეთის ნაკრებს ფაბიან რუისიც გამოაკლდა
აქეთურ-იქითური04/10/2026 | 08:26ფერან ტორესი დაშავდა
აქეთურ-იქითური04/10/2026 | 07:17დიდებული დომინიკ სობოსლაი
სიახლეები03/10/2026 | 08:48სობოსლაი: სწორედ ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა
