„სქაი სპორტის”-ს ცნობით, ვიქტორ ოსიმენისა და „ნაპოლის” ურთიერთობაში სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. ასეთია ფეხბურთელის აგენტის რობერტო კალენდასა და „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის შეხვედრის შედეგი.
მანამდე დე ლაურენტისს ნათქვამი ჰქონდა, რომ თავდამსხმელის გაყიდვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდებოდა, თუ 150 მილიონ ევროს შესთავაზებდნენ. ახლა ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული დე ლაურენტისმა ეს თანხა გაზარდის, რითაც ტრანსფერი შეუძლებელი გახადოს. ეს მალე გაირკვევა და დიდად იქნება დამოკიდებული მოლაპარაკებათა მთავარ თემაზე — ოსიმენის ახალ კონტრაქტზე. „გაძეტა დელო სპორტის” ცნობით მხარეები შეთანხმებულან, რომ კლუბის პირველი შეთავაზება, წელიწადში 6 მილიონი ევრო, სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირისთვის საკმარისი არ არის.
ახლა მხარეები ვარიანტებს გადახედავენ და კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. მანამდე, თუკი გამოჩნდება მყიდველი, რომელიც ოსიმენში 150 მილიონს გადაიხდის, ფეხბურთელის აგენტი ამის შესახებ დე ლაურენტისს აცნობებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/09/2026 | 09:45უკრაინამ ძლიერ მეტოქეს სტუმრად მოუგო
სიახლეები26/09/2026 | 09:04ძმები ჩარლზების ბენეფისი თბილისში
მთავარი ამბავი26/09/2026 | 07:50ჩრდილო ირლანდიელთა მწვრთნელი მსაჯობამ გააბრაზა
აქეთურ-იქითური25/09/2026 | 09:15ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს
