„ბარსელონაში” „ელ კლასიკოს” (0:0) პარალელურად კატალონიელ სეპარატისტთა ჯგუფმა მაინც მოახერხა საპროტესიტო აქციის მოწყობა და სპეცდანიშნულების რაზმთან შეტაკება. ავტონომუირი კატალონიის სპეცრაზმმა სახელწოდებით Mossos d’Esquadra დემონსტრანტებს ქაფის ტყვიები დაუშინა. ეს იყო ხელისუფლების პასუხი პროტესტანტთა მიერ ქუჩის კონტეინერებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ფეხბურთის დასრულებისთვის ექიმების ხელში გაიარა 46 ადამიანმა, რომელთაც მცირე დაზიანებები ჰქონდათ. ქაფის ტყვია პირდაპირ ფეხში...
ჭდე: ელ კლასიკო
ნეტავ ზიდანმა და ვალვერდემ ყავა თუ დალიეს?
ჟოან გამპერის სახელობის სპორტული ცენტრის საპრესკონფერენციო დარბაზში „ბარსელონას” თავკაცი ერნესტო ვალვერდე ჟურნალისტებს შეხვდა. საუბრის თემა გახლდათ „ელ კლასიკო” რომელიც დღეს „კამპ ნოუზე” გაიმართება. „ბარსელონასა” და „რეალის” დღევანდელი შეხვედრა ადრინდელებზე მეტ ვნებათაღელვას იწვევს. მიზეზი: პოლიტიკა და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების საკითხები. თუმცა, ჟურნალისტებს არანაკლებ აინტერესებდათ ვალვერდეს აზრი საკუთრივ თამაშის შესახებ. სხვადასხვა კითხვას შორის იყო ერთი, რომელმაც შეკრებილთა...
აზარი, ტრავმა და ელ კლასიკო (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგაში „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრა ფრედ (2:2) და ერთი „მსხვერპლით” დასრულდა — მადრიდელთა ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი პარიზელთა ბელგიელმა მოთამაშემ, ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა ტომას მუნიემ დააშავა. როგორც კატალონიური „სპორტი” იუწყება, „ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ამ უქმეებზე „რეალისა” და „ალავესის” შეხვედრაში ვერ ითამაშებს და შესაძლოა ვერც 18 დეკემბერს, „კამპ ნოუზე”, „ელ კლასიკოში” გავიდეს მოედანზე....
როდის ჩატარდება ელ კლასიკო?
გუშინ ლა ლიგამ 26 ნოემბერს დანიშნული ელ კლასიკოს „კამპ ნოუდან” გადადება მოითხოვა. ამისათვის მან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური წერილით მიმართა. საქმე ის არის, რომ ბარსელონაში პოლიტიკური თვალსაზრისით დაძაბული მდგომარეობაა, რაც ლა ლიგას აფიქრებინებს, რომ „ბარსელონასა” და „რეალის” მატჩის კატალონიის დედაქალაქში ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. მოგეხსენებათ, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის მომხრე პოლიტიკურ ლიდერებს სასამართლომ ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა....
პიკემ თავი გაიყვითლა
ერთი ტურიც და „ელ კლასიკოა” — 26 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე”. მანამდე კი, ცხრამეტში, „ბარსელონა” სტუმრად მიდის „ეიბართან”. და აი, ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს ჟერარდ პიკე. კვირას, „სევილიასთან” (4:0) მან გადასულ ბურთს ფეხი მისცხო და მიგელ ანტონიო მატეუ ლაოსს სეზონში მეხუთე ყვითელი ბარათი ამოაღებინა. ამრიგად, პიკეს „რეალთან” მოედანზე ყოფნა გარანტირებული აქვს. და რა იქნება „ეიბართან”? სამუელ...
ბარსელონას ისკოს ყიდვა უნდა
„ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ სიამოვნებით შეიძენს ისკოს თუკი ის „რეალიდან” წასვლას გადაწყვეტს — წერს „მარკა”. „მალაგას” ყოფილ მოთამაშეზე ბოლოხანს ბევრს წერენ — მადრიდელთა ახალი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი მას დიდად არ წყალობს და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უზის. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ისკოს ცხადია არ მოწონს და „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლაზე ფიქრობს. „თუ ჩვენი მწვრთნელები ახალი ფეხბურთელის შეძენას...
შეწყვიტეთ გინება!
„კამპ ნოუზე” ნამდვილი სპორტული სულის დემონტსტრაცია მოხდა: „ბარსელონას” ფანები ტრიბუნებიდან „რეალის” კაპიტან სერხიო რამოსს ერთხმად „ბ…ის შვილს” ეძახდნენ, მაგრამ მისმა კოლეგამ და ყოფილმა თამაგუნდელმა ესპანეთის ნაკრებში, ჟერარდ პიკემ ხალხს ჟესტით მოუწოდა სკანდირება შეეწყვიტა და გააჩერა.
რეალში მწვრთნელი შეიცვლება
მადრიდული „მარკა” წერს, რომ „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავის დირექტორატს უახლოეს საათებში მწვრთნელის საკითხზე დაელაპარაკება და ხულენ ლოპეტეკის სავარაუდოდ ანტონიო კონტე შეცვლის. „ელ კლასიკოში” 1:5 დამარცხება, როგორც ჩანს მადრიდელთა შეფების მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო. „მარკა” წერს, რომ კონტე ესპანეთის დედაქალაქში შესაძლოა ორშაბათსვე, ანუ დღეს, ის კი არა და დილითვე ჩაფრინდეს. და თუ კონტეს ასე...
რეალმა 50 გოლი დაკარგა
დღეს „ელ კლასიკოა” — „კამპ ნოუზე” „ბარსელონა” „რეალს” მასპინძლობს. ეს გახლავთ ესპანეთის ორი უდიდესი კლუბის 272-ე დაპირისპირება, რომელიც აგრეთვე იმით არის საინტერესო, რომ 2007 წლის მერე პირველია, რომელშიც მონაწილეობას არც მესი მიიღბს და არც რონალდუ. თამაშის დაწყებამდე საათებია დარჩენილი. მოახლოებული მატჩის შესახებ აზრი ჰკითხეს პეპ გვარდიოლას — „ბარსას“ თავკაცს 2008-12 წლებში. მექსიკური Univision-ისთვის მას ინტერვიუ ყოფილმა თანაგუნდელმა, „ბლაუგრანასა”...
კლასიკო მესითა და რონალდუთი არ დაწყებულა
ხვალინდელი „ელ კლასიკოს” წინ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე „ბარსელონას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ დაჭრილი „რეალი” საღ-სალამათზე უფრო საშიშია. ვალვერდეს აზრით „კამპ ნოუზე” მოპოვებული წარმატება ხულენ ლოპეტეგის გუნდისთვის შეიძლება უებარი წამალი გამოდგეს. „ჩვენ ბოლო ორი თამაში („სევილიასა” და „ინტერთან”) შესანიშნავად ჩავატარეთ და ამ აღმასვლას ხვალინდელი წარმატებით შეიძლება დიდებული გაგრძელება მოვუძებნოთ, — თქვა „ბარსას” თავკაცმა, — გამარჯვებისთვის კი...








