ჭდე: ესპანეთის ნაკრები

Home ესპანეთის ნაკრები
მორენომ ყველას მიმართა
ჩანაწერი

მორენომ ყველას მიმართა

რობერტ მორენომ დუმილი დაარღვია. მოგეხსენებათ, ის ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვეს, ვინაიდან „ლა როხას” თავკაცად ლუის ენრიკე დაბრუნდა. დღეს, მორენომ საფეხბურთო სამყაროს განცხადებით მიმართა, რომლის შესავალშიც დაწერა, რომ სამშაბათის შემდეგ თავისი გრძნობებისა და აზრების საჯაროდ გამოხატვის აუცილებლობა იგრძნო. მას სურდა მადლობა ეთქვა მხარდამჭერებისთვის და ასე დამშვიდობებოდა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობას. „გუნდი ექსტრემალურ ვითარებაში ჩავიბარე, — თქვა...

აღარ კმარა?!
ჩანაწერი

აღარ კმარა?!

ასაკოვანს ვერ იტყვი – საფეხბურთო საზომებითაც კი მხოლოდ გამოცდილი თუ ითქმის. ჰოდა, რა გასაკვირია, თუ 32 წლის სესკ ფაბრეგასმა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. „ზურგს უკან მაღალ დონეზე ჩატარებული 800-ზე მეტი მატჩი მაქვს. შესაძლოა, ფიზიკური კონდიციები იგივე არ მქონდეს, რაც 20 წლის ასაკში, მაგრამ საშუალოზე კარგ სათამაშო ფორმაში ნამდვილად ვარ,“ – განაცხადა ფაბრეგასმა. ესპანელ ნახევარმცველს...

„ლა როხიტა” ევროპის ჩემპიონია!
ჩანაწერი

„ლა როხიტა” ევროპის ჩემპიონია!

იტალიის ქალაქ უდინეში ესპანელმა 21-წლამდელებმა გერმანელ თანატოლებს 2:1 მოუგეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ეს „ლა როხიტას” მხრიდან შურისძიება გახლდათ, ვინაიდან ორი წლის წინანდელ ფინალში გერმანელებმა იმარჯვეს. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა პირველივე წუთებიდან იყოჩაღა, ბურთს ფლობდა და მწვავედ უტევდა. ანგარიში ფაბიან რუისმა შორეული დარტყმით გახსნა. ესპანელებმა გერმანელები სწრაფ კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, დაცვა და ნახევარდაცვა გახლიჩეს, მეტოქის...

ჩანაწერი

მესი რომ ესპანელი ყოფილიყო…

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საინტერესო ისტორია გაიხსენა. საქმე ეხება ლეო მესის ესპანეთის ნაკრებში შესაძლო თამაშს… „ახლა უკვე წარსულია, მაგრამ თავის დროზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა მესის ნაკრებში სათამაშოდ. ბევრჯერ იყო ფეხბურთელის დარწმუნების მცდელობა, თუმცა მცდელობადვე დარჩა. მესი უარზე იყო,“ – წერს დელ ბოსკეს სიტყვებს Marca. მესის არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2005...

ჩანაწერი

კასილიასს გულმა შეუტია

ლეგენდარულ იკერ კასილიასს გულის შეტევა დაემართა. დილით, „პორტუს“ ვარჯიშზე შეუძლოდ გახდა. ცხადია, ვარჯიში შეწყდა. ესპანელი მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად კასილიასი კარგადაა, თუმცა პრევენციის მიზნით საავადმყოფოში ყოფნა მაინც მოუწევს. „პორტუს“ ოფიციალური განცხადების თანახმად, საშიში აღარაფერია. ბევრგან დაიწერა, კარიერას დაასრულებსო, მაგრამ კლუბი უარყოფს. კასილიასს 2020 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი. კასილიასის ტიტულები რომ ჩამოვწეროთ, იმაზე მეტ ადგილს დაიტევს,...

