ჭდე: ესპანეთის ნაკრები

Home ესპანეთის ნაკრები
რუბიალესი არაფერს ნანობს
ჩანაწერი

რუბიალესი არაფერს ნანობს

ესპანეთის ნაკრები უსახურად გამოეთიშა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს. რუსეთის ნაკრებთან პენალტებით დამარცხებული თავჩახრილი გუნდი ჩემოდნებს ალაგებდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი კი იმეორებდა, რომ წამითაც არ ნანობს ჩემპიონატამდე ორი დღით ადრე მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი რომ გააგდო. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლებდა, ესპანეთის ნაკრებმა შეტევაში ვერანაირი ნაპერწკალი ვერ აჩვენა და დაისაჯა. რუბიალესმა...

მადლობა პერესს, ლოპეტეგის და რუბიალესს
ჩანაწერი

მადლობა პერესს, ლოპეტეგის და რუბიალესს

ყველაფერი ფლორენტინო პერესმა დაიწყო, რომელიც ნაკრების მზადების დინამიკაში დამანგრეველი ძალით შეიჭრა; მას მხარი არალოიალურმა და არაეთიკურმა ხულენ ლოპეტეგიმ აუბა; და ბოლოს თავისი ნაჩქარევი გადაწყვეტილებით ლუის რუბიალესმა დააგვირგვინა — წერს ესპანური გაზეთი „მარკა” თავის სარედაქციო წერილში. თუ ვინმემ არ იცის: ფლორენტინო პერესი „რეალის” პრეზიდენტია, ხულენ ლოპეტეგი ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელიც გუნდს წლობით ამზადებდა და წესით უნდა...

ესპანელთა უდიდესი პრობლემა იეროა
ჩანაწერი

ესპანელთა უდიდესი პრობლემა იეროა

„ესპანეთის ნაკრების მთავარი პრობლემა ფერნანდო იეროა”, — ამბობს „რეალის”, „ატლეტიკოს” და „ბარსელონას” ყოფილი ვარსკვლავი, 58 წლის გერმანელი ბერნდტ შუსტერი. „იერო მწვრთნელი არ არის. ასეთ დონეზე მუშაობის გამოცდილება მას არ აქვს. ფეხბურთელობა და მწვრთნელობა სხვადასხვაა. მწვრთნელს ძალიან მკაფიო გეგმა უნდა ჰქონდეს”, — დასძინა შუსტერმა მასშტაბით მეორე ესპანურ რადიო „ონდა სეროსთან” ინტერვიუში. ისტორია, თუ როგორ გადაიქცა ფერნანდო...

კუნთები ჩვენი საქმე არ არის
ჩანაწერი

კუნთები ჩვენი საქმე არ არის

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს ფერნანდო იეროს პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს ხომ არ აპირებს მაროკოსთან უფრო ათლეტური გუნდით თამაშს და საერთოდაც, ხომ არ გადახედავდა სამომავლოდ „ლა როხას” სტილს. „კუნთები მოედნის ცენტრში? არა, კუნთები ჩვენი საქმე არ არის… ჩვენ სხვა უპირატესობა გვაქვს და ეს კუნთები არ გახლავთ. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ თამაშის საკუთარი სტილი და მისი შესაბამისი ფიზიკური მომზადება გვაქვს, აქცენტის კუნთებზე...

ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით
ჩანაწერი

ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით

ესპანეთისა და ირანის ნაკრებთა შეხვედრის 63-ე წუთზე ირანელმა საეიდ ეზატოლაჰიმ გოლი გაიტანა, მაგრამ ის არ ჩათვალეს. მიზეზი: თამაშგარე მდგომარეობა. თუმცა, ყველაფერი ისე სწრაფად და დინამიკაში მოხდა, რომ ვიდეორეფერის ანალიზი გახდა საჭირო. მომენტს განსაკუთრებული დრამატულობა იმან შესძინა, რომ ირანელმა ფეხბურთელებმა მსაჯებისკენ არც კი გაიხედეს, არც კი დაუნახავთ მათი გოლი ეჭვქვეშ რომ იდგა და თავაწყვეტილები ზეიმობდნენ. ეპიზოდის...

ესპანეთს ფერნანდო იერო უხელმძღვანელებს
ჩანაწერი

ესპანეთს ფერნანდო იერო უხელმძღვანელებს

როგორც მადრიდული ასევე კატალონიურ გაზეთები წერენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს ფედერაციის სპორტული დირექტორი, წარსულში ლეგენდარული მცველი ფერნანდო იერო უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მოხსნილ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის ის კრასნოდარიდან ესპანეთს გაეშურება და მხოლოდ სამშობლოში ჩასვლის შემდეგ დაელაპარაკება ჟურნალისტებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე თქვა: „იძულებული გავხდით ხულენ ლოპეტეგისთან ხელშეკრულება გაგვეწყვიტა. ის, რომ...

იერო vs ლოპეტეგი. დაძაბული ლაპარაკი
ჩანაწერი

იერო vs ლოპეტეგი. დაძაბული ლაპარაკი

მაუწყებელმა Telecinco-მ კრასნოდარში, ესპანთის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე გადაიღო ექსკლუზიური კადრები: კადრები ასახავს „ლა როხას” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგისა და „რეალის” ლეგენდის, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორის ფერნანდო იეროს დაძაბულ ლაპარაკს. ამ კონფლიქტს წინ უძღოდა სენსაციური ცნობა, რომ ლოპეტეგიმ „რეალთან” მიაღწია შეთანხმებას და მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდება. ფედერაციას მადრიდული კლუბისგან საკომპენსაციოდ 2...

ესპანეთმა მწვრთნელი მოხსნა!
ჩანაწერი

ესპანეთმა მწვრთნელი მოხსნა!

ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს! ამის შესახებ თავად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა საგანგებოდ მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა. ჯერ კიდევ დილით ესპანური პრესა წერდა, რომ მართალია ლოპეტეგი „რეალის” ახალ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ კლუბი, ფედერაცია და თავად ნაკრების ბასკი თავკაცი შეთანხმებულები იყვნენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს გეგმის შესაბამისად ჩაატარებდნენ. ლოპეტეგი მხოლოდ მონდიალის შემდეგ უნდა გადაბარგებულიყო...

ესპანეთის ნაკრების შესახებ
ჩანაწერი

ესპანეთის ნაკრების შესახებ

ესპანეთის ნაკრებს ბევრი მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევს. არის თუ არა „ლა როხა” „რუსეთი 2018″-ის მომავალი გამარჯვებული ამას დრო გვაჩვენებს, ახლა კი ხულენ ლოპეტეგის მიერ შეკრებილი გუნდის თავისებურებებს და საინტერესო ფაქტებს გადავხედოთ.   ესპანეთის ნაკრებშს რუსეთში ეყოლება მხოლოდ ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ჩემპიონატში არ თამაშობენ. ესენი არაინ: დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), პეპე...