ვიქტორ ოსიმენის ტრავმის შესახებ ახალი არაფერია. „ნაპოლის” თავდამსხმელმა საუდის არაბეთისა და ნიგერიის ამხანაგური შეხვედრის მეორე ტაიმში შეცვლა ითხოვა. თავიდან ამბობდნენ, რომ პრობლემა სავარაუდოდ გადაღლით გამოწვეული კუნთის კრინჩხვა უნდა ყოფილიყო, ბოლოს კი ორთავა კუნთის შესახებ ალაპარაკდნენ. ეს უფრო არასასურველი ვარიანტია. როგორც ჩანს, სწორი დიაგნოზი ფეხბურთელის ნეაპოლში დაბრუნებამდე ვერ დაისმება. იტალიაში მას თანამედროვე აპარატურით გამოიკვლევენ. ჟურნალისტი მარკო...
ჭდე: ვიქტორ ოსიმენი
ოსიმენის და დაიჭირეს
ნიგერიაში ვიქტორ ოსიმენის და და სიძე ოსიტა ოკოლო დაიჭირეს. ოკოლო „ნაპოლის” თავდამსხმელის გარემოცვაში შედიოდა და მის „აძურიში” გადასვლაში მონაწილეობა აქვს მიღებული. ნეაპოლური პრესა წერს, რომ დაჭერის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე დეტალებს აფრიკული ქვეყნის ოფიციალური სამსახურები არ აცხადებენ. ცნობა წყვილის დაპატიმრების შესახებ თავად სიძემ გაავრცელა. მან ტვიტერსა და სხვა პლატფორმებზე ვიდეო-შეტყობინების დადება მოახერხა....
ოსიმენს დღეს გამოიკვლევენ და გადაწყვეტენ
ვიქტორ ოსიმენის ტრავმის ამბავი ნეაპოლში მეხივით გავარდა. ლამის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა: თავდამსხმელისთვის სანაკრებო შეკრებები ტრავმით მთავრდება. ამჯერად, „სუპერარწივები” ამხანაგურად თამაშობდნენ საუდის არაბეთთან, რომელსაც რობერტო მანჩინი წვრთნის და ამ შეხვედრის 59-ე წუთზე, უხეში შეტაკების შემდეგ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი იძულებული გახდა მოედნიდან გასულიყო. მოედნის დატოვება მან თავად მოითხოვა — მწვრთნელ ჟოზე პესეირუს ცვლილებს სთხოვა...
ვიქტორ ოსიმენი: თავს ლეგენდად ვგრძნობ, ოღონდ ჯილდოების გამო კი არა
ნიგერიულ იუთუბის არხ Korty Eo-თვის მიცემულ ინტერვიუში „ნაპოლის” ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა თავის ცხოვრებაზე, ფეხბურთის სიყვარულსა და ოჯახზე ილაპარაკა. ნიგერიელმა, რომელიც მოედანზე თავდადებით არის ცნობილი, ბავშვობა გაიხსენა: „პოპულარობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ის მნიშვნელოვანი არ არის. უამრავი ადამიანია ცნობილი, მაგრამ საბანკო ანგარიში წითელს უნთებთ. კიდევ, დღევანდელ მსოფლიოში სიყვარულის დანახვაა ძნელი. ამიტომაც, როდესაც ქუჩაში გავდივარ და ხალხის სიყვარულს...
რეალი, ოსიმენი და კვარა
სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ „ნაპოლის” საუკეთესო ფეხბურთელები უკვე ევროპული ტოპ-კლუბების, მათ შორის „რეალის” ყურადღების ცენტრში არიან. „აძურის” ბოლო წარმატებებმა თავის მხრივ კამპანიელი გულშემატკივარ გამოაცოცხლა. მას მერე, რაც მწვრთნელ რუდი გარსიას ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენთან ჰქონდა გაუგებრობები (რასაც კლუბის ტიკ-ტოკზე ნიგერიელის დამცინავი ვიდეოც დაემატა), გუნდმა თვალში გამოიხედა და თითქოს ყველაფერი ახლიდან...
