ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე, რომელიც მესიმ მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ მეათე ადგილი დაიკავა. ხმების ანალიზი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ კვარაცხელია მედიაში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ფეხბურთელებსა და მწვრთნელებში. ინებეთ ფაქტები: ნაკრებების მხოლოდ ოთხმა კაპიტანმა მისცა ხვიჩას ხმა. ბარემ ჩამოვთვალოთ. ხვიჩა პირველ ნომრად ჩაწერა რუსეთის ნაკრების კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ, მეორე ნომრად ჩაწერა კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა ამირ რაჰმანიმ...
ჭდე: ვიქტორ ოსიმენი
ნუთუ ნაპოლისაც დააკლებენ ქულებს?
იტალიურ ფეხბურთში ახალი სკანდალი აგორდა. უფრო სწორედ, მიძინებულმა სკანდალმა გაიღვიძა. საქმე ეხება 2020 წელს „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მიერ ფრანგული „ლილისგან” ვიქტორ ოსიმენის ყიდვას. არის ეჭვი, რომ ტრანსფერი კანონის დარღვევით განხორციელდა. საქმე ნეაპოლის პროკურატორიდან რომის პროკურატურას გადაეგზავნა. „ნაპოლიმ” „ლილს” ოსიმენში სულ 71 მილიონი ევრო გადაუხადა, რომელთაგან 21 მილიონი ფულად არ მიუცია. ამ თანხის საფასურად...
ოსიმენი საკუთარ თავზე, აფრიკასა და პრემიერლიგაზე
ნიგერიის ნაკრებისა და „ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ამ დღეებში აფრიკის თასზე თამაშობს. ამ მიზეზით ის იტალიის სუპერთასის მატჩებს გამოტოვებს. მან სააგენტო „ფრანს პრესთან” სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. ამ საუბრის ამონარიდებს ქვემოთ გთავაზობთ: „მე „ნაპოლიში” ისტორია დავწერე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გოლი გავიტანე, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. თუ ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასსაც მოვიგებ, მწვერვალს...
რა დგას კვარას აგენტის გამოხდომის უკან?
ბოლო დღეებში ნეაპოლელთა ყურადღების ცენტრში ოსიმენისა და კვარაცხელიას ამბავი და მასთან დაკავშირებული კამათი მოექცა. უცნაურია, მაგრამ ლაპარაკია სწორედ იმ გოლების გამტან წყვილზე, რომელმაც გასულ სეზონში ვეზუვუსქვეშეთში სკუდეტო მოიტანა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ საკუთრივ ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი არ შეინიშნება. სცენაზე არიან ქართველის აგენტი მამუკა ჯუღელი და ვიქტორ ოსიმენი, რომელთაც დიდი ხმაური გამოიწვიეს. რა მოხდა – ჯუღელმა...
ოსიმენი იტალიაში დაბრუნდება თუ არა
„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ როგორც კი ვიქტორ ოსიმენი აფრიკის ერთა თასიდან იტალიაში დაბრუნდება „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოიწვევს თათბირს, რომლსაც ნიგერიელი ფორვარდი და ქართველი ხვიჩა კვარაცხელია დაესწრებიან. „აძურის” მეპატრონეს ეს შეხვედრა სასწრაფოდ სჭირდება, ვინაიდან კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის გამონათქვამმა სოციალურ ქსელებში ვნებათაღელვა გამოიწვია, რამაც იტალიური გაზეთის აზრით ისედაც კრიზისში მყოფი გუნდი შესაძლოა უარეს...
ოსიმენის აგენტი
„ნაპოლისთან” დაკავშირებულ საიტებს გუშინ მკაფიოდ გამოკვეთილი მთავარი თემა ჰქონდათ: მამუკა ჯუღელის გახმაურებული ნათქვამი ვიქტორ ოსიმენის შესახებ და ნიგერიელი ფეხბურთელის უხეში პასუხი. მოგვიანებით, საქმეში ოსიმენის აგენტი რობერტო კალენდაც ჩერთო, რომელმაც ჯუღელს მოუწოდა თავის საქმეს და კლიენტებს მიხედოს, სხვის შრომას კი პატივი სცეს. „გაძეტა ლედო სპორტმა” დაწერა, რომ ჯუღელი ოსიმენის ახალმა, მრავალმილიონიანმა კონტრაქტმა გააღიზიანა. მისი კლიენტის ხელფასი...
ზაფხულში ოსიმენი და ჟელინსკიც წავლენ…
ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ „ნაპოლის” სატრანსფერო საქმეებზე RAI 2-თან ილაპარაკა. „მიმდინარე სეზონის ბოლოს ნეაპოლური კლუბი სკუდეტოს გარდა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელსაც დაკარგავს. ივნისში გუნდიდან წავლენ ვიქტორ ოსიმენი, რომელსაც განახლებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა უწერია და პიოტრ ჟელინსკი, რომლის ძველ ხელშეკრულებასაც ვადა გაუდის, ხოლო ახალი შეთანხმება ვერ ხერხდება. გარდა ამისა, საუდელ არაბებს მატეო პოლიტანოს შეძენა სურთ. ვალტერ მაცარიმ კლუბს...
ოსიმენი შეკრებაზე ჯერ არ გამოჩენილა
მომდევნო კვირაში ნიგერიის ნაკრებს აფრიკის თასი ეწყება, ვიქტორ ოსიმენი კი ეროვნული გუნდის ბანაკში ჯერ არ გამოჩენილა. „სუპერარწივებმა” აბუ დაბის საწვრთნელ ბაზაზე წუხელ ბოლო შეკრება დაიწყეს. ეს ინფორმაცია საკუთრივ ნიგერიელთა გუნდიდან გავრცელდა, რომლის მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციაში წერია ყველა გამოცხადებული ფეხბურთელის გვარი, „ნაპოლის” თავდამსხმელის ხსენება კი არ არის. არადა, ოსიმენი ნეაპოლიდან ლაგოსს ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს...
რა უნდა ოსიმენს?
„ნაპოლის” ნიგერიელი ვარსკვლავის ვიქტორ ოსიმენის ყველა ნაბიჯი გულშემატკივართა განხილვის საგანია. ასე მაგალითად, ოსიმენი რამდენიმე დღის წინ კლუბის ნებართვით ნიგერიაში გაემგზავრა, სადაც ოცდამეხუთე დაბადების დღე გადაიხადა. ნეაპოლელ გულშემატკივართა ნაწილს ფორვარდის ეს საქციელი არ მოეწონა. მათ მიაჩნიათ, რომ თუ ლიდერი ხარ, თამაშობ თუ არა კონკრეტულ შეხვედრაში, რთულ დროს გუნდთან ერთად უნდა იყო. მაგრამ მარტო ამით როდი მიიპყრო...
ყველაზე მაღალი ხელფასი
ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა და… სერია A-ს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი გახდა. „გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქცეყნა იტალიურ ლიგაში მოთამაშე ის ათი ვარსკვლავი, რომელთაც ყველაზე დიდი ანაზღაურება აქვთ. ისინი არიან: ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი): 10 მილიონი ევრო წელიწადში დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი): 7,5 რომელუ ლუკაკუ (რომა): 7 ადრიან რაბიო (იუვენტუსი): 7 ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი): 6,5 ლაუტარო მარტინესი...