ლუჩო ალბას ალბათ შეურიგდა
ჩანაწერი

ლუჩო ალბას ალბათ შეურიგდა

ლას როზასში, ესპანეთის ნაკრების ბანაკში მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე ბარსელონელმა ჟორდი ალბამ ჟურნალისტებთან მისი და ეროვნული გუნდის თავკაცის ლუის ენრიკეს თითქოსდა დასრულებულ ცუდ ურთიერთობაზე ილაპარაკა. აქამდე ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის დაძაბულობას არა და არ უჩანდა ბოლო. მოგეხსენებათ, ლუის ენრიკე „ბარსელონას” ერნესტო ვალვერდემდე ედგა სათავეში, ასე რომ შავმა კატამ მასა და ალბას შორის თავდაპირველად „კამპ ნოუზე” გაირბინა. უფრო სწორად,...

მო-ჟორდი აქედანო
ჩანაწერი

მო-ჟორდი აქედანო

ესპანურ რადიოს Cadena SER-ს აქვს გადაცემა, რომელსაც El Larguero ჰქვია და ამ გადაცემის წამყვანთა თანახმად, როდესაც ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მორიგ შემადგენლობას გამოაცხადებს, მასში ბარსელონელი ჟორდი ალბა კვლავ არ იქნება. ამბობენ, რომ ნაკრების თავკაცის მხრიდან ალბას ასეთი უგულებელყოფის მიზეზი მასა და ფეხბურთელს შორის ცუდი ურთიერთობაა — მოგეხსენებათ, ლუის ენრიკე 2014-17 წლებში სწორედ „ბარსას” ედგა სათავეში, სადაც 2012...

როგორ გააფრინეს ინგლისელებმა
ჩანაწერი

როგორ გააფრინეს ინგლისელებმა

ინგლისელმა ფანებმა სევილიაში მთელი ღამე ილოთეს და ისე მოიქცნენ, რომ ესპანეთის სპეცრაზმთან მოუხდათ შეტაკება. ესპანელები ინგლისელებს დღეს საღამოს, 22 საათსა და 45 წუთზე მასპინძლობენ ერთა ლიგის A ლიგის მეოთხე ჯგუფის შეხვედრაში. ამ ჯგუფში კიდევ ხორვატიაა. „ლა როხა” ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. ინგლისელებსა და ხორვატებს თითო ქულა აქვთ. ქუჩის კამერებმა მრავალგზის დააფიქსირეს, როგორ ამტვრევენ ჭკუიდან გადასული...

პოლიცია მუნირის დაბადების დღეზე
ჩანაწერი

პოლიცია მუნირის დაბადების დღეზე

„ბარსელონას” თავდამსხმელი მუნირ ელ ჰადადი 23 წლისა შესრულდა და მის დღეობაზე ქეიფში პოლიციამაც მიიღო მონაწილეობა. არა, პოლიციას არ უქეიფია, თავისი მოვალეობის შესასრულებლად იყო მისული. მუნირმა დაბადების დღე მადრიდში, „ტიფანის” ღამის კლუბში გადაიხადა — 30 მეგობარი ჰყავდა დაპატიჟებული. როგორც „ელ მუნდო” წერს, ფორვარდს სუფრა თავიდანვე ჰქონდა შეკვეთილი იყო, მაგრამ ქეიფის ბოლოს, როდესაც კლუბმა ანგარიში მიუტანა სადაც...

რონალდუსთან არც მილაპარაკია
ჩანაწერი

რონალდუსთან არც მილაპარაკია

სულ ცოტა ხნის წინ 52 წლის ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის რუსეთში გახლდათ გუნდთან ერთად ჩასული. მერე კი მოხდა ის, რაც ყველამ კარგად იცის — ლოპეტეგი „რეალს” შეუთანხმდა, რომ მუნდიალის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადავიდოდა, რასაც ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციაში სკანდალი მოჰყვა და პორტუგალიასთან პირველ თამაშამდე სამი დღით ადრე ის სამსახურიდან მოხსნეს....