
იმ ფეხბურთელებიდან, რომლებმაც „ნაპოლი” მესამე სკუდეტომდე მიიყვანეს, სამხრეთ კორეელი მცველი კიმ მინ-ჯაე ფაქტობრივად უკვე გადასულია, ვიქტორ ოსიმენის შესახებ კი დღე არ გავა რამე არ დაიწეროს. და აი, ბოლო ცნობების თანახმად უცხოური კლუბების გვარიანი ინტერესის საგანს ნახევარდაცვის ბურჯი სტანისლავ ლობოტკაც წარმოადგენს. მისი შეძენით საუდის არაბეთისა და პრემიერლიგის კლუბები ყოფილან დაინტერესებულები.
calciomercato-ს ინფორმაციით ინგლისელებიდან ყველაზე მეტად „ნიუკასლი” აქტიურობს. „კაჭკაჭები” პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდნენ და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ. გარდა ამისა, „ნიუკასლი” ნებისმიერი ფეხბურთელისთვის იმით არის მომხიბვლელი, რომ მას მდიდარი არაბი მეპატრონეები ჰყავს და დიდ ხელფასებს იხდის.
„ნაპოლის” ხელმძღვანელობას ლობოტკას მიმართ სავარაუდოდ იგივე დამოკიდებულება აქვს, რაც ოსიმენის მიმართ. კერძოდ, კლუბს მისი შენარჩუნება უნდა, მაგრამ სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში ალბათ გაყიდის.
„აძურის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს ასეთ შეთავაზებად, სავარაუდოდ, 60 მილიონი ევრო მიაჩნია. ნეაპოლური პორტალები წერენ, რომ კლუბი უკვე სწავლობს ბაზარს, რათა სლოვაკის შემცვლელი შეარჩიოს.
spazionapoli-ს ცნობით კი „პარტენოპეელებს” ლობოტკას წასვლისა თუ დარჩენისგან დამოუკიდებლად „სასუოლოს” 25 წლის ფრანგი ნახევარმცველი მაქსიმ ლოპესის ყიდვა უნდათ. ლოპესი წარმოშობით მარსელიდან არის, სიმაღლით 167 სანტიმეტრია და მას გუნდის ახალი მწვრთნელი რუდი გარსია ძალიან კარგად იცნობს. ლოპესი 2016-19 წლებში გარსიას ფეხბურთელი იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