ოსიმენმა ნაპოლის ფორმაში გადაღებული ფოტოები აიღო
მას მერე, რაც „ნაპოლის” ტიკ-ტოკზე ვიქტორ ოსიმენს დამცინავი ვიდეო დაუდეს, მისმა აგენტმა რობერტო კალენდამ გაავრცელა მკაცრი განცხადება, სადაც თქვა, რომ ყველა ღონეს იხმარს, თუ საჭირო იქნება იჩივლებს კიდეც, რათა თავისი კლიენტი სიყალბისგან და აგრესიისგან დაიცვას. გავრცელდა თუ არა აგენტის განცხადება, ოსიმენმა თავის ინტერნეტ გვერდებიდან გააქრო ფოტოები, სადაც ის „ნაპოლის” ფორმაშია ჩაცმული. ნიგერიელმა ის ფოტოებიც კი...
ოსიმენს ნაპოლიმ დასცინა!
ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის” წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილის უფლებას იტოვებსო, განაცხადა ნიგერიელი თავდამსხმელის აგენტმა რობერტო კალენდამ, როდესაც კლუბის ტიკ-ტოკის ოფიციალურ(!) გვერდზე მისი კლიენტის დამცინავი ვიდეო ნახა. ამ ვიდეოს ქვემოთ გთავაზობთ. როდესაც ბოლონიაში სატელევიზიო კამერებმა მწვრთნელ რუდი გარსიასთან მისი შელაპარაკება გადაიღო, ოსიმენი ისედაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფეხბურთელმა მანამდე პენალტი ვერ გაიტანა, შეხვედრის მიწურულს კი, როდესაც გარსიამ ის ჯოვანი...
ორი ეპიზოდი: გარსია და ოსიმენი
„ნაპოლის” ცუდი დროება უდგას. „ბოლონიასთან” შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენმა პენალტი ააცილა, არადა რომ გაეტანა, „აძური” ნავსს გაწყვეტდა, სამ ქულასაც მოიპოვებდა. შეხვედრის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე რუდი გარსიამ ნიგერიელი ჯოვანი სიმეონეთი შეცვალა. თავდამსხმელი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებამ გააბრაზა, რაც მოედნიდან გასვლისას არ დაუმალავს. ის გარსიას რიცხვ ორიანს ანიშნებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი აზრით „ნაპოლი” ორი თავდამსხმელით თამაშზე...
კაპელომ ღიპიანების გუნდი დაინახა
დიდმა იტალიელმა მწვრთნელმა, გადადგომის შემდეგ კი ტელეკომენტატორმა ფაბიო კაპელომ „ნაპოლის” შესახებ ილაპარაკა. „ნეაპოლელთა პირველ თამაშებს დიდი დაკვირვებით ვადევნებდი თვალყურს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ღიპიანი ფეხბურთელების გუნდს ვუყურებდი. მე გასული სეზონის „აძურის” აჩრდილსაც ვერ ვხედავ. არც დარბიან იმავე მონდომებით, არც საქმისადმი დამოკიდებულებაა იგივე. რუდი გარსიას სქემებზე მეტად მე მოთამაშეების სულისკვეთებას დავაყენებდი კითხვის ქვეშ. არადა, ეს გუნდი...
თუმცა ეს ვერავინ გაიგო
იტალიური მედია კვლავ „ჯენოასა” და „ნაპოლის” 2:2-ს უტრიალებს. ბევრი პორტალი ყოველი მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ქულებს უწერს. გავლენიანი „კორიერე დელო სპორტი” შეფასებას პატარა ტექსტებსაც აყოლებს. ვფიქრობთ, საინტერესოა როგორ შეაფასა რომაულმა გაზეთმა გენუაში ნეაპოლელთა მწვრთნელის რუდი გარსიას და ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედებანი. გარსია – 5 მწვრთნელი ზედიზედ მეორე დამარცხებისგან მხოლოდ მისი ფეხბურთელების ნიჭმა იხსნა. მის ხელში ჩვენ ვიხილეთ...









