„ნაპოლის” ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, ნეაპოლიტანურ კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ შეხვდება საკუთარ აგენტებს, ასევე კლუბის ხელმძღვანელობას და ერთად გამონახავენ საუკეთესო გამოსავალს. შეგახსენებთ, რომ იტალიელებთან ვიქტორის მოქმედ კონტრაქს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
„არ ვიცი, რა მელის მომავალში. სეზონის ბოლოს შევხვდები ჩემს წარმომადგენლებს და განვიხილავ ყველაფერს. ასევე ვაპირებ კლუბის უფროსობასთან საუბარს. „ნაპოლის” დიდად ვემადლიერები. მჯერა, ერთად ვიპოვით საუკეთესო გამოსავალს,“ – წერს ტვიტერში ოსიმენის სიტყვებს ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი.
წყაროს ინფორმაციით, ოსიმენის შეძენა, ევროპული ფეხბურთის ისეთ გრანდებს სურთ როგორებიც ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი,“ ასევე ფრანგული პსჟ არიან.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
