
„ნაპოლი” სატრანსფერო ბაზარზე მუშაობს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა დაცვის გაძლიერებაა. იტალიის ჩემპიონის ყველაზე დიდი დანაკლისი კორეელი დაცვის ბურჯი კიმ მინ-ჯაე გახლავთ. ის ცენტრალური მცველია, „ბაიერნში” გადავიდა.
ცენტრალური მცველის გარდა ნეაპოლელები სხვა უკანახაზელებსაც ეძებენ. გუშინ „სქაი სპორტმა” დაწერა, რომ „აძურის” სავარაუდოდ „ვერონას” მოთამაშე დავიდე ფარაონი დაემატება. ის 31 წლის არის. კარიერის განმავლობაში უთამაშია „ინტერში”, „უდინეზეში”, „უოტფორდსა” და ნაკლებად ცნობილ გუნდებში. იტალიის ნაკრებში არასდროს მიუწვევიათ. ახალგაზრდობაში 21-წლამდელთა 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ფარაონი მარცხენა მცველია და კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს მარქაფაში იქნება. მისი შეძენა ხელ-ფეხს გაუხსნის ალესანდრო ძანიოლის, რომელიც „ნაპოლიდან” „სამპდორიაში” იჯარით იყო გაშვებული. ახლა მას გენუის გუნდში მუდმივმოქმედი კონტრაქტით შეეძლება დარჩენა.
ფარაონი კარგი საბაზისო ტექნიკის გარდა, სირბილის უნარითაც გამოირჩევა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
