რეკორდს რეკორდზე ამხობს

Home კატეგორიის გარეშე რეკორდს რეკორდზე ამხობს
რეკორდს რეკორდზე ამხობს

„ნაპოლიმ” „ფიორენტინას” ვიქტორ ოსიმენის გატანილი პენალტის წყალობით მოუგო, მაგრამ ამ შემთხვევაში გვინდა თქვენი ყურადღება გუნდზე კი არა, ფეხბურთელზე გავამახვილოთ. ნიგერიელმა ახალი რეკორდი დაამყარა. მან ლეგენდარულ ჯორჯ ვეას, ამჟამად ლიბერიის პრეზიდენტს აჯობა — სერია A-ში ამდენი გოლი სხვა აფრიკელ ფეხბურთელს არ გაუტანია. 24 წლის თავდამსხმელს „აძურის” ფორმით ჩატარებულ 79 შეხვედრაში 47 გოლი აქვს გატანილი. ვეას რეკორდი 23 წელი ხელშეუხებელი იყო.

ოსიმენმა კიდევ ერთი რეკორდი დაამხო. აქამდე აფრიკელთაგან ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი სამუელ ეტო’ოს ჰქონდა გატანილი — 21. ოსიმენი ვნახოთ, როგორ დაასრულებს სეზონს.

Victor Osimhen of SSC Napoli celebrates after scoring his team's first goal during the Serie A match between SSC Napoli and ACF Fiorentina at Stadio...

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.