ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს ლუის დე ლა ფუენტეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტმა რაფა მაინესმა მშობლები და გარდაცვლილი ძმა გაახსენა. „ლა როხას“ თავკაცმა, რომლის გუნდმა ფინალში გასასვლელად დღეს საფრანგეთის ეროვნული გუნდი უნდა დაამარცხოს, ემოცია ვერ დამალა: „თქვენ ნამდვილად შეეხეთ ჩემს გრძნობებს. მე მათზე ყოველდღე ვფიქრობ. ვფიქრობ ჩემს ოჯახსა და მშობლებზე; ძმაზე, რომელიც სამი წლის წინ...
ჭდე: ესპანეთის ნაკრები
ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
დღეს ტექსასში, არლინგტონის AT&T სთედიუმზე გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას ექვსი თანაგუნდელი მიიღებს მონაწილეობას. ესპანეთის ნაკრებს წარმოადგენს ფაბიან რუისი, რომელმაც ფრანგებთან შეხვედრის წინ პსჟ-ში თავის თანაგუნდელებზე ილაპარაკა. „ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან. მე მათ ველაპარაკე, მაგრამ მატჩის შესახებ ჯერ არაფერი გვითქვამს. რასაკვირველია, ჩატში ხშირად ვუკავშირდებით ერთმანეთს და თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ეჭვი არ...
კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
ფოტომ, რომელზეც ტრავმირებული და აცრემლებული ტიბო კურტუა მოედანს ტოვებს, რამდენიმე საათში მთელი მსოფლიო მოიარა. ბელგიისა და ესპანეთის მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალის“ მეკარემ ბარძაყში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მწვრთნელმა რუდი გარსიამ ის შეცვალა. ეს მოხდა მატჩის 71-ე წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 1:1. შეხვედრა დამთავრდა ესპანელების გამარჯვებით 2:1. ბელგიელებმა მეორე გოლი 88-ე წუთზე შეცვლაზე შესული „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის...
მთავარი ესპანელი
გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი ფეხბურთელი ყველა გუნდს სჭირდება. ესპანეთში ეს როლი მიკელ მერინომ იკისრა. „არსენალის“ ნახევარმცველი აგერ უკვე მეორე თამაშია, რაც შეცვლაზე შედის და გამარჯვების გოლი გააქვს. მეოთხედფინალში ესპანელებმა ბელგია დაამარცხეს 2:1. გამარჯვების გოლი მერინომ 88-ე წუთზე გაიტანა. „ლა როხა“ ისტორიაში მეორედ გავიდა ნახევარფინალში. წინა ჯერზე ეს მოხდა 2010 წელს, როდესაც იბერიელები ჩემპიონები გახდნენ. ახლა მერინომ...
მარტინესი რონალდუს ვერ მოერია?
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავის კარიერა სავარაუდოდ მთავარი ჯილდოს, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარეშე დასრულდა ― მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთმა პორტუგალიას მსაჯის წამატებულ წუთებში მიკელ მორენოს მიერ გატანილი გოლით 1:0 მოუგო და კრიშტიანუ რონალდუ შინ გაემგზავრა. 41 წლის თავდამსხმელი ხუთჯერ იყო ოქროს ბურთის მფლობელი, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. მან თავისი...
გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
შაბათს ესპანეთის ნაკრებმა იერემი პენიასა და ნიკო უილიამსის ტრავმები დაადასტურა. მოგვიანებით ორივე ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. განსაკუთრებით ემოციური გამოდგა „ბილბაოს“ ფორვარდის უილიამსის წერილი რომელშიც ის ამბობს, რომ ეს იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე. მას პუბალგია ანუ თიაქარი ახალი მორჩენილი ჰქონდა, ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელმა ნიკო დე ლა კრუზმა კი ერთ-ერთი მორიგი უხეშობის დროს...
კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
კაპე ვერდემ ისტორია შექმნა. „ლურჯმა ზვიგენებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში საუდის არაბეთთან 0:0 ითამაშეს და მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ. ფიფას ონლაინ რეიტინგში 64-ე ადგილზე მყოფმა გუნდმა (საქართველო 73-ე პოზიციაზეა) ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ურუგვაიზე ერთი ქულით მეტი მოიპოვა და 3 ივლისს მაიამიში არგენტინას შეხვდება. რაკი H ჯგუფის გუნდებზე ვლაპარაკობთ დავძინოთ, რომ...
ყველაზე, ყველაზე იამალი
ესპანეთმა საუდის არაბეთს 4:0 მოუგო. ლამინ იამალმა თავიდან ითამაშა. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში, რომლშიც „ლა როხამ“ კაპე ვერდეს ვერ აჯობა (0:0) 18 წლის ვარსკვლავმა მოედანზე მხოლოდ 19 წუთი დაჰყო. მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თქვა, რომ ეს გეგმის ნაწილი იყო, გეგმა კი ტრავმამ განაპირობა, რომელსაც იამალი აპრილიდან მკურნალობდა. საუდის არაბეთთან შეხვედრას იამალმა დაღი მალევე დაასვა....
ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
ესპანური პრესის თანახმად ლამინ იამალი შეიცვალა. „ლა როხასა“ და „ბარსელონას“ ვარსკვლავი დაღვინებულა. ამას ადასტურებენ მისი თანაგუნდელები და მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტეც. ყველას ახსოვს როგორ ღლაბუცობდა იამალი ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე. რასაკვირველია ის წლეულს სხვა ადამიანად არ ქცეულა, მისი მხიარული ბუნება არსად გამქრალა, მაგრამ ესპანეთის ნაკრების მოთამაშეების თქმით, უმცროს თანაგუნდელს ცვლილება ეტყობა. 2026 წლის...
თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
ესპანეთის ნაკრები კაპე ვერდესთან 0:0 დამთავრებულ შეხვედრაში აღმაფრენას ეძებდა, ხალხი კი ლამინ იამალის გამოსვლას ითხოვდა. ევროპის ჩემპიონს მომენტები ჰქონდა ― ოცდაშვიდჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან შვიდჯერ კარში, მოსალოდნელი გოლების კოეფიციენტი 2.29-ს უდრიდა, მაგრამ… საბოლოოდ „ლა როხას“ კარგად ორგანიზებულ კონცხელებთან მაინც გაუჭირდა. ესპანელებმა ვერაფერი გააწყეს 40 წლის მეკარე ვოჟინიას წინააღმდეგ, რომელმაც 7 დარტყმა მოიგერია. ლუის დე ლა...









