ნიგერიაში ვიქტორ ოსიმენის და და სიძე ოსიტა ოკოლო დაიჭირეს. ოკოლო „ნაპოლის” თავდამსხმელის გარემოცვაში შედიოდა და მის „აძურიში” გადასვლაში მონაწილეობა აქვს მიღებული. ნეაპოლური პრესა წერს, რომ დაჭერის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე დეტალებს აფრიკული ქვეყნის ოფიციალური სამსახურები არ აცხადებენ. ცნობა წყვილის დაპატიმრების შესახებ თავად სიძემ გაავრცელა. მან ტვიტერსა და სხვა პლატფორმებზე ვიდეო-შეტყობინების დადება მოახერხა.
ვიდეოზე ჩანს, როგორ ტენის პოლიცია მანქანაში ქალს. ეს ქალი ოსიმენის და უნდა იყოს. არ არის გამორიცხული, რომ საქმესთან და-ძმის ჩხუბი იყოს კავშირში. ბოლო ხანს ოსიმენის და ვიქტორს ბრალს მისთვის და მისი ქმრისთვის კუთვნილი ჰონორარის არ-გადახდაში სდებს. ის აცხადებს, რომ ფეხბურთელის „ლილიდან” „ნაპოლიში” გადასვლა მისი ქმრის დამსახურებაა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 09:12რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
სიახლეები17/10/2026 | 07:49კვარნაძის გუნდმა ისევ მოიგო
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 06:47მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
