ჭდე: ბორდო

Home ბორდო
ზურიკო გამწვანდა
ჩანაწერი

ზურიკო გამწვანდა

„ეკიპის” ცნობით „სენტ ეტიენი” „ბორდოსგან” საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევს ზურიკო დავითაშვილს ყიდულობს. გავლენიანი ფრანგული გაზეთი წერს, რომ საკითხი მოგვარებულია. „მწვანეები” ჟირონდისტებს 6 მილიონ ევროს გადაუხდიან და თუ ტრანსფერი გაამართლებს, ბონუსებსაც დაამატებენ. ლიგა 1-ში ადგილის დაბევების შემდეგ „სენტ ეტიენი” შემადგენლობის გაძლიერებას შეუდგა. უპირველეს ყოვლისა მან „რეიმსის” ყოფილი კაპიტანი, 36 წლის იუნის აბდელჰამიდი დაიმატა. ვეტერანი გუნდს...

გახდება ზურიკო ჟირონდისტი?
ჩანაწერი

გახდება ზურიკო ჟირონდისტი?

ჟორჟ მიქაუტაძის „მეცი” ფლეი-ოფში „სენტ ეტიენმა” დაამარცხა. ეს გახლავთ გუნდი, რომელიც ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გავიდა, ლიგა 1-ში აღზევდა და ახლა გაძლიერება სურს. ამ მიზნით, Foot Mercato-ს ინფორმაციით ის 23 წლის ქართველი შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატებას ცდილობს. „სენტ ეტიენმა” ორი სეზონი ლიგა 2-ში გაატარა. ახლა მას უმაღლეს ეშელონში დარჩენა აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი. კლუბს როგორც იქნა...

ზურიკო ბორდოში კიდევ 4 წლით
ჩანაწერი

ზურიკო ბორდოში კიდევ 4 წლით

„ბორდომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ  „ბათუმიდან“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა და ფეხურთელთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ფრანგულმა კლუბმა ქართველი გარემარბის შეძენის უპირველესი შეძენის უფლებით ისარგებლა და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას „ბორდოს“ პრესსამსახური ავრცელებს. „22 წლის დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლის აგვისტოს ბოლოს ჩაირიცხა და ყველა ტურნირზე 31 შეხვედრა ჩაატარა (6 გოლი, 3 საგოლე პასი). მან...

ზედიზედ მეორედ…
ჩანაწერი

ზედიზედ მეორედ…

ისევ წყვილად! ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა 33-ე ტურის სიმბოლურ ნაკრები შეადგინა, რომელშიც ორი ქართველი გიორგი მიქაუტაძე („მეცი“) და ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“) მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის ლიგა 2-ში მოთამაშე ორივე ქართველი კვირის გუნდში მოხვდა. მიქაუტაძემ „პარიზთან“ საშინაო შეხვედრაში პენალტი გამოიყენა და „მეცს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (1:1). დავითაშვილს „ვალანსიენთან“ სტუმრად მოგებულ (2:0)...

გიორგი და ზურიკო…
ჩანაწერი

გიორგი და ზურიკო…

გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. გიორგი მიქაუტაძემ „სენტ-ეტიენთან“ ორი გოლი გაიტანა და სტუმრად „მეცის“ გამარჯვებაში (3:1) გადამწყვეტი როლი ითმაშა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა. ლიგა 2-ში თავი ზურიკო დავითაშვილმაც გამოიჩინა – საქართველოს ნაკრების შემტევმა საშინაო შეხვედრაში „გრენობლის“ გაუტანა. ეს ისტორიაში...

მიქაუტაძე: გოლი გოლზე…
ჩანაწერი

მიქაუტაძე: გოლი გოლზე…

საფრანგეთის ლია 2-ში გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა. „პარიზთან“ მატჩისას მიქაუტაძემ ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. მე-20 წუთზე მეტოქე კაცნაკლული დარჩა, მათ კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა – მიქაუტაძე ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა და პირველივე ტაიმში დუბლი გააკეთა. მეორე ტაიმიც „მეცის“ უპირატესობით გაგრძელდა, მიქაუტაძემ კი მატჩის მიწურულს კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით...

ზურიკომ ქუსლით დახატა…
ჩანაწერი

ზურიკომ ქუსლით დახატა…

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „ლავალს“0 შეხვდა. ჟირონდელები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა, 70-ე წუთზე „ბორდომ“ მაინც მოხერხა გამარჯვების გოლი გატანა, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების შემტევს მიუძღვის, რომელმაც საჯარიმოში ქუსლურით თანაგუნდელს გამარჯვების გოლი გაატანინა. „ბორდომ“ 2:1 მოიგო, ზურიკო დავითაშვილი 82-ე წუთზე შეცვალეს.

აბრეზას დებიუტი და გადამწყვეტი გოლი
ჩანაწერი

აბრეზას დებიუტი და გადამწყვეტი გოლი

საფრანგეთის ლიგა 2-ის „ბორდოში“ ზურიკო დავითაშვილის დებიუტი „დიჟონთან“ მატჩში შედგა. დებიუტი კი შესანიშნავი გამოვიდა, 87-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ჟირონდელთა ქართველმა ლეგიონერმა თავისი პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატში და „ბორდოს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. გოლსაც ხომ გააჩნია? მაგარი იყო…

დავითაშვილს თამაშის უფლება მისცეს: დებიუტი დიჟონთან?
ჩანაწერი

დავითაშვილს თამაშის უფლება მისცეს: დებიუტი დიჟონთან?

17 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში „ბორდო“ „დიჟონს“ მასპინძლობს. ფრანგული გამოცემები წერენ, რომ ამ შეხვედრაში ჟირონდელების შემადგენლობაში, შესაძლოა, ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგეს. 21 წლის ქართველმა გარემარბმა სავიზო ფორმალობები მოაგვარა და საფრანგეთის პროფესიულმა ლიგამ მას თამაშის უფლება მისცა. ქართველ ფეხბურთელზე „ბორდოს“ მწვრთნელმა დავიდ გიონმაც ისაუბრა: „დავითაშვილმა უნდა გაითავისოს ჩვენი პრინციპები, როგორ და რა სქემით ვთამაშობთ....

3-წლიანი პატიმრობა საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს
ჩანაწერი

3-წლიანი პატიმრობა საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ შემტევ ტონი ვერელს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს 11 წლის წინანდელი დანაშაულის გამო: ვერელი და მისი ძმები ღამე ერთ-ერთი ბარიდან გამოაგდეს, სადაც დებოში აუტეხავთ. დაცვის თანამშრომლებს ცრემლსადენი გაზი გაუშვიათ. ვერელი და მისიანები წასულან, მერე კი პისტოლეტითა და ბეისბოლის ჯოხებით დაბრუნებულან. სამი კაცი დაჭრეს. ვერელის ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული. იყო „ლიონში“, „ბორდოში“, „ლანსში“....