სერია A-ში მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა „ნაპოლიმ“, რომელმაც სტუმრად „ტორინოს“ 4:0 მოუგო. ხვიჩამ მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა – გაიტანა მის მიერვე მოპოვებული პენალტი, დიდი როლი ითამაშა ოსიმენის მეორე გოლში (ქუსლით შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ოლივერას, ვის პასსაც ოსიმენის გოლი მოჰყვა), ბოლოს კი კვარამ ტანგი ნდომბელესაც გაატანინა.
ხვიჩას სერია A-ში 12 გოლი და 10 საგოლე პასი დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით ის პირველი ფეხბურთელი გახდა ბრაზილიელი დიეგოს („ვერდერი“, 2006-2007, 13 გოლი, 13 საგოლე პასი) შემდეგ, ვინც TOP 5 ჩემპიონატში, პირველივე სეზონში, მინიმუმ 10 გოლი და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.
პოპულარული ანალიტიკური ვებ გვერდების შეფასებით კვარაცხელია მეორეა ოსიმენის შემდეგ. Sofascore.com-მა ქართველ შემტევს 8,3 (ოსიმენს – 8,8) დაუწერა, ხოლო Whoscored.com-მა – 8,5 (ოსიმენს – 9,4).
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
