ნიგერიის ნაკრებისა და „ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ამ დღეებში აფრიკის თასზე თამაშობს. ამ მიზეზით ის იტალიის სუპერთასის მატჩებს გამოტოვებს. მან სააგენტო „ფრანს პრესთან” სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. ამ საუბრის ამონარიდებს ქვემოთ გთავაზობთ:
„მე „ნაპოლიში” ისტორია დავწერე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გოლი გავიტანე, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. თუ ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასსაც მოვიგებ, მწვერვალს მივაღწევ — მივაღწევ ყველაფერს რისი მიღწევაც შეიძლებოდა. საკუთარი თავისადმი ძალიან მომთხოვნი ვარ, ყოველთვის უმაღლეს მიზნებს ვსახავ. კლუბისა და ნაკრებისთვის მუხლჩაუხრელი ვშრომობ და ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
აფრიკის თასზე ნიგერიის ნაკრებს პირველ შეხვედრაში ფეხი დაუცდა — ეკვატორიული გვინეის გუნდს ვერ მოუგო, 1:1 ითამაშა. ოსიმენმა თქვა:
„ჩვენ გვაქვს შანსი აფრიკის თასზე დიდებულად გამოვიდეთ. პირველ შეხვედრაში არ გაგვიმართლა, მაგრამ ახლა მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ”.
ნიგერიელებს მეორე შეხვედრა ხვალ აქვთ, კოტ დ’ივუართან.
მოგეხსენებათ, ამას წინათ ოსიმენი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს — კონტინენტური „ოქროს ბურთი” გადასცეს. დიდი წარმატების შესახებ ნიგერიელმა თქვა: „აფრიკის „ოქროს ბურთის” მოგება ცხოვრების ოცნება იყო. ჩემი შთაგონების წყარო ნვანკვო კანუ და ჯეი ჯეი ოკოჩა გახლდნენ. ახლა შედეგებით მე მათ შემადარებენ და ეს დიდებულია”.
და ბოლოს აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობის შესახებ.
„პრეზიდენტი ყოველთვის მხარს მიჭერდა, მათ რიცხვში მოედნის მიღმაც. ამიტომაც მისთვის სკუდეტოს მოგებაში მთელი გული ჩავდე. კლუბის მეპატრონესთან ასეთი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია”, — თქვა ოსიმენმა, რომელიც ყოველთვის ოცნებობდა პრემიერლიგაში თამაშზე.
„დიახ, პრემიერლიგაში სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გეგმები მაქვს. როდესაც დრო დადგება, ყველაფერს გაიგებთ”, — თქვა ბოლოს „ნაპოლის” ცენტრალურმა თავდამსხმელმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
