გარეთ ბეილმა „რეალში“ ითამაშა. ეს დაახლოებით ისეა, ბრაზილიაში თოვლი მოვიდეს. ბეილი 74-ე წუთზე გამოჩნდა „რეალი“ – „ხეტაფეს“ შეხვედრაში (ქარიმ ბენზემა შეცვალა) და გემრიელი სტვენაც ხვდა წილად. ეს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისი პირველი მატჩი იყო ორი წლის განმავლობაში… ხან ტრავმა, ხან ცუდი სათამაშო ფორმა, ხან მწვრთნელების უნდობლობა – უელსელს აიწონა-დაიწონა კარიერა აქვს. სამაგიეროდ, ნაკრებში ძალიან მაგარია. სწორედ...
ჭდე: გარეთ ბეილი
აზარი – ანჩელოტი – ბეილი
2014 წლიდან მოყოლებული, მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში არ გასულა და ვერც ახლა გავა. „რეალი“ ნახევარფინალში გავარდა „ბილბაოსთან“ (0:1)… თუმცა აქ უფრო ედენ აზარისა და კარლო ანჩელოტის დამოკიდებულებაზე დავწერთ. აზარი უკმაყოფილოა, რომ ანჩელოტი არ ენდობა. ამას უსამართლოდ მიიჩნევს. ბელგიელს უკვირს მწვრთნელის სიტყვები, რომელიც ამბობს, აზარი ჯერ ბოლომდე უნდა შევიდეს ფორმაში და მერე ვათამაშებთო… ფეხბურთელი...
ბეილი ბავშვობაში ბრუნდება
გარეთ ბეილი, შესაძლოა, „საუთჰემპტონში“ გადავიდეს. იქ, სადაც კარიერა დაიწყო … 10 წლისა მივიდა ამ კლუბის აკადემიაში და პროფესიულ კარიერაშიც ერთი სეზონი თავიდან „საუთჰემპტონში“ გაატარა, მერე კი „ტოტენჰემში“ გადავიდა. ბეილი მადრიდის „რეალში“ მხოლოდ ადგილს ავსებს და დიდ თანხასაც იღებს, თუმც, ადრე თუ გვიან, ეს ამბავიც დასრულდება. კიდევ, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბეილმა ზაფხულში შესაძლოა სულაც დაასრულოს კარიერა....
ბეილი ისევ გარეთ
თითქოს ათამაშდა, ყველას გული მოიგო და სწორედ მაშინ მიიღო ტრავმა გარეთ ბეილმა. მადრიდის „რეალის“ ფორვარდს მარჯვენა ფეხის ბარძაყის უკანა ზედაპირი აქვს დაზიანებული. როგორც წესი, ასეთი ტრავმის მკურნალობა 8-10 კვირას მოითხოვს. ბეილის შემთხვევაში კუნთი იმდენადაა დაზიანებული, რეაბილიტაციის მიახლოებითი ვადების თქმაც ძნელია. საუკეთესო შემთხვევაში უელსელი მოედანზე ნოემბრის ბოლოს დაბრუნდება. ესპანელმა ჟურნალისტებმა დათვალეს და აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა სირთულის...
რეალმა ქულები გაფანტა
ვალენსიაში, „ლევანტესა” და „რეალის” შეხვედრაში, პირველ ტაიმში „რეალი“ ყოჩაღობდა. მადრიდელთა შემადგენლობაში დიდი სიახლე არ ყოფილა. კარლო ანჩელოტიმ ძველი დრო გაიხსენა და ისკო გარეთ ბეილთან ერთად დააყენა სასტარტო შემადგენლობაში. უელსელმა შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. მე-5 წუთზე ქარიმ ბენზემას პასით მან ანგარიში გახსნა — ბურთი დაუცველ კაში შეაგდო. ეს გახლდათ მისი პირველი გოლი „ლოს ბლანკოსის“ შემადგენლობაში 2019...
ბეილი გაიქცა
უელსის ნაკრების ვარსკვლავი გარეთ ბეილი ევრო 2020-ის მერვედფინალში დანიასთან 0:4 დამარცხების შემდეგ, BBC-ს მიკროფონებს ისე გაექცა, ჟურნალისტს კითხვაც არ დაამთავრებინა. კითხვა კი ასეთი იყო: იყო თუ არა ეს შეხვედრა მისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში უკანასკნელი. კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა: „ვიცი, რომ გუშინ გკითხეს, დანიასთან მატჩი უელსის ნაკრების შემადგენლობაში თქვენთვის ბოლო იქნებოდა თუ არა. თქვენ უპასუხეთ, რომ კიდევ...
ბეილმა ქაოსისგან დაგვიფარა
„ტოტენჰემ ჰოთსპურის” ვეტერანმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა თქვა, ახლა რომ გითხრათ, მომავალი სეზონიდან სად ვითამაშებ, დიდ ქაოსს გამოვიწვევო. 31 წლის თავდამსხმელი „სფურზში” იჯარით თამაშობს და ზაფხულში წესით „რეალს” უნდა დაუბრუნდეს. უელსელი მადრიდის კლუბის საკუთრებაა. „ტოტენჰემმა” პრემიერლიგის ბოლო ტურში ლესტერში 4:2 მოიგო. ბეილმა ოთხიდან ორი გოლი შეაგდო, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი თქვა, რომ მისი მომავალი კლუბის სახელი...
ბეილის შანსი
ინგლისური „ტოტენჰემის“ მესაჭე ჟოზე მოურინიომ გუნდის მდგომარეობაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება უელსელს დაუთმო: „გარეთ ბეილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. ის დღითიდღე სულ უფრო უკეთ გამოიყურება. როცა ტრავმას ჰარი კეინის დონის ფეხბურთელი იღებს, დანარჩენებმა ნაბიჯი წინ უნდა გადადგან. რაც შეეხება ბეილის პოზიციას მომდევნო შეხვედრებში, ისევ იქ დავაყენებთ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს, ანუ შეტევის ფლანგზე.“ შეგახსენებთ, რომ...
ტოტენჰემში დარჩენა გინდა?
31 წლის უელსელი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის ამბავი მთელს მსოფლიოს კარგად მოეხსენება: გასულ ზაფხულს ის „რეალიდან” თავის საყვარელ კლუბში, „ტოტენჰემ ჰოთსპურში” დაბრუნდა. მადრიდამდე, 2007-13 წლებში, ბეილი სწორედ „სფურზში” თამაშობდა და მას მერე, რაც „თეთრების” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა აითვალწუნა, კვლავ ლონდონს დაუბრუნდა, ოღონდ… მისი ხელშეკრულება 2021-ის ზაფხულამდეა. თავდამსხმელი „ტოტენჰემ ჰოთსპურ სთედიუმზე” იჯარითაა. რა მოხდება ზაფხულში? ეს ჯერ...
ზიდანი – არა, ლოპეტეგი – კი
„მარკა” წერს, რომ ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოების დეტალებში ჩახედვა ხანდახან ადამიანთა შორის ურთიერთობის საინტერესო დეტალებს ხდის ფარდას. ამ თვალსაზრისით, სახალისოა იმის გადახედვა, თუ ვინ ვის მისცა ხმა. ნომინაციაში წლის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელები, როგორც წესი, წარმატებულთა გარდა ხმას თავიანთ მოქმედ მწვრთნელს ან იმ სპეციალისტს აძლევენ, რომელიც მათ კარგად მოპყრობია. უელსის ნაკრების კაპიტანმა და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა...








