
როგორც პორტალი Dagospia წერს (ეს გახლავთ ცნობილი ადამიანების ცხოვრების დამალული ამბების გამომამზეურებელი საიტი), „მილანთან” 1:3 დამარცხების შემდეგ, „რომას” მეპატრონე დან ფრიდკინი და მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ ერთმანეთს შეხვდნენ და… გვარიანად იჩხუბეს. პორტუგალიელმა ამერიკელს ცრუ დაპირებებში დასდო ბრალი. ასეთ ვითარებაში ფრიდკინების ოჯახს არ შეეძლო სხვა გადაწყვეტილების მიღება გარდა „განსაკუთრებულის” სამსახურიდან გაშვებისა.
Dagospia წერს, რომ შეხვედრის დროს ისმოდა უხეში სიტყვები და ბრალდებები. გამწვავებას ფაქტობრივად დრო არც დასჭირვებია, მხარეები პირდაპირ ჩხუბზე გადავიდნენ.
პორტალის მტკიცებით „ჯალოროსის” მეპატრონეთათვის ნათელი გახდა, რომ ასეთი კონფლიქტის შემდეგ გუნდში მდგომარეობის დაწყნარების ერთადერთი გზა მწვრთნელად ოდინდელი რომაელის დანიელე დე როსის დანიშვნა იყო.
მოურინიუს გაგდებას ინსტაგრამზე „რომას” ცნობილი ფეხბურთელი, არგენტინელი პაოლო დიბალა გამოეხმაურა. ის თავისი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვას არ მოერიდა, დაპოსტა თავისი და პორტუგალიელის ფოტო, რომელსაც მიაწერა: „გმადლობთ, მისტერ! გმადლობთ ყველაფრისთვის… თქვენთან მუშაობა უდიდესი სიამოვნება იყო. დიდი მადლობა რჩევებისთვის და ყოველი სიტყვისთვის, რომელიც ჩემთვის ოდესმე გითქვამთ. თქვენ და თქვენს ასისტენტებს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. იმედი მაქვს, მალე შევხვდებით”!
საინტერესოა, რომ „განსაკუთრებულის” თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა არც მეტი არც ნაკლები იტალიის სპორტის მინისტრმა ანდრეა აბოდიმ. მან თქვა, რომ „რომას” პატრონების გადაწყვეტილებაზე სინამდვილეში გუნდის შედეგებმა კი არა, სხვა ფაქტორებმა იმოქმედეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
