დღეს, მადრიდში, ვალდებებასში, „რეალის” ბაზაზე, ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე „ელ კლასიკოა”. ეს შეხვედრა ცნობილ მსაჯს მიგელ ანტონიო მატეუ ლაოსს უნდა ემსაჯა, მაგრამ ის დაშავდა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას არბიტრი შესაცვლელი გაუხდა. მატეუ ლაოსი, რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ბაიერნისა” და „პარი სენ ჟერმენის” მატჩს მოემსახურა. მადრიდში მას ხესუს ხილ მანსანო შეცვლის. „სამსაჯო კომიტეტი...
ჭდე: ელ კლასიკო
კუმანი ყველაფერს VAR-ს აბრალებს
ეს იყო „რეალის” ზედიზედ მეორე გამარჯვება „ელ კლასიკოში”. მადრიდელებმა ბარსელონელებს მათსავე, ოღონდ უმაყურებლო მოედანზე მოუგეს 3:1. მეორე გოლი (როდესაც ანგარიში იყო 1:1) „თეთრებმა” პენალტით გაიტანეს. ხალხის ნაწილის აზრით პენალტი საეჭვო იყო, თუმცა იმის უარყოფა, რომ კლემენტ ლენგლე სერხიო რამოსს მაისურზე ქაჩავდა, ძნელია. მაშ, რატომ არ იყო პენალტი? ვინ იცის, ყველაზე მეტად იმიტომ, რომ რამოსმა გააფორმა....
კამაჩო ზიდანზე, რამოსსა და ბაიერნზე
„რეალის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხოსე ანტონიო კამაჩო ფიქრობს, რომ თუნდაც შაბათს, „კამპ ნოუზე”, „ელ კლასიკოში”, მადრიდელებმა „ბარსელონასთან” წააგონ, ზინედინ ზიდანს თანამდებობიდან მაინც არ მოხსნიან. „ლოს ბლანკოსს” ცუდი პერიოდი უდგას. წინა უქმეებზე, ლა ლიგაში, ესპანეთის ჩემპიონმა შინ, „კადისთან” წააგო 0:1, შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგაში, „შახტარისგან” იგემა 2:3. „თეთრები” დონეცკის გუნდსაც შინ შეხვდნენ. ამის მიუხედავად, კამაჩო...
შენ ვინღა ხარ?
2010 წლის 29 ნოემბერს „ბარსელონამ” „რეალს” 5:0 მოუგო. ეს იყო ჟოზე მოურინიუს პირველი „ელ კლასიკო”, ხოლო იმ დღის ერთ ეპიზოდს რუბრიკაში „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” ესპანური გაზეთი „მარკა” იგონებს. დაახლოებით 30-ე წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 2:0, ბურთი აუტის ხაზს მიღმა გადავარდა და ის „ბარსას” მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ აიღო. აუტის ჩასაწოდებლად კრიშტიანუ რონალდუ გაიქცა, მაგრამ როდესაც გვარდიოლას...
პიკე: ისე ცუდად, როგორც პირველ ტაიმში, რეალს ბერნაბეუზე არ უთამაშია
„ელ კლასიკო” „რეალის” გამარჯვებით დასრულდა, 2:0. გოლები გაიტანეს ვინისიუს ჟუნიორმა და მარიანომ. 26 ტურის შემდეგ მადრიდელებს 56 ქულა აქვთ, ბარსელონელებს 55. შეხვედრა გამოვიდა სანახაობრივი, სადაც მასპინძლებმა მეორე ტაიმში ჩინებულად ითამაშეს და დამსახურებულად მოიპოვეს სამი ქულა, თუმცა „ბარსას” ვეტერანმა ჟერარდ პიკემ აქცენტი პირველ ტაიმზე გააკეთა, როდესაც ბურთის ფლობა (57%-43%) და კარისკენ დარტყმები (6-5) სტუმრების სასარგებლოდ იყო. ცნობისათვის,...
