გუშინ ლა ლიგამ 26 ნოემბერს დანიშნული ელ კლასიკოს „კამპ ნოუდან” გადადება მოითხოვა. ამისათვის მან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური წერილით მიმართა.
საქმე ის არის, რომ ბარსელონაში პოლიტიკური თვალსაზრისით დაძაბული მდგომარეობაა, რაც ლა ლიგას აფიქრებინებს, რომ „ბარსელონასა” და „რეალის” მატჩის კატალონიის დედაქალაქში ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. მოგეხსენებათ, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის მომხრე პოლიტიკურ ლიდერებს სასამართლომ ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
გაზეთი AS წერს, რომ ესპანეთის სპორტის საბჭომ, რომელიც ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურაა, ასევე ჩათვალა, რომ ხსენებული შეხვედრა 26 ნოემბერს (საქართველოს დროით 15 საათზე) არ უნდა ჩატარდეს.
ახლა, ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომისიამ უნდა იმსჯელოს, მოუსმინოს ორივე გუნდის წარმომადგენლებს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
კლუბების პოზიციები კი ასეთია: „ბარსელონას” უნდა, რომ შეხვედრა დანიშნულ დროს გაიმართოს, „რეალი” კი მისი თარიღის შეცვლის მომხრეა. ხაზს ვუსვამთ, თარიღის შეცვლის და არა პირველ წრეში მისი „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადატანის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
