ნიგერიულ Soccernet-თან ინტერვიუში „ნაპოლის” თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „რომას” წინააღმდეგ 29 იანვარს ჩატარებული შეხვედრა და ჟოზე მოურინიუსთან გამოლაპარაკება გაიხსენა.
შეხვედრა 2:1 დასრულდა. ნეაპოლელთაგან გოლები გაიტანეს ოსიმენმა (ხვიჩა კვარაცხელიას პასით) და ჯოვანი სიმეონემ (პიოტრ ჟელინსკის პასით), ხოლო „ჯალოროსის” გოლი სტეფან ქარიმ ელ შაარავიმ ჟელინსკის თანამემამულის ნიკოლა ზალევსკის პასით შეაგდო.
„უცებ ვიღაცამ მაჯაში ჩამავლო ხელი, კინაღამ მომტეხა. ეს მოურინიუ იყო. ის მოვიდა და მითხრა: შესანიშნავი გოლი გაიტანე, მაგრამ ნუ სიმულანტობ. ასე განაგრძე, სწორ გზაზე დგახარ. მე ვუპასუხე, რომ არ მისიმულანტია, ხელი მკრეს, მეთქი. ჟესტითაც ვაჩვენე. მან მიპასუხა: კარგია, გააგრძელე.
მოურინიუსგან შუა შეხვედრის დროს ასეთი კომპლიმენტის მოსმენამ ძალიან ამაღელვა. მერწმუნეთ, ეს მართლაც არაჩვეულებრივი განცდა იყო.
ვფიქრობ, მოურინიუს ხელმძღვანელობით თამაში ნებისმიერი დამწყები თავდამსხმელისთვის დიდი ბედნიერებაა, რადგან მას ბევრი მსოფლიო დონის თავდამსხმელი აღუზრდია.
მისი ხელმძღვანელობით თამაშობდა დიდიე დროგბა და ჩვენ ვიცით, რანაირ მხეცადაც ჩამოყალიბდა. მოურინიუ შუა შეხვედრის დროს გამომელაპარაკა. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა”, — თქვა ოსიმენმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