პიკეს კოჭი
მადრიდული სპორტული გაზეთის „მარკას” ინფორმაციაში, სადაც „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში ჟერარდ პიკეს დაშავებაზეა ლაპარაკი, ერთგვარი სიხარული შეინიშნება. აქ გასაკვირი არაფერია. კვირას, „სანტიაგო ბერნაბეუზე” ხომ „ელ კლასიკოა”, „რეალი” „ბარსელონას” მასპინძლობს; „მარკა” კი მადრიდისტების გამოცემაა. მოგეხსენებათ, ნეაპოლში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის (1:1) ბოლო წუთებზე, მაღალი ბურთისთვის ამხტარი პიკე მინდორზე უიღბლოდ დაეშვა და კოჭი იტკინა. ტკივილის მიუხედავად ვეტერანს თამაშის...
გრიზმანი უკმაყოფილოა (VIDEO)
ანტუან გრიზმანი „ბარსელონას” ვარჯიშების გრაფიკით უკმაყოფილო იყო. გუშინ, ფრანგმა ვარსკვლავმა „ტვიტერზე” დაწერა: „ჩვენ 6 საათზე ვვარჯიშობთ, მაშინ როდესაც კლუბმა გამოაცხადა, რომ 6:30-ზე „პალაუ ბლაუგრანაში” კალათბურთის „ელ კლასიკოა”, „ბარსელონა” „რეალს” მასპინძლობს”. თავის „ტვიტს” მსოფლიოს ჩემპიონმა ბევრი მოწყენილი ემოჯიც დაურთო. ანტუან გრიზმანი კალათბურთის ცნობილი ფანია. „ბარსას” კალათბურთელმა ალექს აბრინესმა ფეხბურთელს ხუმრობით უპასუხა: „ჰოდა შენც ნუ წახვალ ვარჯიშზე”....
ელ კლასიკო კატალონიელი ჟურნალისტების გადასახედიდან
კატალონიური გამოცემა „სპორტი” აანალიზებს, თუ რატომ ვერ მოუგო ოთხშაბათს, „კამ ნოუზე” გამართულ „ელ კლასიკოში”, „ბარსელონამ” „რეალს”. მეტიც, საყოველთაო აღიარებით, შეხვედრაში, რომელიც 0:0 დასრულდა, სტუმრებმა მასპინძლებზე უკეთ ითამაშეს. „სპორტი” წერს, რომ „ბლაუგრანას” გეგმა აერია. ვალვერდე არ ელოდა, ზიდანი ისკოს სასტარტო შემადგენლობაში თუ დააყენებდა, რამაც ყველაფერი შეცვალა. „ბარსელონა” დადგა ფაქტის წინაშე, რომ „რეალს” მოედნის შუაში იმაზე მეტი...
ბარსას კარში არდანიშნული პენალტ(ებ)ი
„კამპ ნოუზე” „ბარსელონასა” და „რეალის” შეხვედრა 0:0 დასრულდა, მაგრამ მადრიდელებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ მათ სასარგებლოდ ორი პენალტი არ დანიშნეს. ორივე ეპიზოდში საქმე სტუმრების ფრანგი ცენტრალური მცველის რაფაელ ვარანის წინააღმდეგ წესების დარღვევას ეხებოდა. ერთი ეპიზოდი უფრო აშკარა იყო — ლაპარაკია ივან რაკიტიჩის მიერ ვარანის მაისურით დაჭერასა და დაგდებაზე. ყოფილმა ესპანელმა მსაჯმა, ახლა კი მას-მედიის ექსპერტმა ანდუხარ...
ყვითელი ბურთების აქცია კამპ ნოუზე
„ელ კლასიკოს” (0:0) მსაჯს, ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესს 55-ე წუთზე მატჩის შეწყვეტა მოუხდა, რადგან „კამპ ნოუს” ტრიბუნებიდან მოედნაზე უამრავი ყვითელი ბურთი გადმოყარეს. სანამ თამაში შეწყვეტილი იყო, სტიუარდები ბურთებს აგროვებდნენ და ფეხბურთელებს ასპარეზს უთავისუფლებდნენ. თუ რატომ იყო ეს ბურთები ყვითელი, ადვილი მისახვედრია — ყვითელი კატალონიისა და კატალონიური სეპარატიზმის ფერია. ეს უწყინარი პროტესტი ორგანიზაცია „დემოკრატიკ ცუნამის” მიერ იყო...









