გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.
გიორგი მიქაუტაძემ „სენტ-ეტიენთან“ ორი გოლი გაიტანა და სტუმრად „მეცის“ გამარჯვებაში (3:1) გადამწყვეტი როლი ითმაშა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა.
ლიგა 2-ში თავი ზურიკო დავითაშვილმაც გამოიჩინა – საქართველოს ნაკრების შემტევმა საშინაო შეხვედრაში „გრენობლის“ გაუტანა.
ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთდროულად ორი ქართველი მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე 19 გოლით ჩემპიონატის ერთპიროვნული ბომბარდირია.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
