„რეალმა” პლზენის „ვიქტორიას” 2:1 მოუგო და ხუთმატჩიანი დათარსული სერია დაასრულა, მაგრამ გამარჯვება შთამბეჭდავი არ ყოფილა და ხულენ ლოპეტეგის მომავალიც კვლავ ბუნდოვანია. არადა კვირას, 28 ოქტომბერს „კამპ ნოუზე” „ელ კლასიკოა”. „ბარსელონაში გუნდს მე ვუხელმძღვანელებ თუ არა, ჩემზე არ არის დამოკიდებული, — თქვა „რეალის” ბასკმა თავკაცმა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე, — ერთადერთი, რაც ამჟამად დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ ის არის, რომ...
ჭდე: ელ კლასიკო
მესის მკლავი გაებზარა
„ბარსელონას” მთავარი ვარსკვლავი შემდეგ კვირას „ელ კლასიკოში” ვერ ითამაშებს. მეტიც, მის მკურნალობას სამი კვირა დასჭირდება. ლიონელ მესიმ „სევილიასან” შეხვედრაში, რომელიც „ბლაუგრანამ” თავის მოედანზე 4:2 მოიგო, მკლავი გაიბზარა. ის 26-ე წუთზე ოსმან დემბელემ შეცვალა. ამრიგად, 28 ოქტომბერს გაიმართება 2007 წლის მერე პირველი „ელ კლასიკო” რომელშიც არც მესი მიიღებს მონაწილეობას და არც კრიშტიანუ რონალდუ. ტრავმის ამბავი უფრო ზუსტად...
კლასიკური მათემატიკა
ამ ბოლო დროს ამერიკული სახეობების მსგავსად ფეხბურთშიც დაიწყეს ათასნაირი სტატისტიკის თვლა. ეტყობა, ასე უფრო მეტი ფული კეთდება. უამრავი რეკორდის მოფიქრება და დაფიქსირება შეიძლება. მერე თითოეული მათგანის მოხსნაზე მთელ ამბავს ააწყობ: აბა ვინ, აბა როდის და აბა როგორ. ხალხს ტელევიზორებს ჩაართვევინებ, რეკლამებს აყურებინებ, ნიძლავებს დაადებინებ… თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა ესპანური „ელ კლასიკოა”: „ბარსელონა” „რეალის” წინააღმდეგ;...
ელ კლასიკოს ლოთები, დაალაგეს ბოთლები
„რეალთან“ მადრიდში 3:0 მოგება საკმარისზე მეტი მიზეზია 5 300 ევროს ღირებულების ღვინის ჩასაცეცხლად, რაც ჩაიდინა კიდეც შაკირას ქმარმა ჟერარ პიკემ ნამატჩევს და გამოლოკილი ბოთლების ფოტო ინსტაგრამში გამოფინა. ღვინის მცოდნეებმა არ დაიზარეს და პიკეს ღვინოების ფასები დაადგინეს. მაშ ასე, სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: „შატო ლატური“ – 1495 ევრო „ლა რომანე“ – 3360 „ვეგა სიცილია“ – 479,34...
მისია შეუძლებელია
“ბარსელონა” უძლიერესია! მან “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:0 მოუგო “რეალს” და ლა ლიგის ცხრილში 14 ქულით ჩამოიტოვა. მართალია, მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, მაგრამ გამოტოვებული შეხვედრა რომც მოიგონ, მათთვის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა მაინც უკვე შეუძლებელ მისიად მოჩანს. რამ განაპირობა მადრიდელთა კრახი? ამ კითხვაზე პასუხი მათ გასახდელშია საძებნელი. “თეთრებმა” ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. შესვენებამდე ისინი სათამაშო...
ნეიმარმა, ტელევიზორსაც კი არ ჩავრთავო
ეს მართლა “რეალში” ხომ არ აპირებს გადასვლას?. “ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, “ელ კლასიკოების” ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ნეიმარმა გამოაცხადა, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირების ნახვა ტელევიზორშიც კი არ უნდა — არდადეგები დაეწყო და მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი საკლუბო შეხვედრა არ აინტერესებს. უფრო სწორად, ნეიმარი “პარი სენ ჟერმენის” სხვა ფეხბურთელებთან ერთად დოჰას ერთ-ერთ პორტში გემზე ავიდა და პარიზული კლუბისთვის...
ბურთის ფლობა გამარჯვებას ნიშნავს?
სადაც “ბარსელონაა” ბურთის ფლობაზეც იქ მსჯელობენ. ტიკი-ტაკამდე ვინ ითვლიდა ასეთი მონდომებით რომელი გუნდი სათამაშო დროის რამდენი პროცენტის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს. ხვალინდელი “ელ კლასიკოს” წინ “ბარსას” თავკაც ერნესტო ვალვერდეს კვლავ ამ თემაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ვალვერდემ ასე უპასუხა: “ბურთის ფლობა გამარჯვების გარანტიას ვერ მოგცემს. ის მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გუნდმა საგოლე მომენტები შექმნას; საშუალებაა და მეტი არაფერი....
“ელ კლასიკოზე” მივლინებული
უნაი ემერის შაბათს “ელ კლასიკოზე” დასასწრებად შესანიშნავი მიზეზი აქვს — ჩემპიონთა ლიგაში “პარი სენ ჟერმენის” მომავალი მეტოქე უნდა დაზვეროს. საეჭვოა, “რეალის” თამაშში იყოს თუნდაც მცირე ნიუანსი, რომელიც პარიზელთა ესპანელმა მწვრთნელმა ზედმიწევნით არ იცოდეს, მაგრამ 23 დეკემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჯდომას რა სჯობს და თუკი ეს მივლინებადაც შეგიძლია გააფორმო, რატომ უნდა თქვა უარი. “შაბათს “ელ კლასიკოს” დავესწრები...
“ელ კლასიკომდე” სამი დღით ადრე
შაბათს, 23 დეკემბერს, “ელ კლასიკოა” — “რეალი” “ბარსელონას” მასპინძლობს და ესპანური პრესა მთლიანად ამ თემით არის შეპყრობილი. ლეო მესი სჯობია თუ კრიშტიანუ რონალდუ? — ასეთი კითხვით მიმართა მადრიდულმა “მარკამ” მადრიდის “ატლეტიკოს” 33 წლის თავდამსხმელს, ფერნანდო ტორესს. ტორესმა ასე უპასუხა: “ის, რასაც კრიშტიანუ რონალდუმ ლეო მესის ეპოქაში მიაღწია, მის დონეზე ნათლად მეტყველებს. რონალდუ რომ არ ყოფილიყო,...
“ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს!
შაბათს, 23 დეკემბერს, “ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს — ასეთია კატალონიური კლუბის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც მისმა ინსტიტუციურ ურთიერთობათა დირექტორმა, გილერმო ამორმა განაცხადა. შაბათს, მადრიდელებმა, მოგეხსენებათ, აბუ დაბიში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვეს. “ჩვენი კლუბი ღირსების დერეფანს ჩვეულებრივ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მომგებ გუნდებს უკეთებს… ეს ის შემთხვევა არ არის,” — განმარტა...









