„ბრაგასთან” გამარჯვებას „ნაპოლიმ” „კალიარისთან” მოგება მიაყოლა — 2:1. ნეაპოლელთაგან პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, მეორე კი ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც საგოლე პასი იმავე ოსიმენმა მიაწოდა. ამ ეპიზოდში ნიგერიელმა საოცრად ითამაშა, თუმცა ამჯერად თქვენი ყურადღება OptaPaolo-ს დაკვირვებაზე უნდა შევაჩეროთ. სტატისტიკოსთა ცნობილმა პორტალმა დაწერა, რომ ხვიჩამ სერია A-ს 49 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი ჩააწოდა...
ჭდე: ვიქტორ ოსიმენი
მნიშვნელოვანი პერიოდი ოსიმენისა და ნაპოლისთვის
„ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი მოედანზე დაბრუნებას 25 ნოემბერს „ატალანტასთან” შეხვედრაში გეგმავს. თუ ასე მოხდება, მისი პირველი თამაში ახალი მწვრთნელის ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით და თავად მაცარის პირველ შეხვედრა „პარტინოპეელთა” თავკაცის რანგში ერთმანეთს დაემთხვევა. ჯერჯერობით, ცენტრალურმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა და რამდენიმე კონფლიქტი გადაიტანა: იყო გაუგებრობები წინა მწვრთნელთან რუდი გარსიასთან, დაძაბულობა „ნაპოლის” საიტზე დადებულ...
ოსიმენი: ჩვენ ვართ როგორც მესი და სუარესი
ვეტერან ნიგერიელ ფეხბურთელს ჯონ ობი მიკელს სამშობლოში ძალიან პოპულარული პოდკასტი აქვს. მის გადაცემას „ნაპოლის” ცენტრალური თავდამსხმელი, გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი ესტუმრა და იხუმრა, ჯონი თავის ყოფილ გუნდში, „ჩელსიში” ტრანსფერს დამპირდაო. შემდეგ კი საუბარი სხვადასხვა საკითხებს შეეხო. „გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ „ნაპოლიდან” წასვლა არც მიფიქრია. საუდის არაბეთიდან მიღებულ წინადადებაზე უარის თქმა ძნელი...
ოსიმენი როგორც მარადონა
ვიქტორ ოსიმენი ტრავმას იშუშებს. „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვით მსოფლიოს მე-8 ფეხბურთელი „ნაპოლიმ” ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად ნიგერიაში გაუშვა, მის შესახებ კი ჟურნალისტებს ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი ჟოზე პესეირუ ელაპარაკა. „შეუძლებელია იმის დაჟინება, რომ ოსიმენი სამუდამოდ „ნაპოლიში” დარჩება, — თქვა პესეირუმ, — დღეს ის ბედნიერია. ვინაიდან „ნაპოლის” ჩემპიონობას არავინ ელოდა, ამ გუნდთან ერთად გამარჯვება „მილანთან”, „ინტერთან” ან „მანჩესტერ სიტისთან”...
ნაპოლის ისტორიაში ყველაზე მაღალ პოზიციაზე
„ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ვიქტორ ოსიმენი მე-8 ადგილზე გავიდა, რაც თავად ნიგერიელისთვის ხომ უდიდესი მიღწევაა და ასევეა „ნაპოლისთვისაც”. „პარტენოპეელი” ფეხბურთელი „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში ასეთ მაღალ პოზიციაზე არასდროს ყოფილა. გასულ სეზონში ოსიმენმა ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში მოიგო სკუდეტო, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 26 გოლით გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი და იტალიის ლიგის საუკეთესო თავდამსხმელადაც დაასახელეს. „აძურის” კიდევ ერთი...
ვიქტორ ოსიმენი: კვარა? ჯადოქარია
ვიქტორ ოსიმენმა TvPlay–ზე Vox to Box-ის ფორმატში მარიო ბალოტელისთან და ემილიანო ვივიანოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა და „ნაპოლის” გულშემატკივრისთვის საინტერესო თემებზე ილაპარაკა. „ოქროს ბურთი” მესის თუ ჰოლანდს? ორივე იმსახურებს. თავად თუ იბრძვით მის მოსაპოვებლად? „ოქროს ბურთის” მოგება ჯადოსნური იქნებოდა. ასეთი დონის ფეხბურთის თამაში ოცნებაა. მომავალში ნამდვილად ვაპირებ მიზნად დავისახო ამ ჯილდოს მოგება, მაგრამ ჯერჯერობით „ნაპოლიში” თავს...
ოსიმენის დაბრუნებამ ათი დღით გადაიწია
ვიქტორ ოსიმენს მკურნალობა გაუჭიანურდება. ნიგერიელი დაშავებულია და გუშინ, როდესაც ბერლინში „უნიონი” „ნაპოლის” ხვდებოდა (0:1) ის ფრანკფურტში სავარაუდოდ ცოლის ნათესავებთან იყო. ნეაპოლური პრესა წერს, რომ თავდამსხმელი გაწბილებულია, არ ესმის, რატომ ვერ ესწრება მისი გამოჯანმრთელება დათქმულ ვადებში. მისდა სამწუხაროდ, სხვა გზა არ არსებობს. ნიგერიელმა მოთმინებით უნდა იმკურნალოს და დროგამოშვებით გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რათა მუდმივად ნათელი სურათი არსებობდეს....
სად დაიკარგა ოსიმენი?
სად არის ვიქტორ ოსიმენი? ამ კითხვამ ნეაპოლში დიდი ინტერესი აღძრა. საქმე ის გახლავთ, რომ იმ დღეს, როდესაც „პარტენოპეელები” ბერლინში „უნიონს” ეთამაშებოდნენ, ტრავმირებული ნიგერიელი ვარსკვლავიც გერმანიაში იმყოფებოდა, მაგრამ… შეხვედრას არ დასწრებია. დადგინდა, რომ მატჩის დღეს ის სულ სხვა ქალაქის, ფრანკფურტის თვითვიმფრინავში ჩაჯდა და სადღაც გაეშურა. ნეაპოლელი ჟურნალისტები ამ ამბით როგორც ჩანს დაინტერესდნენ. მათ ფორვარდის ამბავი „ნაპოლიში”...
ოსიმენის არყოფნა გარსიასთვის ალიბია?
„რადიო მარტეს” ჟურნალისტმა მასიმილიანო გალომ „ნაპოლიში” შექმნილი მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა: „არის რუდი გარსია „ვერონასთან”, „უნიონ ბერლინთან” და „მილანთან” შეხვედრების წინ საკუთარ თავში დარწმუნებული? არ მგონია. ამ სამმა მატჩმა შესაძლოა მისი ბედი გადაწყვიტოს. სხვა მწვრთნელი უნდა შევიგულოთ. თუმცა, ის აღსანიშნავია, რომ ოსიმენის ტრავმა გარსიასთვის ალიბია. ნიგერიელის არყოფნა ორივე მხრიდან ალესილ ხმალს ჰგავს. სწორედ ახლა შეიძლება იმის...
ოსიმენი ნოემბერის ბოლომდე ვერ ითამაშებს
ვიქტორ ოსიმენი დაახლოებით 40 დღის განმავლობაში ვერ ითამაშებს. „ნაპოლის” ნიგერიელ თავდამსხმელს ეროვნული ნაკრების ბაზიდან იტალიაში დაბრუნების შემდეგ დამატებითი სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა, რომელმაც მარჯვენა თეძოს ორთავა კუნთის საშუალო ხარისხის დაზიანება გამოამჟღავნა. სერია A-ს ჩემპიონი კლუბი იტყობინება, რომ იტალიური ლიგის გასული სეზონის საუკეთესო თავდამსხმელმა და ბომბარდირმა მკურნალობა კონამის საწვრთნელ ცენტრში დაიწყო. ფეხბურთელი, რომელიც საუდის არაბეთისა და ნიგერიის...









